ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი :”ჩემპიონთა ლიგა – ეს არის ჩემი ოცნება”

ჯანლუიჯი ბუფონი.. ლეგენდა და დღევანდელი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ. ფრანგულ ‘L’Equipe’-თან საუბარში ბიანკონერის პირველი ნომერი საკუთარ ოცნებას და მინზებს შეეხო. თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რაოდენ მიზან დასახულია ჯიჯი, მაშინ ადვილი წარმოსადგენია რომ მიაღწიოს უმეტესობა მათგანს:

“ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგის თასსზე. ეს არის ჯილდო, რომელსაც ვნატრობ უკვე დიდი ხანია. მსურს სანამ პროფესიონალურ კარიერას დავასრულებ, მოვიპოვო იგი და კლუბის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი დავწერო. რთული მიზანია, მაგრამ ყოველდღე ვარჯიშზე მისვლისას ბოლომდე ვიხარჯები ოცნებისთვის, რომ იუვესთან ერთად იგი რეალური გავხადო. მწამს, რომ ცხოვრება ჯეროვნად აფასებს გაწეულ შრომას. მომავალი? ნამდვილად არ მინდა მეორე ხარისხოვანი როლი გამაჩნდეს. კარგი იქნებოდა 40 წლისას ისევ პირველი ნომერი ვყოფილიყავი და უკვე შემდგომ, რეალურად დავფიქრდებოდი კარიერის შეწყვეტაზე. დღევანდელ დღეს ვაჩვენე ყველას, რომ 37-38 წლისას ისევ შეგიძლია ძველებურად საიმედო იყო. მსოფლიო თასი რუსეთში? მარადიული არაფერია, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ მასსზე”.

ბუნებრივია ბუფონი ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც შეეხო, სადაც მის გუნდს ფრანგულ “მონაკოსთან” მოუწევს ურთიერთობის გარკვევა:

“მონაკო ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იმყოფება და აქ შემთხვევით არავინ ხვდება. დიახ, ჩემმა გუნდმა ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა და სურვილი დავბრუნდეთ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში უსაზღვროდ დიდია. მაგრამ, ამან ცაში არ უნდა გვაფრინოს. უმჯობესია მიწაზე მყარად დგომა და მეტოქის სათანადო დონეზე დაფასება. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ წილისყრამ მეტ ნაკლებად კარგი შედეგი მოგვიტანა, მაგრამ ამავე დროს მათი მხრიდანაც იგივე აზრია.. ყველაზე უხერხული მეტოქებიდან მონაკოსთვის ჩვენც ერთ-ერთი ყველაზე სასურველნი ვიყავით. საერთოდ რთული გუნდი, ყოველთვის არა პროგნოზირებადია მინდორზე. მითუმეტეს როცა არც წნეხს გრძნობენ და დასაკარგიც არაფერი აქვთ. შედეგად მივედით იქამდე, რომ კონცენტრაციის დაკარგვა ხეირს არ მოგვიტანს. პსჟ? ვადევნებ მათ თამაშს თვალყურს, რადგან იქ მცირე იტალიური კონტიგენტი იმყოფება. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ და იმის რესურსი ნამდვილად აქვთ, რომ მთელი გზა წარმატებულად გაიარონ”.

ბუნებრივია ფრანგი ჟურნალისტები პოგბას საკითხსაც შეეხნენ:

“სიმართლე გითხრათ არასოდეს მინახავს ვინმე მის ასაკში ასეთი ნიჭიერი და ცივ სისხლიანი. მას ყველაფერი აქვს წარმატებისთვის: ფიზიკური კონდიცია, ტექნიკური არსენალი, სისწრაფე, მოედნის ხედვა და ლიდერის თვისება. მაგრამ, იგი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა და პროგრესირებს, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი გარემოს შექმნა. ერთია ისწრაფვოდე ჩემპიონობისთვის და მეორეა იყო უკვე ჩემპიონი. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს არაჩვეულებრივი მახასიათებლები მორიგი განვითარების ეტაპზე აიყვანოს”.

 

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მიდი ჯიჯი

simoni chigladze
9 years ago

wels shenia liga

lasha tsasidze
9 years ago

ჩემიც

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x