ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურამი :”იუვე სწრაფად პროგრესირებს”

იუვეს თითოეული წევრი საუბრობს ოცნებაზე, როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება. ტურინელები უკან არაფერზე დაიხევენ, რომ ოცნება რეალობად აქციონ. დიდი ხანია უკვე ბიანკონერი ასე ოპტიმისტურად არ დახვედრია ლიგის 1/4 ფინალურ სტადიას. თანდათანობით ვნებათაღელვა პიკს აღწევს. ბევრმა გამოთქვა საკუთარი აზრი ორივე კლუბზე და კიდევ არა ერთი ისაუბრებს, ჩვენ კი ჩვენის მხრივ შევეცდებით ყოველი მათგანის ინერვიუ ოპერატიულად მოგაწოდოთ. ამჯერად ლილიან ტურამისას გამოვაქვეყნებთ, რომელიც ერთი ხანობა საკმაოდ წარმატებულად იცავდა იუვეს ღირსებას..

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იმყოფება. გაგიკვირდათ მათგან ეს შედეგი?

“და რატომ? დიახ, გარკვეული პრობლემები ჰქონდათ ევროპაში, მაგრამ ეხლა როდესაც ალეგრის ასეთი კალიბრის მოთამაშეები ჰყავს შემადგენლობაში სიურპრიზზე საუბარი უადგილოა. გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს. უფრო მეტი მოულოდნელობა არსენალის მარცხი იყო მონაკოსგან”.

მონაკო.. მათი პრეზიდენტი სეზონს უკვე წარმატებულად მიიჩნევს..

“საოცარი რამეა ფეხბურთი. მონაკოსგან ჯგუფური ეტაპის გადალახვასაც კი არ ელოდნენ და ამ დროს ისინი 1/4 ფინალში იასპარეზებენ. ამასთან ერთად, ვფიქრობ ფრანგებს გაცილებით ნაკლები წნეხი აქვთ ვიდრე იტალიელებს”.

მარტიალი, ბერბატოვი, კონდოგბია.. რომელი მათგანია ყველაზე სახიფათო?

“რთულია, რომელი მათგანის გამორჩევა, რადგან ეს ერთიანი კოლექტივია და სწორედ ამ ხერხით დაამარცხეს არსენალი”.

მარტიალი თუ კომანი? რომელია ანრის მემკვიდრე?

“მარტიალი პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელიც დაჯილდოებული საოცარი მახასიათებლებით, მაგრამ ანრისთან შედარება ჯერ ნაადრევია. კომანმა თავი ჯერ კიდევ პსჟ-ში წარმოაჩინა. ნიჭიერია, მაგრამ პროგრესირებისთვის და თან მის ასაკში აუცილებელია სათამაშო პრაქტიკა”.

ტურინელებს დიდი დანაკლისი აქვთ პოგბას სახით..

“ფურცელზე ისინი პოგბას გარეშეც მრისხანენი არიან. საერთოდაც, ფეხბურთში მარტო ერთი ფეხბურთელი ვერაფერს გახდება, მესიც კი. მიუხედავად ამისა, პოგბა ბუნებრივია საოცარი მაგიით არის დაჯილდოებული. მისი მოედნის ხედვა და მანევრირებები აღტაცებაში მოიყვანს საზოგადოებას”.

თქვენი აზრით, ღირს პოგბა 100 მილიონი?

“ფასი დამოუკიდებულია იმაზე, თუ როგორი კალიბრისაა ფეხბურთელი და რამდენ კლუბს სურს მისი შეძენა”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x