ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი :”მე მიყვარს იუვე”

გახსოვთ ალბათ ვიდალის ტრავმა შარშანდელ სეზონში. იყო იმის საშიშროება, რომ ფეხბურთელი მუნდიალსაც გამოტოვებდა, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ იგი გუნდსაც დაეხმარა და ნაკრებსაც. თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ რო არა უდიდესი სიყვარული იუვენტუსის მიმართ იგი ამას არ გააკეთებდა, რადგან აუტანელ ტკივილს გრძნობდა მუხლის არეში :”რეალურად დიდ ხიფათს ნიშნავდა ასე მალე დაბრუნება ტრავმის შემდეგ, მაგრამ გადაწყვეტილება გულით მივიღე და იმ სიყვარულით, რომელიც შავ-თეთრი მაისურის მიმართ გამაჩნია. ჩილესაც განსაკუთრებული მადლობა, რომელიც მელოდებოდა. ამას ბევრი არ იზავდა მერწმუნეთ. მუნდიალის შემდეგ და საერთოდ მთელი ამ ხნის მანძილზე კრიტიკის ქარცეცხლში მოვხვდი და სიმართლე გითხრათ ვერაფრით მივხვდი რითი დავიმსახურე ეს. მე მიყვარს “იუვენტუსი” და უბრალოდ არ შემეძლო შარშან მათი მიტოვება ევროპა ლიგაზე. პროფესიონალი ვარ და მინდორზე გუნდისთვის ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები”.

“მონაკო? პატივისცემას იმსახურებენ. შეხედეთ უბრალოდ რა დღეში ჩააგდეს არსენალი! ფრანგები ტაქტიკურად მაღალ დონეზე არიან მომზადებულნი და ამიტომ მოგვიწევს უდიდესი სიფრთხილით და კონცენტრაციით მივუდგეთ შეხვედრას. მოთმინება გვმართებს და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ”.

“კარგად გვესმის თუ რაოდენ მძიმე პერიოდი დადგა, მაგრამ ცივი გონებით შეგვწევს ძალა და რაღაც განსაკუთრებულის შექმნა. ბუნებრივია ევროპაში გამარჯვება მაშინ როცა აქ ბაიერნი, რეალი და ბარსელონა ასპარეზობენ რთულია, მაგრამ არ მიგვაჩნია თავი ვინმეზე ნაკლებად და ბრძოლას ბოლო წამამდე ნებისმიერს გავუმართავთ. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ იუვენტუსი შედის ოთხ საუკეთესო ევროპულ კლუბს შორის”.

“მანჩესტერ იუნაიტედი? არანაირი საბაბი, რომ კარიერა რომელიმე სხვა კლუბში გავაგრძელო არ გამაჩნია. არ მსურს დაპირებების მიცემა ვინმესთვის, რადგან არასოდეს იცი რა იქნება მომავალში. უბრალოდ ეხლა ამ წამს სიამოვნებით დავრჩებოდი ტურინში მომავალი 40 წელი. თავადაც კარგად ვგრძნობ თავს და ოჯახიც ანალოგიურად ბედნიერია აქ ყოფნით”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x