ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი :”მონაკოს გამორჩეული დაცვის ხაზი ჰყავს”

წინასამატჩო პრესსკონფერენციაზეა მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ჯორჯო კიელინიც იყო, რომელმაც გამორჩეულად ისაუბრა მეტოქის უკანა ხაზზე. მართლაც, მონაკოს საფრანგეთის ჩემპიონატში საუკეთესო დაცვის ხაზი აქვს, რაც ყურადღების მიღმა არავის დარჩენია :“მონაკო არის გუნდი, რომელშიც არის იდეალური სინთეზი ახალგაზრდა და საერთაშორისო დონეზე გამოცდილება მიღებული ფეხბურთელების. მათ შინაურ ასპარეზზე უკვე აჩვენეს, რომ საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავთ. ცალკე სასაუბრო თემაა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება სადაც, კიდევ უფრო შთამბეჭდავნი არიან. უდიდესი პატივისცემა გვაქვს მეტოქის მიმართ და გვესმის თუ რაოდენ დიდ სირთულეებს წავაწყდებით, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამასთან ერთად არ გვძლევს არც ემოციები და არც ნერვიულობა, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მათ ვინც არ მიიჩნევს მონაკოს ჯეროვან მეტოქედ. ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ ასე და ამ მხრივ შეცდომას არ დავუშვებთ”.

გასულ უქმეებზე ბიანკონერიმ მარცხი განიცადა ჩემპიონატის უპირობო აუტსაიდერთან, მაგრამ როგორც ჯორჯონე აცხადებს ეს არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს დღევანდელ დაპირისპირებაზე:

“კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო პარმასთვის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს იგი ვერანაირ ნეგატიურ ზემოქმედებას ვერ მოახდენს მონაკოსთან შეხვედრაზე. დიდხანს შეგვიძლია მარცხზე საუბარი, მაგრამ როცა ასეთი დატვირთული გრაფიკი გაქვს, ცდილობ თითოეულ მათგანში იმარჯვო და ზოგჯერ ეს არცთუ ისე ადვილია. ფსიქოლოგიური დაღლაც თამაშობს რიგ შემთხვევებში როლს. სხვათაშორის ანალოგიური რამ გვქონდა გასულ სეზონშიც იმავე სტადიაზე და სამწუხაროდ ეხლაც ასე დაემთხვა. თუმცა, დავივიწყოთ შაბათი დღე, რადგან მიმდინარე კვირა არის ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და აწ უკვე გასული მოვლენები მასსზე ნეგატიურად არ აისახება”.

 

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

bardzali da pirlo unda daayenos da 4 3 2 1.da aucileblad gadauvlit

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x