ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული წინასამატჩო დილემა და სავარაუდო შემადგენლობა

სულ უფრო ცოტა რჩება მატჩის დაწყებამდე და წარმომიდგენია როგორ ელოდებით მსაჯის სასტვენს. ვნებათაღელვა პიკს აღწევს და ეს ბუნებრივიც არის.. ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა ემოციაა და მითუმეტეს როცა ასეთი გუნდი, როგორიც იუვეა – მონატრებულია ევროპულ თავგადასავლებს. მონაკოს სახით საკმაოდ არაპროგნოზირებადი გუნდი შეგხვდა, მაგრამ თამამად ვთქვათ რეალურად რასაც ვუფრთხით. ძალიან ახლოს არის ნახევარფინალი, გუნდიც მშვენიერი გვყავს და იმ დონეზე ძლიერი, რომ მონაკოს წესით და რიგით უნდა ამარცხებდეს უპრობლემოდ, მაგრამ აქ საქმეში ზუსტად ის ფსიქოლოგიური წნეხი ერთვება, რასაც ტურინელები ჯერჯერობით მაინც და მაინც მიჩვეულნი არ არიან. შესაძლოა სწორედ ერთმა არასწორმა ნაბიჯმა იგივე შედეგი მოგვიტანოს, რაც არსენალს დაატყდა თავს. თუმცა, ალეგრი კარგად და ჭკვიანურად მოუწოდებს გუნდს სიმშვიდისკენ. არ მსურს მოვლენებს გავუსწრო წინ, მაგრამ თუ ვინცობაა შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, ეს ტურინელთათვის ნამდვილად არ იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.

იუვე ფავორიტია, იუვემ პირველ ნომრად უნდა ითამაშოს, იუვე ახლოსაა ნახევარფინალთან.. მთავარია ეს წნეხი გადაიტანონ ფეხბურთელებმა მშვიდად და მერე უკვე ყველაფერი მიღწევადია. ალეგრი ამ ფაქტორს უფრო მეტად უფრთხის ვგონებ, ვიდრე მეტოქეს, რომელმაც კი კარგად ითამაშა არსენალთან, მაგრამ ობიექტურები რომ ვიყოთ ოლივიე ჟირუს ნამდვილად შეეძლო ლონდონურ მატჩში მინიმუმ დუბლის შესრულება. ისეთივე უშეცდომოც არაა მონაკოს უკანა ხაზი, როგორც ამას ევროპული პრესა აჟღერებდა უკანასკნელ დღეებში.

მთავარი კითხვა არის იასპარეზებს თუ არა 45 დღის უთამაშებელი გენიალური პირლო. რაც არ უნდა ჯადო ფეხბურთელი იყო დამეთანხმებით ეს პერიოდი ნებისმიერს ამოაგდებდა კონდიციებიდან. ნამდვილად არ ვიცით ვარჯიშებზე რა პროგრამით მუშაობდა პირლო და როგორ მდგომარეობაშია იგი ეხლა, მაგრამ ალეგრი რო დიდი დილემის წინაშეა ეს ფაქტი. მეორეს მხრივ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე პირლოს დაბრუნება და მოედანზე გამოსვლა ფეხბურთელებს სხვა თუ არაფერი თავდაჯერებულობას შემატებს და მუხტის კუთხით მხოლოდ საუკეთესო როლს თუ შეასრულებს. სამწუხაროა რა თქმა უნდა პოგბას არ ყოფნა, რომელიც ვერც განმეორებით მატჩში დაეხმარება 22 აპრილს გუნდს. აი ბარძალის დაბრუნება კი პირიქით, სასიხარულო სიახლეა. მისი დახმარებით გუნდს საჭიროებისამებრ ნებისმიერ წამს ძალუძს 3-5-2 ზე გადართვა.

ჟურნალისტების მოსაზრებით მაქსმა არჩევანი მაინც 4-3-1-2 ზე შეაჩერა და დაცვის ცენტრს ბონუჩი-კიელინის ანდობს. ფლანგებზე სტანდარტულად ლიხტშტაინერი-ევრა. ნახევარადცვა.. დილემა.. სტურარო თუ პირლო.. ეს საკითხი იყო ყველაზე საინტერესო და ჯერჯერობით თუ რაიმე არაპროგნოზირებადი არ მოხდა მინდორზე მაესტროს ვიხილავთ! რეჯისტას პოზიციას მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი “უკანასკნელი მოჰიკანი” დაიბრუნებს. მის გარშემო განლაგდებიან მარკიზიო და ვიდალი. ტრეკუარტისტას პოზიციაზე კი ფანტასტიურ ფორმაში მყოფი რობერტო პერეირა გაირჯება. თავდასხმის დუეტი – მთავარი დამრტყმელი ძალა კარლოს ტევესი და ალვარო მორატა იქნებიან.

ტევეს ბოლო ორ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა და იყო ეს გამოწვეული ტრავმით თუ არა ბოლომდე არავინ იცის, თუმცა Carlito’s Way მზად არის ახალი გამოწვევისთვის და იგი ყველაფერს იზამს წარმატების მოსაპოვებლად.

Forza Juve !!! Fino Alla Fine !!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

აბა წარმატებები ბრატცი დატკბით ცალკარათი :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

2-0,3-0 და ნიჩიის შემთხვევაში 0-0.

DeL_PieRoOo
9 years ago

:forza: :forza: :forza: მუდამ იუვეეეეეეეეეეეეეეეე ვახხხ როგორ მიყვარს ეს გუნდიი :*:*:*:*:* ჩემიიი ცხოვრების აზრია მუდამ ვუყურებ აქ კომენტარებს და მიხარია რო იუვეს ფანი ვარ :* მუდამ ასე იქნება :* მუდამ და მუდამ :* ყველაზე თბილი და მგელიი ხალხი ვართ * :juvee: :juvee: :juvee:

juveboy-leo
9 years ago

finalshi vxedav wels juves ! ! ! ! !

berlinis olimpiur arenaze kidev ertxel unda izeimon italielebma

es stadioni igbliania mattvis

juve-psg finali (igive italy-france)

mere kavanis vyidulobt!
f o r z a a a

juveboy-leo
9 years ago

kai ra monako ara gengami kide

ra monako ris monako roca juventusia

forit unda movigot!!!!!!

juvee midi daanaxe evropas ro italiuri pexburti ar momkvdara da rom mxolod dachrilia;-)

giorgi nefaridz
9 years ago

Mtavaria 1 taimshi gavutanot mere davshlit bertoles marilivit

irakli28
9 years ago

ამ ბანძებთან უფრო გვიჭირს ხოლმე და მეშინია კისერი არ წავიმტვრიოთ, სტურარო კი აქტიურობს, მარა კლასი აკლია, პირლო უნდა შეუშვას პირველი ტაიმი მაინც, მზად თუ არი

DRUGHI
9 years ago

ფრთხილად უნდა ვიყოთ კარგად თამაშობენ ფრანგები გასვლაზე

jjj jjj
9 years ago

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ხელწამოსაკრავი გუნდი არ მგონია მონაკო. თან ყველა ფავორიტად გვასახელებს

simoni chigladze
9 years ago

win iuve finali minda wels iuve psg

9 years ago

მონაკოს ისე გავცდებით, 1 გოლსაც ვერ გაგვიტანენ ორი თამაშის ჯამში, მთავარია ჩვენ რამდენს გავიტანთ…

ისე ზუსტად აღარ მახსოვს, მარა ერთ წელს კი იყო ფინალი პორტო მონაკო და არ გაიმეორონ :lool:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x