ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე ახლოს არის ვიტსელის ტრანსფერთან

მანამ სანამ ტურინი მონაკოსთან მატჩისთვის ემზადება, მაროტა და კომპანია სატრანსფერო საქმიანობებს ახორციელებენ. რამდენიმე გავლენიანი გამომცემლობის ინფორმაციით ტურინელები სულ მალე დახურავენ აქსელ ვიტსელის ტრანსფერს. არავისთვის არის ახალი, რომ იუვე სერიოზულად იყო ბელგიელი ფეხბურთელით დაინტერესებული, რომელმაც უნდა გააძლიეროს კლუბის ნახევარდაცვა. SportMediaset-ის ცნობით, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია და არც რუსულ კლუბთან დგას საქმე ცუდად. ზენიტი მზად არის 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს შუახაზელს. ვიტსელმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 5 ბურთის გატანა მოახერხა, ხოლო აქედან ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკას წინააღმდეგ.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x