ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”პირლომ გადამწყვეტი როლი ითამაშა”

ვნებათაღელვა ოდნავ ცხრება და უკვე ცივ გონებაზე შესაძლებელია გასული შეხვედრის მინუსებზე და პლიუსებზე საუბარი. მასიმილიანო ალეგრი საერთო ჯამში კმაყოფილია მოვლენების განვითარებით და მან საჭიროდ ჩათვალა განემარტა ყველასთვის თუ რატომ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში ანდრეა პირლო :“აღფრთოვანებული ვარ ანდრეას ასპარეზობით და ეს მაშინ, როდესაც იგი მოედანზე 45 დღის განმავლობაში არ იყო გამოსული. ასეთ მძიმე მატჩებში აუცილებელია სტანდარტების მაქსიმალური გამოყენება. მე მჭირდებოდა ზუსტი პასი და სხვა თუ არა ანდრეა უზრუნველყოფდა ამას საუკეთესოდ. საბოლოო ჯამში სწორედ მის დიაგონალურ გადაცემას მოჰყვა დანიშნული პენალტი. ტევესი? მან ერთი კვირა გამოტოვა და ამიტომაც არ იყო ისეთი მწვავე, როგორსაც მივეჩვიეთ”.

პირლოს გასვლის შემდეგ, მინდორზე ბარალი გამოჩნდა, რასაც სქემის 3-5-2 ზე გადაწყობა მოჰყვა:

“ბერბატოვის მოედანზე გამოჩენა დამატებით პრობლემებს გვიქადდა და ამიტომაც გადავწყვიტე ყველაზე კერკეტი მცველის გამოყვანა, რომელიც ამასთან ერთად რიცხობრივ უპირატესობას შეგვიქმნიდა უკანა ხაზში. საკმაო შანსი გვქონდა გოლების გასატანად, მაგრამ ბოლო მომენტში არა ზუსტ გადაცემებს ვიძლეოდით. რაც არ უნდა იყოს ეს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალია და თუ ვინმეს ეგონა, რომ 3-0ს მოვიგებდით ალბათ ხუმრობდა. მათი უკანა ხაზი არის საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და ასევე შიდა პირველობაზე. ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებ მუდამ, მაგრამ ფაქტია რომ თუ გვსურს მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა საფრანგეთში აუცილებლად უნდა გავიტანოთ გოლი. მშვენიერი კოლექტივი ჰყავთ და რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ბევრად უფრო გაგვიჭირდა ვიდრე ბორუსიასთან მათი სათამაშო ფილოსოფიის გამო”.

“მონაკოს კარგად ესმის რა არის მისი მაქსიმუმი და ამიტომ მეტოქის თამაშის ჩაშლაზეა ორიენტირებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უფრო მოთმინებით იქცევიან, აკეთებენ 5-6 გადაცემაზე მეტს და ელიან საჭირო მომენტს შეტევის დასაწყებად. სრულიად ბუნებრივია, რომ ამ მატჩის ირგვლივ დაძაბულობამ პიკს მიაღწია და უფრო იმიტომ, რომ ფავორიტად ყველა ჩვენ მიგვიჩნევდა. ჩვენის მხრივ კი ვქარობდით და ამიტომაც ვცდებოდით გადაცემებში. ამიტომაც არის საჭირო სიმშვიდის შენარჩუნება და კონცენტრირება, რათა მეტოქეს საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავს”.

 

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

21 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha tsasidze
9 years ago

გამკვირვებია რა ვიგებთ აკრიტიკებტ ვაგებთ მიანც ვაკრიტიკებთ რა გჭირთ ტოო. :))))) რა გინდათ აბა მონაკოს 5*0 მოუგოს ისე რომ კარში არ დაარტყმევინოს? ეს ხომ ჩემპიონთა ლიგააა? თან 1/4 ფინალი აქ შემთხევით არცერთი გუნდი არ არის ასე რომ ძალიან გთხოვთ თქვენი კრიტიკა თქვენთვის შეინახეთ… ყველა თამაშს ერთ დონეზე კდიევ ვერ ჩაატარებს გუნდი ეს ზღაპრებშიც არ ხდება… რა გინდათ მიანც ვერ ვხდები აი რაა გინდათ? იმენა ჩასაფრებულებივით ხართ ლიჟბი რამე ცუდი დაიანხოთ . პირიქით გაიხარეთ იმით რომ მოვიგეთ და მომავალზე იფიქრეთ :)))) ეს რა ჭირი გვჭირს ტოოოო :D:D:D:

lasha naxucrishvili
9 years ago

დღეს მგონია რო პორტო და პსჟ არ წააგებენ

forza bianconeri
9 years ago

არაა მონაკო იუვესთვის 2 გოლის გამტანი ისე რომ საკუთარი კარი მშრალად შეინახოს. ის მომენტები რაც შეიქმნა ჩვენს კართან კოტრ შეტევების ხარჯზე იყო ყველა. მაგიტოა მონაკო გასვლის გუნდი კარგად გამოსდით მეორე ნომრად თამაში დაცვაში არიან და თავის შანსს ელოდებიან კონტრ შეტევაზე კი ძალიან სწრაფად გადადიან. მე ვფიქრობ 95%-ით ნახევარ ფინალშია იუვე :forza:

jjj jjj
9 years ago

Dima oboladze tu aqebda markizios e.i cudad itamashia da egaa:-D faqti ertia, rom markizio am etabze met sargebels debs gundistvis vidre pirlo, didi pativis miuxesavad pirlosadmi magram asea… Kidev Tevesis landzgva igivea am etapze markizioze Tqvas kacma cudi. Juves rom monakom ajoba gushin ra ganxilva amas unda? Bufons madloba da gmerts rom is arsebobs… Rac bufonma aigo egeti an ufro susti darttmac ar yofila subasichis karshi rom aego ra.

lasha naxucrishvili
9 years ago

ერთი რაღაც თუ შეამჩნიეთ ბოლო 2 მატჩი ლიგაზე ყვითელი არ გვაქ მიღებული

9 years ago

არადა არაფერი კატასტროფა არ მომხდარა გუშინ, ლიგის 1/4 ფინალია და მოწინააღდეგე რა თქმა უნდა მომენტს შეგიქმნის და შეიძლება გოლიც გაგიტანოს და ამაში არც გასაკვირია არაფერი და არც გასალანძღი…
უბრალოდ მე მაინც არ ვთვლი მონაკოს იმ გუნდად, ვინც ამ იუვეს უნდა მოუგოს… კარგია რომ გავიმარჯვეთ, იმათ უკვე შესატევი აქვთ შემდეგ თამაშში და იმედია ორ ეშოლონად აღარ დადგებიან დაცვაში, რაც მეტ შანს მოგვცემს იმის, რომ მოუგოთ იქაც…

საერთოდ თავიდან ვფიქრობდი და ეხლაც იმავე აზრზე ვრჩები, რომ მონაკოს ისე გავცდებით რომ გოლს ვერ გაგვიტანენ… უბრალოდ ტურინში 2:0 მოგენა მორჩება, მაგრამ მართლაც მწყობრად თამაშობდნენ დაცვაში მცველთა რაოდენობის ხარჯზე

Di Francesco # 1
9 years ago

Markizio kauchukis motamashea Tu tixis? Jer tavis adgilze iyo da celivit tibavda mis xalxs da mere pirlos poziciaze dadga da pirloze kargad daiwira burti, markizio da bufoni wels yvelaze stabiluurebi arian

giorgi nefaridz
9 years ago

Gushin na dacvam shetevit aspeqtshi itamasha cudad. Pirlo gamoiyureboda dzalian sistad im momentis garda araferi sheuqmnia. Arturos da evras gamovyofdi mindvris motamasheebidan

Di Francesco # 1
9 years ago

ჩაგდებული რატო იყო? თქვენ გინდათ რო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იუვემ მოიგოს და თან ისე რო მისი მარჯვენა მცველ არ შეცდეს? ან ცენტრალური მცველი? რო წაეგო გუშინ იუვეს იტყოდით სუსტი გუნდიაო, მოიგეს და ახლა იძახით ხან ლიხშტაინერია სუსტი და ხან ბონუჩიო, ლიხშტაინერის ცუდ თამაშზე უფრო ბევრმა გაამახვილა ყურადღება ვიდრე ბუფონის მარკიზიოს და ვიდალის კარგ თამაშზე, დიმა მთელი თამაში მარკიზიოს პასზე ლაპარაკობდა და აქ ერთ კაცს არ უხესენებია. კლუბი 13 წელია ნახევარფინალში არ გასულა და ახლა ერთ ნაბიჯში ვართ ნახევარფინალიდან და თურმე მთავარი თემა ის ყოფილა ლიხშტაინერი და ბონუჩი ვიღაცამ რო მოატყუა :lool:

lasha naxucrishvili
9 years ago

იყო ჩაგდებული იმიტომ რომ არც ჩვენ და დაჟე არც ნეიტრალური გულშემატკივარი არ ელოდა იმას რაც გუშინ მოხდა იმიტომ რომ ამდენ შეცდომებს 1 თამაში ძალიან იშვიათად ვუშვებთ (როგორც მზის დაბნელება რო ხდება იშვიათად :lool: ) მოკლედ არ ვართ მიჩვეულები ასეთ რამეს მთლიანად გუნდის ბრალი იყო და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის.1 თამაშის გამო ასე ვაკრიტიკოთ გუნდი ნუ ეგრეც არ შეიძლება რა თქმა უნდა. მე უკვე გამიარა სიბრაზემ თუ რაც არის :davliot: მონაკომ ვერ გამოიყენა ეს ყველაფერი ელოდოს კიდევ როდის მოხდება ეს უიშვიათესობა.

Di Francesco # 1
9 years ago

Cudad ro vitamashet da mainc sasurveli shedegit ro moviget es ukve mianishnebs iuves sizlieres

lasha naxucrishvili
9 years ago

ის რაც წუხელ ვნახეთ ძალიან იშვიათად ხდება მონაკოში ასე აღარ იქნება

otari kajaia
9 years ago

იუვე არ იმსახურებდა მოგებას არ ვიტყვი, მონაკო ალბათ არ იმსახურებდა წაგებას, ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია, ერთი ერთზე ორთაბრძლებში თითქმის სულ იმარჯვებდნენ. ჩვენ მხოლოდ კოლექტიურ ატბორზე, რაც ვუყურე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ჩვენზე კარგი ინდივიდუალისტები ყავთ, უფრო კარგად ატყუებდნენ, ჩვენგან მხოლოდ პერეირა რაც ვნახე სისწრაფეზე ფლანგიდან კარგად ამწვავებდა. ლიხშტაინერი ქათამია , არც დაცვა იდგა საიმედოდ , ინდივიდუალურად არცერთი არ არის ძლიერი მცველი , კოლექტიურად ერთმანეთის დაზღვევით და სწორი პოზიციური თამაშით გამოირჩევიან , თორემ ერთი ერთზე ნებისმიერი სწრაფი შემტევი აკატავებს ამათ. ვიდალის მიხუედავად გაფუჭებული მომენტისა, პერეირა , ვიდალი, მარკიზიო და ბუფონის ამათი დამსახურება ყველაზე დიდია ამ თამაშში, მეორე პლანზე ევრა და მერე ყველა… Read more »

arseni
9 years ago

ნორმალური შედეგი იყო და მჯერა რომ გასვლაზე ფორით მოუგებენ … მთავარია არ დაიგრუზოს იუვე … აი ნახევარფინალში უკვე გაგვიჭირდება / მაგრამ იქ შეიძლება გარკვეულმა, სხვა ფაქტორებმა ჩვენზე დადებითად იმოქმედოს

otari kajaia
9 years ago

მაქს შენ არ ახურებდე რა, როცა გიწევს ახსნა განმარტება გააკეთო ფეხბურთელის დაყენებაზე და საჭიროდ თვლი, ეს განპირობებულია არა მარტო იმით რომ 45 დღე ისვენებდა , იმიტომ რომ ვერ იყო მზად სათანადო დონეზე და არ იყო დასაყენებელი სასტარტოში, ამის გამო ალეგრის გააკრიტიკებდნენ იტალიელი ექსპერტები, ერთი ეგ ეპიზოდი , თორემ ჩამქრალი იყო მოედანზე თვით მარკიზიო ეხმარებოდა იმაში , რასაც პირლო უნდა აკეთებდეს, მეორეც სწორედ აღნიშნეს რუსებმა გარჩევისას უკან ჩნდებოდა დიდი სივრცეები იყო წყვეტები ხაზებს შორის და ეს სივრცეები პირლოს ზონაში იყო , ვერ მოძრაობდა იმ ინტენსივობით როგორც საჭირო იყო , 36 წლის კაცი ევროპაში ასეთ დონეზე სათამაშოდ საუკეთესო კონდიციებში უნდა იყოს, როგორც… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

Misdauneburad tevessac sheusrula :lool: pirlom 45 dge gamotovao da mainc Zan magrad itamashao da tevesma 1 kvira sheisvenao da magito itamasha cudado :lool: tevesi mashinaa kargi roca did sivrceebs utoveben, magitomac tamashobs uknidan ro IQ met sivrces naxulobs, gushin mtlianad amoketes tevesi monakos 2 metrianma mcvelebma, Pereira markizio da vidali qmnis iuves tamashs bolo periodshi, shetevashi xan erts uvardeba xan meores, tumca kaia ro orive ertdroulad ishviatad agdebs tamashs

9 years ago

ალეგრიმ არ ვიცი, მარა შენ შანს არ უშვებ რომ ტევესზე რამე ცუდი თქვა…
სივრცე ვისაც სჭირდება არის მორატა და იმიტომ ვერ იყო დიდი ვერაფერი გუშინ, როგორც კი სივრცე მიეცა, ეგრევა აიკიდა პენალტიც…
ტევეს უბრალოდ გუშინ ფეხზე ეთამაშნენ და რაოდენობრიოვად იყვნენ მეტი უკან, 4 მცველის წინ 4 ნახევარმცველი იდგა… ტევესს ადგილიდანაც შეუძლია დაარტყას სივრცის გარეშე…

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to 

Me ro Ramis tqma mdomoda alegris gareshec vityodi :chuvak: gushin arc tevesi gamilanzgia da arc vinme sxva, bevrisgan gansxvavebit. Aq xalxs AR unda ro iuves karis mimartulebit daartyan, chemtvis kide mashinaa Kai Tamashi roca chvenc bevrjer vurtyamt karshi da mowinaagmdegec gvirtyams, ogond goli verunda gagvitanon, any bufonis seivebis yureba yvelaze ufro momwons, awi ufro bevri saqme eqneba da liga tu moviget bufoni samudamot sheva istoriashi da orjer moigebs sauketeso fexburtelis tituls

lasha naxucrishvili
9 years ago

ხედავთ რატოა 2 ტაქტიკა გუნდში საჭირო რაც კონტეს იუვეს აკლდა საჭირო მომენტში გუნდის გადაწყობა შეიძლება მოკლედ გააჩნია სიტუაციას და ასე სიურპრიზებს სთავაზობ მეტოქეს. :forza:

| Newsphere by AF themes.
21
0
Would love your thoughts, please comment.x