ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი 3-5-2 ტაქტიკურ სქემაზე გეგმავს დაბრუნებას

იუვეს გრაფიკი ნონ-სტოპ რეჟიმში მიმდინარეობს. გუნდს უმძიმესი კალენდარი აქვს წინ. ფაქტიურად შეუსვენებლად დაიწყო მზადება სერია ა-ს მორიგი ტურისთვის, სადაც ალეგრის გუნდს შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლაციო დაუპირისპირდება. ალბათ არავის აქვს იმის ილუზია, რომ იუვეს ვინმე წაართმევს სკუდეტოს, მაგრამ არც ქულების დაკარგვა ივარგებს ამ ეტაპზე. პიოლის გუნდი პირიქით, იმდენად შთამბეჭდავია ბოლო პერიოდში, რომ მეხუთე პოზიციიდან ჯერ მესამეზე აინაცვლა და ნეაპოლიტანელები დატოვა ლიგის ზონის მიღმა, ეხლა კიდევ დედაქალაქელებსაც გადაუსწრო და საერთოდ მეორეა. ბუნებრივია ლაციალე მაქსიმალურად ეცდება პოზიციის შენარჩუნებას, რადგან მეორე ადგილი მომავალ სეზონში კვლაფიკაციის გარეშე ათამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე..

ლაციო თავისი მიზნებით გასაგებია და საკუთარ პოზიციებს თვითონ მიხედავენ, მაგრამ იუვე? ალეგრი არ აპირებს ტემპის დაგდებას, მაგრამ მონაკოსთან შეხვედრამ მას შესაძლოა ტაქტიკური სქემის შეცვლა აიძულოს. გუშინდელ შეხვედრაში 3-5-2 ზე გადაწყობამ დაანახა ყველა თუ რაოდენ ორგანიზებულია გუნდი და უფრო ჩაკეტილი სივრცეების კუთხით. ასეთ მძიმე პერიოდში კი ამ სქემით იუვე ხარისხის და ენერგიის ოდნავ მეტად შენარჩუნებას მოახერხებს. ლაციოს მერე არის მონაკო და იქ 1-0-ით გავემგზავრებით. ეს რა თქმა უნდა კარგია ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან მონაკოს შეტევაში მოუწევს წასვლა, რაც ბიანკონერის კონტრ იერიშებზე თამაშის საშუალებას მიცემს. 3-5-2 ში კი ლიხტშტაინერიც და ევრაც თავს გრძნობენ არაჩვეულებრივად და გუნდს არ გაუჭირდება სწრაფად გადასვლა შეტევაში. მონაკოსთან მაგალითად სწორედ ეს იყო ერთი პრობლემა იუვესი.. ფლანგელებს უჭირდათ სწრაფად დაბრუნებაც და წინ წასვლაც..

მონაკოს შემდეგ ოთხ დღეში კი ტურინული დერბი იმართება და რა ფორმაშიც არის ეხლა ტორინო ყველას კარგად მოგეხსენებათ. ასეთ დროს ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის, ხოლო იუვენტუსი ასეთ პრინციპს 3-5-2 ტაქტიკური სქემით თუ გასწვდება..

საბედნიეროდ გუშინდელმა შეხვედრამ ჩვენს ლაზარეთს ფეხბურთელები არ შემატა. მორატა ოდნავ კოჭლობით ტოვებდა მინდორს, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი სერიოზული არ სჭირს და უკვე შაბათის მატჩისთვის იქნება მზად. პირლო ! ანდრეა, მთელი 45 დღე გაუცდა და გუშინდელი 70 წუთი იყო ძალზედ საინტერესო ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით. შვებით ამოისუნთქა ყველამ, როდესაც მაესტრომ თავი კარგად იგრძნო მძიმე და ინტენსიური დაპირისპირების შემდეგ. ლიხტშტაინერმაც და ტევესმაც წარმატებით გაიარეს სამედიცინო ტესტები. ერთი სიტყვით ფეხბურთელები მზად არიან და ჯერი მწვრთნელზეა..

იტალიელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ლაციალესთან სასტარტო შემადგენლობაში ბასკი ფორვარდი – ფერნანდო ლორენტე დაბრუნდება. ხოლო მარკიზიო – ვიდალის წყვილიდან ერთ-ერთს დასვენების საშუალება მიეცემა. პირლო და პერეირა კი მატჩს ასევე პირველივე წუთებიდან დაიწყებენ. დაცვის ხაზი კი სამი მცველით გამაგრდება. საერთოდაც, ამ მძიმე მონაკვეთში ბარძალი-ბონუჩი-კიელინის ტრიოზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

ეს 3-5-2 მარტო როცა 2-0 გაქ მოგებული და გაშვება არ გინდა, სხვა სემთხვევაში ძაან სარისკოა მასე დაცვაში ჩაჯდომა

ლაშა ცხვარაძე

სამპდორია ფიორენტინა ან ნაპოლი რო მოხდეს ლიგაზე მაგრად გამისწორდება რომა არაფრით არაა ამ გუნდებზე მეტი ნაკლები თუ არა და არც არასდროს იქნება არც გრანდი არაა ეგ მე მაგის მოგებული ჯერ არაფერი მინახია :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

Portos sagol arada bavarielebi iuveze ocnebobdnen nax finalshi :lool:

dato_juventino
9 years ago

მე პირადათ 4-3-1-2 ძან მომწონს და მშვენივრად მოერგო იუვე ამ ტაქტიკას და ასევე 3-5-2 მშვენიერია და გუნდს შეუძლია ამ სქემითაც მაგრად ითამაშოს. მაგრად მგონია რო მონაკოს პარიზში მოუგებთ და ასევე ლაციოს სახში უნდა მოგოთ ფორზააა ჯუვეეე :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

ლუისი და სილვა კიდე მაგარი დირკები არიან, ტრავმა კი ქონდათ მარა როცა არ აქვთ მაშინაც დირკები არიან, ჩემპიონატშიც თითქმის ყველა თამაშში გოლს უშვებს პსჟ და უმეტესად დაცვის შეცდომით, ყველა მცველი უშვებს სეცდომას უბრალოდ თქვენ მარტო ბონუჩი – კიელინის სეცდომებს უყურებთ და გგონიათ მარტო ესენი ცდებიან, ბონუჩი და კიელინი რო გაყიდოს იუვემ ერთი ბარსაში წავა მეორე რეალში და ორივე სასტავში ითამაშებს, თქვენ რო ვერ აფასებთ ამ ხალხს მაგით თქვენ გაკლდებათ, ქომაგობთ გუნდს და შენი გუნდის მოთამაშეზე უკეთესი გგონია დანარჩენი 10 კლუბის 30 ფეხბურთელი, რა აზრი აქ ასეთ გულშემატივრობას? კიელინი ჯობია თუ სილვა, რო გკითხოთ თქვენ 90% იტყვით სილვა ჯობიაო და თქვენ… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

შაქირი ხო ეჯდა ბავარიას სკამზე? ხო ოცნებობით მაგაზე? დაჟე ზოგი ათიანსაც უმზადებდა, გამოჩნდა რო მაგ შაქირი პადოინის დონისაა? ინტერშიც ვერ მოახერხა და სასტავში ვერ მოიპოვა ადგილი. დღეს რატო არ გინდათ შაქირი? ინტერის ფეხბურთელი როა ავტომატურად ცუდი გგონიათ ხო? და ბავარიაში რო იყო ცუდი რავა იქნებოდა :lool: კაი ლოგიკაა, მასე გააგრძელეთ
იუვე წელს ბარსასთან ერთად მთავარია ფავორიტია ლიგის

Di Francesco # 1
9 years ago

კაი გუნდია პსჟ ყავს 12 ფეხბურთელი და კი უბერავენ კარგად, აბა სკამზე ოგბონას და ბარძალის ნაირ ხალხს ხო არ დასვამენ, აქ რო კითხო კიდე ხალხს ოგბობენი პეპეები და პადოინები გასაშვები არიან, დღეს რო ყოლოდა პსჟს ოგბონდა ისე გადირკულები კი არ დარჩებოდნენ ბარსას მერე იუვეს სკამი ყველაზე ძლიერია ამ ეტაპზე, შეიძლება ვიღაცას 1-2 კაცი ჩვენზე ძლიერი ეჯდეს სკამზე მარა იმ რაოდენობის ძლიერი ფეხბურთელი რაც იუვეს ყავს არავის არ უზის სკამზე, სტორარი – ოგბონა ბარძალი ასამოა რომულო კასერესი – პეპე სტურარო მარონე – ლორენტე მატრი მინიმუმ სერია ა_ში ამ ხალხზე ძლიერი სასტავში არ ყავს ბევრ გუნდს, გადახედეთ ეგერ ბავარიას და პსჟს სკამებს… Read more »

lasha tsasidze
9 years ago

LASHAJUVENTINO მე ყველაზე ვთქი წეღან ვკითხულობდი კომენტარებს და როგორც ამერიკელები იტყვიან შეშფოთებული დავრჩი :)))) უბრალოდ შენ დაწერე ეხლა მე გავაკრიტიკეო და მაგიტო მოგწერე თორე სახელებს ნაღდად არ ვუკვირდები ვინ რას წერს :) გუნდმა მოიგო ძალიან დაძაბულ ბრძოლაში და იმის მაგივრად რომ გვიხაროდეს ფუი ეს რა ქნეს და ასე შმედეგ. მეოთხედ ფინალში რომ ადვილი თამაშI არ არსებობს ეგ ყველამ ფეხბურთში გარკვეულმა ადამიანმა კარგად იცის :P

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha tsasidze

არა ეგ გავიგე 1 კონკრეტულ ადამიანზე რო არ თქვი:) შემდეგ თამაშს ბევრად უფრო ნაკლებ დაძაბულობას ექნება ადგილი გოლი გასატანი მათ აქვთ და + ისიც რომ ვინც არ უნდა მიიღოს გაფრთხილება დისკვალიფიკაცია ნახევარფინალში არ გადადის.

lasha tsasidze
9 years ago

LASHAJUVENTINO ხოდა აკრიტიკე :))) ვინ გიშლის . ყველა თამაში ერთ სტილში და ტემპში გინდა რომ მოიგოს გუნდა? ტუ რა ხდება :)

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha tsasidze

სად დაინახე ჩემი გაკრიტიკება ყოველ მატჩში ? ან სად დავწერე რო ყველა მატჩში იგივე ტემპით უნდა თამაშობდეს გუნდი? ისე არიან ეგეთებიც აქ წარმოუდგენელ რამეებს რო ითხოვენ.

lasha naxucrishvili
9 years ago

მეც თუ მთვლი კრიტიკოსად იმიტომ რომ მეც შევდივარ იმ იუვენტინოებში რომელსაც დიდად არ მოეწონა წუხანდელი თამაში გეტყვი რო პორტოს 1 დავსვი და პსჟ-ს მეტობა დიახ დიახ კარგად მოგესმათ :forza: მარათონი გრძელდება ხვალ ევროპა ლიგაზე :forza: რა გამისწორდა ფაშისტების წაგება !!!!!

lasha tsasidze
9 years ago

ისე მამენტ პორტუ მონაკოზე რა აზრის ხართ რომ გამეორდეს ფინალი? :))))))))))))))))))))))))

lasha tsasidze
9 years ago

კრიტიკოსებო სად ხართ აბა დღევანდელ თამაშებზე რას იტყვით პორტო შემთხევით ხომ არ არის მეოთხედ ფინალშI? :D:D:D:D:D

DRUGHI
9 years ago

ყოჩაღ პორტოს თუ მოხდა სასწაული სასურველი მეტოქე იქნება ნახევრფინალში

jibojuve
9 years ago
Reply to  DRUGHI

ეგრე ძმა მონაკოც სასურველი მეტოქე იყო და მაგრად გვანერვიულა და ჯერ კიდე არ ვიცით რა მოხდება საფრანგეთში (ფუი ეშმაკს თვალი არ გვეცეს მართლა) :mrgreen:
მაგას ისევ რეალი ატლეტიკოდან მირჩევნია რომელიმე
ბავარიამ ითამაშა ცუდად თუ პორტომ კარგად ეგ არ მაინტერესებს მაგრამ პორტო რო აშკარად უხერხული მეტოქეა გამოჩნა უკვე

DRUGHI
9 years ago
Reply to  jibojuve

კი ჩათლახი გუნდია მარა რეალი(ატლე) ბარსა პორტოდან მაინც პორტოს ვისურვებდი და მერე უკვე ფინალში ნებისმიერი. თან პოგბა თუარ დაბრუნდა გრანდებთან გავგვიჭირდება მარა ჯერ გავიდენ ეგენი. ვაბშე ისე მიდის საქმე პორტო-მონაკოს ფინალს არ გამოვრიცხავ :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

Iuves Tamashi visac AR moewona pirvel arxze gadartos, dantes da shmantes tamashit datkbit kielinis da bonuchis “fanebi”

lasha tsasidze
9 years ago

:))))))))))))))

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x