ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა :”მნიშვნელოვანი უპირატესობით ვესტუმრებით მონაკოს”

პატრივს ევრა ისევე როგორც მისი თანაგუნდელები, კმაყოფილი იყო მონაკოსთან დაფიქსირებული შედეგით :“ფაქტია, რომ არსენალმა არ დააფასა ჯეროვნად მისი მეტოქე, ხოლო ჩვენ ასეთი რამ არ დაგვმართნია. 1-0 არის შედეგი, რომელიც ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში გვაყენებს და აიძულებს მეტოქეს მეტად გარისკოს. შედეგად საფრანგეთში კონკრეტული უპირატესობით გავემგზავრებით. თუმცა, ფაქტია, რომ მეტი წნეხის ქვეშ ვიყავით ვიდრე დორტმუნდთან და ვგონებ სტუმრადაც უფრი დიდი თავისტიკივილი გველის გერმანული ვოიაჟისგან განსხვავებით. ნახევარფინალი? მშვენიერი შედეგი იქნება! აქ მოსვლისას პრეზიდენტმა და მწვრთნელმა გარკვეული მიზნები დაგვისახეს, რაც პირადად ჩემთვის ბუნებრივი რამ იყო. მაგრამ როდესაც უყურებ ადამიანების სიხარულს, მაშინ აცნობიერებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამარჯვება. წარსულში, ეს მაისური ბევრ დიდ ფეხბურთელს მოურგია და მსურს თავადაც სათანადო დონეზე დავიცვა იუვეს ღირსება. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x