ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი :”მწამდა, რომ შევძლებდი”

ჟურნალისტებთან საუბარში არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ პენალტის დარტყმის ნებართვა კარლოს ტევესისგან აიღო. საბედნიეროდ ჩილელის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ზუსტი გამოდგა და ტურინელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს :“პირველივე წამზე საკმაოდ თავდაჯერებულად ვიგრძენი თავი და ამიტომაც ვთხოვე კარლოს პენალტის დარტყმა. საერთოდაც, გამორჩეული შემსრულებელი ამ კუთხით არ გვყავს, რომელიც უფრო უკეთ ვიგრძნობთ თავს სწორედ ის შეასრულებს”.

პირველი ტაიმის მიწურულს, სამხრეთ ამერიკელმა შუახაზელმა შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან, როდესაც ვერ შესაძლო ბურთის ბადეში გახვევა. იფიქრა თუ არა მან, რომ ვეღარ მოახერხებდა ჩემპიონთა ლიგაზე მშრალი სერიის დასრულებას?

“როდესაც დავინახე, თუ როგორ ცდებოდა ბურთი კარს, დაძაბულობამ შემიპყრო.. საბედნიეროდ ავწიე თუ არა თვალები მეუღლე დავინახე, რომელმაც ბრძოლის გაგრძელებისკენ მიბიძგა. სამწუხაროა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ბოლო პერიოდში ისეთ შანსებს ვაფუჭებ, რაც აქამდე არასოდეს გამიკეთებია. საბედნიეროდ მაინც გავიტანე და დავიბრუნე ოპტიმისტური განწყობა. ვფიქრობ, სრულებით ბუნებრივია ოდნავ დაძაბულად გრძნობდე თავს მეტოქესთან, რომელიც ასე კარგად ასპარეზობს. ელემენტარულად სხვა თუ არაფერი არსენალთან მატჩი შეგვიძლია გავიხსენოთ. ვშიშობდით მატჩის წინ, რომ ჩვენს ზურგს უკან თავისუფალი ზონა არ დაგვრჩენოდა, მაგრამ რამდენიმეჯერ მაინც დავუშვით ასეთი სახის შეცდომა”.

 

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
9 years ago

პირლო არ არის პენალტისტი )ძაან ბევრი აქ გაფუჭებული ) სტანილური არაა ) ვიდალმა ტევესს რატო თხოვა ეგ მიკვირს ) ვიდალი 3წელია გუნდში პენალტისტი იყო ) და საკმაოდ კარგიც ) მე მგონია ვიდალზე კაი პენალტისტი არაა გუნდში )

9 years ago
Reply to  ALLENATORE

პირლო არაა პენალტისტი? პირლოს პენალტმა გატეხა ინგლისი თუ გახსოვს… ფეხბურთელი რომელიც ჯარიმისტია, გამორიცხულია არ იყოს პენალტისტი ლოგიკურად…
საერთოდ ვიდალია კი იუვეში პენალტისტი, არ ურტყავს ცუდად, ფაქტიურად აუღებელს ურტყამს ყოველთვის… მაგრამ ის რომ გუნდში პენალტისტი არაა, ცოტა ზედმეტი მოუვიდა, პირლოს პონტში…

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  Dutch

ვიდალმა მაშინ დაიწყო როდესაც ზედიზედ 2 მატჩში გამაზა პირლომ უბრალო დამთხვევა.

9 years ago

ეგრე პენალტი ყველას გაუმაზავს, თვით ჩელებაძესაც კი :chuvak:

9 years ago

“საერთოდაც, გამორჩეული შემსრულებელი ამ კუთხით არ გვყავს”
როგორ არ გყავთ, საერთოდ ამათ რატომ არტყმევინებენ პენალტებს (ვიდალს და ტევესს, ნუ ტევესს ბომბორდირობაში შეიძლება სჭირდება, მარა… ), როცა გუნდში არის ანდრეა პირლო, ჯარიმის და პენალტის უზადო ოსტატი?
ისე ზოგადად ვიდალი არანაკლები შემსრულებელია პენალტის

simoni chigladze
9 years ago

gasvlase ufro didi angarishit movigebt

Gio Darja
9 years ago

მიდი არტურო მიდი, შენი იდეალურ ფორმაში შესვლა ჰაერივით გვჭირდება, ძაან დიდი სიამოვნებაა როცა უყურებ როგორ იბრძვის ვიდალი ნებისმიერი ბურთისთვის და როგორ განიცდის შეცდომას რომელსაც უშვებს, პირველი ტაიმის ბოლოს ის მომენტი რო გაეტანა და პენალტით მეორე გაეტანა, გმირი გახდებოდა გუშინდელი მატჩის, თუმცა მაინც გამორჩეული იყო

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x