რაჯი და ჟარდინი უკმაყოფილონი არიან შედეგით
“უშუალოდ საჯარიმოში კონტაქტს ადგილი არ ჰქონია. მაგრამ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საჯარიმოში წაქცევაზე ინიშნება ჯარიმა, მაშინ მე ვერაფერს მოგახსენებთ. ბუნებრივია ვიღებ მსაჯის გადაწყვეტილებას, რადგან გაპროტესტებას აზრი არა აქვს. რაც არ უნდა იყოს შინაურ კედლებში გვაქვს სიტუაციის გამოსწორების შანსი. ეროვნული გუნდი? რომელი იტალიელის ოცნება არ არის ნაკრებში მოხვედრა? გამონაკლისი რა თქმა უნდა არც თავად ვარ. მარტიალი? ყველაფერი აქვს, რომ საუკეთსო გახდეს”– განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ მონაკოს იტალიელმა ლეგიონერმა ანდრეა რაჯიმ. უფრო აგრესიული ჩანდა ფრანგთა თავკაცი ჟარდინი :”ეს შედეგი არის უდიდესი უსამართლობა და მეტი არაფერი”.
წყარო: tuttosport
კლოპიც ეგრე ამბობდა პირველი თამაშის მერე 2 არალოგიკური გოლი გაუშვითო ჰოდა დორტმუნდში 3 ლოგიკური მიართვეს მაგრამ მონაკოსთან რაგაც მგონია რომ ასე იოლად ვერ გავისეირნებთ და დიდი ომი მოგვიწევს.

mონაკოში უნდა დაადონ როგორც წესი და რიგია რო ამ მწვრთნელს დააჯერონ სამართალი