ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”ეს არის მატჩი სკუდეტოსთვის”

ბიანკონერის თავკაცის მოსაზრებით, ლაციოსთან გასამართი მატჩი სკუდეტოს ტოლფასი იქნება. ალეგრი ასევე განიცდის პარმასთან შეხვედრაში დაკარგულ ქულებს, რადგან ამ მატჩს რეალურად შეეძლო ყველანაირი თემის დახურვა სერია ა-ს ჩემპიონობაზე. ეხლა კი, ტურინს დაუპირისპირდება აღმავლობის პერიოდში მყოფი რომის ლაციომ, რომლის ფანტასტიურმა ფორმამ და რვა მატჩიანმა მოგებათა სერიამ, დედაქალაქელები მეორე პოზიციაზე აიყვანა. როგორც ჩანს პიოლის გუნდი არ აპირებს ამ სერიის შეწყვეტას..

“ამ მატჩში ბევრი რამ იდება სასწორზე, რადგან ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, ხოლო ისინი მეორეზე. შეხედეთ მათ დღევანდელ ასპარეზობას და შენიშნავ ფორმას. დარწმუნებული ვარ მიმდინარე ჩემპიონატის სტარტზე ვერავინ იფიქრებდა, რომ პიოლის გუნდს ასეთი სერია ექნებოდა გათამაშების ფინალურ სტადიაზე. სტატისტიკაც შთამბეჭდავი აქვთ, გარდა ზედიზედ მოპოვებული რვა გამარჯვებისა, მათ მეორე წრეში ზუსტად იმდენივე ბურთი გაუშვეს, რაც ჩვენ. შედეგად, ხვალინდელი დაპირისპირება ნამდვილად გახდება ბრძოლა სკუდეტოსთვის. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ქულით ვუსწრებთ, რადგან ჩვენ წინ უმძიმესი მატჩები გველის და პლიუს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა შუა კვირაში. ერთი ფეხის დაცდენა და ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ვგონებ, ყველაფერი ლაციოსთან დაწყებული და სამპდორიასთან 34 ტურში დამთავრებულ დაპირისპირებებში გადაწყდება. ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო მონაკვეთი წლევანდელ სეზონში”.

“პარმას წინააღმდეგ ვიასპარეზეთ საშინლად. არანაირი ბურთის ფლობა, ზუსტი გადაცემები და მოედნის ხედვა. გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა. თუმცა, პირველ 45 წუთში მაინც გვქონდა 4-5 მომენტი მირანტეს კარის ასაღებად და ცუდია, რომ ვერ გამოვიყენეთ ვერცერთი მათგანი. საბედნიეროდ, ხვალინდელ მატჩში უკლებლივ ყველა ფეხბურთელის იმედი მექნება. ასეთი ფუფუნება პარმელებთან არ გვქონია. შესაბამისად, ხვალ საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად უფრო ფართო არჩევანი მექნება”.

 

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

Lacio iuve 3-3 damtavrdeba

lasha naxucrishvili
9 years ago

სერიოზულად თუ მოვეკიდეთ მოვიგებთ.
პირლო უეჭველი სასტავში უნდა იყოს ოკ მის ხარჯზე მოხდა ეგ 1-0 მონაკოსთან მაგრამ სხვა ეპიზოდებში გამოჩნდა რომ არაა ფორმაში რაც ლოგიკურია ამდენი ხნის უთამაშებელი, სხვანაირად ნუ მიიღებთ ჩემ ნათქვამს პირლოს 100% ვენდობი :) ტევესზე მორატაზე და ლიხტშტაინერზე ვარ დაკვირვებული რამდენჯერაც 1 მატჩი გამოტოვეს მომდევნო თამაშს თითქოს ისევ ისე აკრეფილები ვერ თამაშობენო.არა მგონია დიდი ცვლილებები გააკეთოს ალეგრიმ ლაციოსთან.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x