ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინული წინასამატჩო ციებ-ცხელება

ხვალ ლაციო, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღეში სტუმრად მონაკოსთან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო დაპირისპირება. ამიტომ მასიმილიანო ალეგრის ზუსტად მოუწევს ძალების გადანაწილება. სხვათაშორის ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, რომ ფეხბრუთელების დასვენება 1 კვირით არ არის მთლად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ტონუსში მყოფი ფეხბურთელი კარგავს კონდიციებს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად თითქოს ისვენებს. ასე დაემართა ტევესსაც, რომელიც ტონუსიდან ამოვარდნილს ჰგავდა. საინტერესოა რას მოიმოქმედებს ალეგრი ეხლა..

წინასწარი ინფორმაციით, იუვეს თავკაცს 4-3-1-2 ტაქტიკური სქემით აქვს გადაწყვეტილი თამაში. კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, დაცვის ცენტრში კი უნდა ველოდოთ საწყის წუთებზევე ანდრეა ბარძალის, რომელიც ან ბონუჩის შეცვლის ან კიელინის. დიდია შანსი, რომ ლიხტშტაინერს კვლავ მიეცეს დასვენების საშუალება, ხოლო მარჯვენა ფლანგზე უნივერსალი სიმონე პადოინი გაირჯება. ნახევარდაცვაში პირლოს ასპარეზობა 99%-ით გადაწყვეტილია. ახალგაზრდა სტეფანო სტურარომ კი მარკიზიო-ვიდალიდან უნდა ჩაანაცვლოს ერთ-ერთი, მაშინ როდესაც ტრეკუარტისტას პოზიცია უცვლელია და მას რობერტო პერეირა გაუძღვება. თავდასხმა.. ნაკლებად მოსალოდნელია ტევესის სკამზე ხილვა რადგან ალეგრი საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს ამ მატჩს და არ სურს კიდევ ერთხელ დაუცდეს ფეხი. შესაძლოა ამან ყველა ფრონტზე იქონიოს ცუდი ზეგავლენა, ამიტომ აპაჩეს პირველსავე წუთენიდან უნდა ველოდოთ. აი ვინ გაუწევს პარტნიორობას ეს ნამდვილად ჩნდება გამოცანად. რამდენიმე გავლენიანი გამოცემა ჯიუტად აცხადებს, რომ სასტარტოში ალესანდრო მატრის ვიხილავთ, რომელიც მათი მოსაზრებით უკეთეს ფორმაშია ვიდრე ფერნანდო ლორენტე. ხოლო ალვარო მორატას მცირე ამოსუნთქვის საშუალებას მისცემენ ჩემპიონთა ლიგის წინ..

8 thoughts on “ტურინული წინასამატჩო ციებ-ცხელება

  1. მგონი ლიორენტემ N1 ადგილზე გადაინაცვლა იუვენტუსის ფეხბურთელებში თვის იუვენტინო არა ოღონ თვის ჟანგიანი ჯართი ან რავი რა შეიძლება დაერქვას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.