ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე :”ნაკრების სათავეში ჰყოფნა ეხლა უფრო რთულია”

ანტონიო კონტეს მოსაზრებით, დღეისათვის უფრო რთულია იტალიის ნაკრების თავკაცობა, ვიდრე ეს 2006 წელს იყო, თუმცა :“ჩვენ ყველაფერს ვიზავთ, რათა ოცნება რეალობად ვაქციოთ”. ბიანკონერის ექს თავკაცი გამოეხმაურა ლიპის განცხადებას, რომ ანტონიოს მიზერული 35%-ში უწევს ნაკრების შევსება :”მარჩელო გენიალურია და მისი სიდიადე 2006 წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ლიპი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ რაოდენ რთულია დღეისათვის აძურის თავკაცობა და საჭირო შემადგენლობის შეკრება”.

“რაც არ უნდა იყოს, მუშაობას ვაგრძელებთ, რადგან ოცნება, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს გააჩნია, რეალობად ვაქციოთ”.

იტალიური ფეხბურთი მცირე აღმავლობას განიცდის, რადგან ევროპულ სარბიელზე აპენინელები წარმატებულად ასპარეზობენ. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იუვენტუსმა პირველ მატჩში მონაკოს სძლია 1-0 და კარგი შანსები შეინარჩუნა 1/2 ფინალში გასასვლელად. ხოლო ევროპა ლიგაზე ერთბაშად ორი სერია ა-ს ბინადარი იკვლევს გზას ფინალისკენ. ნაპოლიმ სტუმრად ვოლფსბურგი დაამარცხა 4-1, ხოლო ფიორემ საჭირო ფრე წამოიღო კიევიდან 1-1..

“ფანტასტიური შედეგია! ნებისმიერი პოზიტიური ძვრა იტალიურ ფეხბურთში არის მისასალმებელი. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კლუბები რაც შეიძლება შორს გავლენ და მიაღწევენ სასურველ შედეგს”.

ბოლო პერიოდში კლუბები აღარ გამოირჩევიან დიდი სურვილით ფეხბურთელების სანაკრებო შეკრებებზე გაშვებით. ამისი თავი და თავი ბუნებრივია არის ტრავმების საშიშროება..

“მეღიმება, როდესაც ადამიანები ამას ღიად და ხმამაღლა აცხადებენ. ალბათ დაავიწყდათ იმ ტრავმების დიდი რაოდენობა, რომელიც თავად მქონდა ნაკრებში. თუმცა, ამას კიდევ ერთხელ სიამოვნებით გამოვცდიდი, რადგან იყო იტალიის ნაკრებში არის დღესასწაული და ბედნიერება”.

“გულშემატკივრები? დიახ, ისინი მართლაც 12-ე ფეხბურთელის როლს ასრულებენ, ოღონდ მაშინ როდესაც ორიენტირებულნი არიან მხარდაჭერისკენ და არა შეურაწმყოფელი განცხადებებისკენ. წარმოადგინეთ, რა დღეში ვარდება ფეხბურთელი, როდესაც მის ზურგს უკან თავისივე ქომაგი ლანძღავს. ეს ამაზრზენი საქციელია და არანაირი გამართლება არა აქვს. იმედი მაქვს, იტალიელი ქომაგი ისწავლის საკუთარი ფეხბურთელების დაფასებას. რასისტულ გამოხტომებს და შეურაწყოფებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი”.

წყარო: football-italia

6 thoughts on “კონტე :”ნაკრების სათავეში ჰყოფნა ეხლა უფრო რთულია”

  1. ___________________________________ბუფონი___________________________

    დარმიანი________________ბონუჩი_____________კიელინი___________ოგბონა

    ___________________მარკიზიო______ვერატი______დე როსი_____________

    __________________ბერარდი________ძაძა_________ინსინიე____________

    რო რამე და 4-3-3ზე გადავიდეთ ეს სასტავიც გვქონდეს მზად :chuvak:

  2. ____________________________________პერინი_________________________

    ________________________ბარძალი_____რუგანი______ოგბონა___________

    აბატე________ფლორენცი______სორიანო______ბერტოლაჩი_____დე შილი

    __________________________როსი________პელე_________________________

    ეს მეორე სასტავი, შეიძლება გამორჩეული ვარსკვლავები არ გვყავს მარა თუ ყველა საუკეთესო ფორმაში იქნა, კონტეს დიდი არჩევანი ექნება

  3. ____________________________________ბუფონი_________________________

    _____________________რანოკია_________ბონუჩი________კიელინი_________

    დარმიანი_________მარკიზიო_______ვერატი_______დე როსი_____სანტონი

    ____________________________ძაძა__________იმობილე__________________

    ეს სასტავი იქნება ალბათ ევროპაზე, დე როსის მაგივრად ბერტოლაჩი ან სტურაროც შეიძლება თუ მოუმატეს მანამდე, სანტონისაც ჭირდება კონკურენტი, რანოკიას მაგივრად რუგანიც შეიძლება, შეტევაში ინსინიე როსი სერიოზული კონკურენტები იქნება ამ ორისთვის

  4. ნაკრებში ტრავმის ვისაც ეშინია იმან არც კლუბში არ ითამაშოს და უფრო ნაკლები შანი ექნება რო ტრავმა მიიღოს :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.