ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღეს, იუვენტუსი – ლაციო-ს სამ “რაუნდიანი” დაპირისპირება დაიწყება

საღამოს, იუვე არენა მორიგ გამორჩეულ დაპირისპირებას უმასპინძლებს. ფეერიულ ფორმაში მყოფი რომის “ლაციო”, რომელიც ყველასგან მოულოდნელად მეორე პოზიციაზე აღზევდა, გათამაშების უპირობო ლიდერს და მოქმედ ჩემპიონს ტურინის “იუვენტუსს” შეხვდება. ორივე გუნდისთვის, ეს არის გამოცდა – პიოლისთვის და მისი შეგირდებისთვის ალბათ განსაკუთრებული, რადგან რვა მატჩიანი სერიის შემდეგ, ძალზედ საინტერესოა თუ რა განვითარების ეტაპზე იმყოფებიან და შეძლებენ თუ არა წარმატების მოპოვებას, იტალიის ბოლო წლების, უდაოდ საუკეთესო გუნდთან. სკუდეტო ალბათ მათთვის მირაჟია, მაგრამ ჩვენ მწარედ გვახსოვს 9 ქულიანი უპირატესობა, კოლინა, ლაციო, პერუჯა და წყალბურთი.. იუვენტუსი სეზონის პიკზეა და სამ ფრონტზე ბრძოლა რა თქმა უნდა საამაყოა, მაგრამ ენერგიასაც შესაბამის მოითხოვს. არა მარტო ფიზიკურს, ფსიქოლოგიურსაც.. იმედი ვიქონიოთ, რიცოლის სასტვენის შემდეგ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, როგორც ეს ყოველ ჩვენთაგანს – იუვეს ქომაგებს გაგვიხარდება. სხვათაშორის თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული არბიტრის სასტვენით არ დასრულდება ამ ორი გუნდის დაპირისპირება..

ივნისში და აგვისტოში ისინი გააგრძელებენ პაექრობას იტალიის თასის ფინალში და შემდგომ იტალიის სუპერ თასსზე. დიახ, დღეისათვის აპენინებზე ეს ორი გუნდი დამსახურებლად იკავებს პირველ და მეორე პოზიციებს. სამ რაუნდიანი დაპირისპირება და მისი პირველი ეტაპი, პირველი ცეცხლი იუვე არენაზე დაინთება. სტადიონი ისევე, როგორც მონაკოსთან შეხვედრაში, ბოლომდე შეივსება, რადგან ბილეთები ჯერ კიდევ ორი დღის უკან სრულად იყო გაყიდული. მძიმე კალენდარი მაქსიმალურ თანადგომას მოითხოვს და ტურინელი გულშემატკივარი მუდამ მზადაა დაეხმაროს საკუთარ კლუბს.

დღეს, იტალია დიდი მატჩის მოლოდინშია, ზუსტად ისეთის, როგორიც იყო წლების წინ, როცა კალჩო აზანზარებდა მთელს ევროპას..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zura chkheidze
9 years ago

მესამე სუპერთასზე მოგვიწევს

Gigg
9 years ago

3 ან 2 რაუნდიანი ;)

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x