ვერატი :”პირლო საოცარია, მაგრამ ჩემი კუმირი დელ პიეროა”
მარკო ვერატი და ტურინის “იუვენტუსი”.. ერთი მხარეც და მეორეც ერთმანეთს შენატრის, მაგრამ .. რომეო და ჯულიეტას სიტუაცია ჰგავს ეს ყოველივე, ოღონდ იმედი ვიქონიოთ ეს ისტორია გაცილებით პოზიტიური და სასიამოვნო იქნება. ვინოვოს ბაზის ბინადრები არ კარგავენ მისი შეძენის იმედს, ხოლო მარკო მოკრძალებულია საკუთარ განცხადებებში, რადგან პატივს სცემს ამჟამინდელ კლუბს და არ სურს მისი გულშემატკივრების განაწყენება, რაც პრინციპში ლოგიკურია. თუმცა, იგი ყოველთვის აღმატებულ ხარისხში საუბრობს საკუთარ სამშობლოზე, იუვეზე და მის გამორჩეულ ლიდერებზე :“ბევრი პირლოს მადარებს, ფეხბურთელს, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო და დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ საკუთარ პოზიციაზე. მისი ბურთთან შეხება და მოედნის ხედვა ვის არ მოიყვანს აღტაცებაში. მეორეს მხრივ ალბათ მაინც განსხვავებული მახასიათებლები გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ერთ მნიშვნელოვან იდენტურობას – მინდორზე ორივეს გვსურს მანევრირებების ეპიცენტრში ყოფნა. უდაოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს მაესტროსთან მიმსგავსება ხალხის მხრიდან, მაგრამ ჩემი კუმირი ბავშობიდან იყო ალესანდრო დელ პიერო. მოჯადოებული ვიყავი მისი ასპარეზობით და ვერ გადმოგცემთ რა ემოციას ვაფრქვევდი მისი ყურებისას. ეს საოცარი პერიოდი იყო”..
“თავდაპირველად, სხვა ქვეყანაში გადაბარგება უსაზღვროდ გამიჭირდება. ეს ალბათ ასაკის გამოც იყო, რადგან მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი და პროფესიონალური კარიერის პირველ ეტაპზე. თუ რამისთვის მიმიღწევია ამ პერიოდში, ყველაფერს კარლო ანჩელოტის უნდა ვუმადლოდე, რომელმაც ზუსტად გაიგო ჩემი პრობლემის არსი და პირველივე დღიდან ისეთ ატმოსფეროს მიქმნიდა, რომელიც ჩემთვის იყო კომფორტული. გამორჩეული სპეციალისტია, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს და უკლებლივ ყველა ფეხბურთელთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. არ გადავამატებ თუ ვიტყვი, რომ ანჩელოტი მამასავით ზრუნავდა ჩემზე და ამის გამო მისი უსაზღვროდ მადლიერი ვიქნები ყოველთვის”.
“მესი? ფენომენალური ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ ასპარეზობა ჩემს კარიერაში იყო ყველაზე რთული წუთები, მაგრამ არ ვუშინდები ასეთ დაპირისპირებებს. კრისტიანო რონალდოს წინააღმდეგაც მითამაშია და ისიც გამორჩეული ფიგურაა, თუმცა მესი, მისი კონტაქტი ბურთთან და საოცარი ტექნიკური არსენალი ვის არ მოიყვანს აღტაცებაში”.
წყარო: Tuttosport
საღოლ ვერატი დელ პიერო მართლაც უძლიერესი ფეღბურთელი იყო.ჩემი კუმირიააა

ჩემი კუმირი ბავშობიდან იყო ალესანდრო დელ პიერო. მოჯადოებული ვიყავი მისი ასპარეზობით და ვერ გადმოგცემთ რა ემოციას ვაფრქვევდი მისი ყურებისას. ეს საოცარი პერიოდი იყო”..
ვერატი გენაცვალე მე შენ ამ სიტყვებისთვის

gaushvat pogba movides verati kavani da pastore gamoiyolon.mgoni bevri movindomo
თითქმის დარწმუნებული ვარ პირლო რომ გადაწყვეტს წასვლას მაშინ მოვა ეს. თან არ ჩქარობს და თან კარგადაც გამოუვა პირლიტოს არ შეავიწროებს
დათკა ეხლა კარგად მუშაობს საიტი, ის დიდი თეთრი ეკრანივით აგარ არის, მადლობა შენ…
მერე მოდი შე ჩემის თვრამეტიანო იუვეში რა გინდა საფრანგეთში