ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი :”ჩემი ცხოვრება პენალტების სერიაში”

მარჩელო ლიპი თითოეული იუვენტინო იცნობს. გენიალური მწვრთნელი, რომელმაც ყველაფერი მოიგო იუვესთან ერთად და შემდგომ 2006 წელს სკუადრა აძური მეოთხედ აზეიმა მსოფლიო თასის მოპოვება. დიდი მაესტრო ხშირად არის სხვადასხვა გადაცემის სტუმარი და ერთ-ერთ ბოლო ვიზიტზე საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა :“საერთოდ, როდესაც იხსენებენ მუნდიალს, აუცილებელია საუბრის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწყება. ნაკრებში მიწვევისას, ფედერაციას ვთხოვე, რომ ამხანაგური მატჩები წამყვანი ნაკრებების წინააღმდეგ დაენიშნა. მახსოვს თუ როგორ დავამარცხეთ ჯერ ჰოლანდია 3-1, ხოლო შემდეგ გერმანელებთან პირველსავე წუთებზე ვიგებდით უკვე 3-0. სწორედ ასეთი მიდგომით უძლიერდებათ ფსიქოლოგია და საკუთარი თავის რწმენა ფეხბურთელებს”.

“2006 – მოპოვებული თასის გარდა, გამორჩეულია შემადგენლობით. ბოლო ხანებს რომ გადავხედოთ ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი პერიოდი, როდესაც ასეთი ვარსვკლავური შემადგენლობა გვყავდა: კანავარო, ტოტი, ბუფონი, დელ პიერო, პირლო.. იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ მაშინ კალჩოდან იტალიელების არჩევანი მქონდა 65%-ი, დღეს კი კონტეს მიზერული 35%-ი გააჩნია”.

“პენალტების სერია? ჩემი პროფესიონალური კარიერის მანძილზე, რამდენიმე გამორჩეული სურათი იყო. სავსე ემოციებით, ბედნიერებით და სამწუხარო იმედ გაცრუებით. აიაქსთან ფინალი 96-ში აშკარად პოზიტიური იყო. მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით სიტუაციას და დასანანი იქნებოდა მოგების ხელიდან გაშვება. როცა საქმე პენლებამდე მივიდა, ფეხბურთელების სახეებზე ვხედავდი დაუოკებელ სურვილს. თითოეული იყო მზად შეესრულებინა გადამწყვეტი დარტყმა თასისკენ. აი 2003-ში როსონერის წინააღმდეგ, ჯერ მატჩი ჩავატარეთ უსახურად, ხოლო შემდეგ ფეხბურთელები სახეებს მარიდებდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. პირველი იყო ტრეზეგე, რომელიც მოვიდა და მითხრა, რომ მას სურდა პირველი დარტყმის განხორციელება. ფრანგს ამის გამო მადლობა გადავუხადე.

გადის გარკვეული ხანი და ამჯერად ჩვენ ერთმანეთის პირისპირ წავრსდექით. ის ფრანგების გუნდს ამაგრებდა, რომელიც ფინალში ჩვენ დაგვიპირისპირდებოდა. როდესაც დავიდი ნიშნულთან მივიდა, რატომღაც გავიფიქრე – ვალის დაბრუნების დროა.. შემდეგ თქვენ ისედაც იცით რაც მოხდა. ზიდანი? იმდენად დარწმუნებულნი ვიყავით გამარჯვებაში, იმდენად დიდი იყო ეს სულისკვეთება, რომ რამდენიმე წუთით ზიდანის არ ყოფნა სურათს ვერანაირად ვერ შეცვლიდა.. იქ უკვე ყველა პენლებზე ფიქრობდა”.

 

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
9 years ago

დიდი მაესტრო! :love:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x