ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიოლი :”ტურინელები აპლოდისმენტებს იმსახურებენ”

“პირველ წრეში ნამდვილი გაკვეთილი ჩაგვიტარეს, მაგრამ მის მერე თითქმის ერთმა წრემ ჩაიარა.. დღეისათვის თითქმის ყველა ასპექტში მოვუმატეთ და საინტერესოა იმის გაგება, თუ რამდენად ვართ დაშორებული ქვეყნის საუკეთესო კლუბის წოდებასთან”– საუბრობს რომის ლაციოს მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი.

“არ გვაქვს უფლება მინდორზე გავიდეთ და თამაში ფრეზე ავაწყოთ, რადგან ეს განწირული მარცხისკენ მიმავალი გზაა. თუმცა, ყაიმის შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა ბრძოლის შედეგად იქნება მიღწეული, მაშინ მას დამაკმაყოფილებლად ჩავთვლი”.

“ნამდვილად პოზიტიურ პერიოდს განვიცდით და არ დაგიმალავთ ძალზედ გვსურს ამ გზის გაგრძელება. გვწამს,სწორი კონცენტრაციით და მიდგომით, ჩვენ ამას შევძლებთ. ბიანკონერის უპირატესობა შთამეჭდავია და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მატჩი, იგი მათ ლიდერობას ვერაფერს დააკლებს. ტურინელები და მათი თავკაცი აპლოდისმენტებს იმსახურებენ სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშის გამო”.

“ტურინელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და მეწმუნეთ მონაკოსთან მოახლოებული მატჩი მათ ყურადღებას არ გაფანტავს, თან მაშინ როდესაც პირველ შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწიეს. თუ რეალურად გვსურს გამარჯვება, მოგვიწევს საუკეთესო ლაციოს წარმოდგენა, რომელიც მეტოქეს საკუთარ თამაშს ახვევს თავს და არ უშინდება თავდასხმაში აგრესიულ ქმედებებს. მატჩს მაქსიმალურად მომზადებულნი ვხვდებით”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
9 years ago

მართლა წარმოუდგენელია ცვენი დამარცხება სრიაში :) მანამდე პარმას სოლიდარობა გამოუცხადეს ;)

lasha lasha
9 years ago

ეხლა მიხვდი რამდენად ხართ დაშორებულები? :oldman: აუჩქარებლად ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მოუყომარეს კაი იყო მომეწონა :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

ეს ის არ იყო იუვემ რო ჩაუდო :givi: კონტე რო აღნიშნავდა და ეს რო გაიძახდა მასე არ უნდა მოქცეულიყო არადა ტიპს არაფერი ისეთი რო არ უქნია.იუვე თუ სერიოზულად მოეკიდა თამაშს მოვიგებთ! ლაციო უეჭველი მოსაგებად გამოვა.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x