ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

წლიურად 12 მილიონი პოგბასთვის – ბარსა არ ნებდება

კატალონიელები მაქსიმალურად ეცდებიან იუვეს მისი ფრანგი ვარსვკლავი გამოსტყუონ. ბარსას ახალი მენეჯერი ბრაიდა, საქმიან შეხვედრებს მართავს ბიანკონერის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან. ესპანელები მზად არიან პოლ პოგბას წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო შესთავაზონ! ინფორმაციისთვის, კატალონიელებს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე ამ ეტაპზე ჰყავთ ლიონელ მესი, რომლის წლიური ჯამაგირი არც მეტი არც ნაკლები 25 მილიონი ევროა. შემდეგ მოდიან ხავი და ინიესტა 15 მილიონებით, ხოლო დანი ალვეში, პიკე და სუარესია 12 მილიონამდე. ბუნებრივია ასეთი ასტრონომიულ ციფრებთან ჭიდილი ტურინელებს ძალზედ გაუჭირდებათ, მაგრამ დაბალ თანხად არ აპირებენ პოლთან განშორებას. 100 მილიონი ევრო ეს არის ის თანხა, რომელიც დაუჯდება ბარსას 2016 წელს თუ რეალურად მოისურვებს ტალანტის შეძენას. სურვილი კი კატალონიელთა პრეზიდენტს ბართომეუს მართლაც აქვს. რომ არა ის სანქცია რაც უეფამ ბარსას დააკისრა ტრანსფერებზე, არ არის გამორიცხული პოგბას უკვე მიმდინარე სეზონის ბოლოსვე ამოეყო თავი პრიმერას ბინადრებთან.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gigg
9 years ago

არ დაბრმავდეს რა ამ ნოლებით ეს ბიჭი … რა მოხდება რო გაიზარდოს და გაატაროს ოქროს წლები ჩვენთან .. :forza: :blin:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x