ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”სკუდეტომდე მინიმუმ სამი გამარჯვება გვაშორებს”

+15 ქულა სატურნირო ცხრილში ლაციოს დამარცხების შედეგად.. ალეგრი კმაყოფილი ჩანდა მატჩისშემდგომ და მადლობა გადაუხადა ფეხბურთელი გაწეული ჯაფისთვის :“მიმდინარე სეზონში გუნდი ასპარეზობს არაჩვეულებრივად რისი დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა ლაციოს წინააღმდეგ. დღევანდელ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მეტოქე აღმავლობის ხანას განიცდიდი და საჭირო იყო საკუთარი თავის გამოცდა ჩემპიონატის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც ვიმყოფებით. პიოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დედაქალაქელები საინტერესო ფეხბურთს აჩვენებენ და გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მცირე რაოდენობის შეხვედრა გამართეს ვიდრე ჩვენ, სრულიად ბუნებრივია, რომ ბურთის ფლობა და სივრცე მათი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო გარკვეული ხანი”.

მათემატიკურად, გუნდს ესაჭიროება დარჩენილ შვიდ შეხვედრაში რვა ქულის დაგროვება და 33-ე სკუდეტო ოფიციალურად გაფორმდება, თუმცა მწვრთნელი უფრო შორს მიდის..

“როგორც უკვე გითხარით, დღევანდელ მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მეტოქე იყო შესანიშნავ ფორმაში და უკანასკნელ 8 მატჩში 19 გოლი ჰქონდა გატანილი. ჩემი პატივისცემა ლაციოს და მათი თავკაცის მიმართ. ჩვენ კი მინიმუმ სამი გამარჯვების მოპოვება მოგვიწევს სანუკვარი მიზნის მისაღწევად”.

ფეხბურთელების შესანიშნავი ფორმის დახმარებით, იუვეს თავკაცს ნებისმიერ დროს ძალუძს ტაქტიკური სქემის ვარირება:

“ჩემს განკარგულებაში არის ორი ფეხბურთელი: ვიდალი და პერეირა, რომელთაც შეუძლიათ ზონებს შორის ასპარეზობა. არჩევანს ვაკეთებ საკუთარი ხევიდან გამომდინარე კონკრეტულ მატჩში: მაგალითად დღეს, სათადარიგოთა სკამზე მყავდნენ ფეხბურთელები, რომლებიც მომენტალურად შეცვლიდნენ საუკეთესო კუთხით ტაქტიკურ მოდულს”.

“მონაკო? სიმართლე გითხრათ ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია რა წყობით დავუპირისპირდებით. ისე კი, რა მოდულიც არ უნდა იყოს თუ კონცენტრირებულნი ვართ, თავს ნებისმიერი ტაქტიკით ვიცავთ მშვენივრად თავს. დღევანდელი მეორე ტაიმი ამის რეალური მაგალითია, ოღონდ იყო ეპიზოდები სადაც ცოტა ვჩქარობდით. ოთხშაბათს ტექნიკურად საინტერესო მატჩი გველის, პირველისგან განსხვავებით. საუკეთესო მხარეების ჩვენება მოგვიწევს ფრანგების წინააღმდეგ”.

ბოლო პერიოდში კარლიტოს ტევესი გარშემო უამრავი მითქმა-მოთქმა ატყდა და ეს ძირითადათ ბოკას პრეზიდენტის დამსახურებაა. რამდენიმე ხნის წინ მან საჯაროდ გაახმოვანა არგენტინელი ფორვარდის სამშობოლოში დაბრუნების სურვილი და დაამატა, რომ ეს 2016 წლამდე მოხდებდა. ჟურნალისტებთან საუბარში ტევესმა უარყო ეს ინფორმაცია ..

“გოლის აღნიშვნა ბოკას სტილში მერწმუნეთ არაფერთანაა კავშირში, უბრალოდ მატჩის წინ მეგობრებმა მთხოვეს თუ თავს გამოვიჩენდი ასე გამომეხატა იგი. დღეისათვის მშვენიერ ფორმაში ვიმყოფებით და არ მიმაჩნია სწორად ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები ჩემს პერსონას ამდენ დროს უთმობენ. როდესაც საკუთარი მომავლის შესახებ მივიღებ გადაწყვეტილებას, ფანები იქნებიან პირველები ვინც ამას შეიტყობენ. ჯერჯერობით არანაირი თარიღი არ დამისახია საკუთარი თავისთვის. ბოკას პრეზიდენტის სიტყვები კი არ შეესაბამება სიმართლეს. კონცენტრირებული მხოლოდ იუვენტუსსზე ვარ”.

არტურო ვიდალი – ძრავი და გული იუვეს ნახევარდაცვის, რომლის ანგარიშზეც ოთხი ეფექტური ართმევა, ორი ჩაჭრა და შვიდჯერ მის მოქმედებას იუვესთვის ბურთის დაბრუნება მოჰყვა. ეხლა კითხვის დაწყება “თუ”-თი უადგილოა და იგი ჩანაცვლებულია “როდის”:”ვფიქრობ, სამი გამარჯვება და მისი მოპოვება ზედიზედ იქნებოდა ფანტასტიური. როდესაც მივაღწევთ ამ შედეგს, მერე უკვე ყველაფრის თქმა შეგვეძლება. დღეისათვის თავს 100%-ით კარგად ვგრძნობ და ეს ფანტასტიურია, რადგან წინ გველის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება, შემდეგ ტურინული დერბი და იტალიის თასის ფინალი ლაციოს წინააღმდეგ. თითოეულიამ მატჩისთვის მსურს სრული 100%-ით მომზადებული შევხვდე”.

ბურთი ანდრეასგან მივიღე და ბუნებრივია ფორვარდებს ვეძებდი, თუმცა არცერთი მათგანი არ ჩქარობდა გახსნას, შედეგად მივიღე გადაწყვეტილება, რომ თავად წავსულიყავი შეტევაზე”– და მან ფანტასტიური, 60 მეტრიანი სოლო რეიდი განახორციელა, რომელიც მარკეტის კარის აღებით დასრულდა. მიმდინარე სეზონში მან სამი ბურთი გაიტანა ჩემპიონატში და ერთიც იტალიის თასსზე ფლორენციელებთან მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა :“არის თუ არა შესაძლებელი შვიდ მატჩში რვა ქულის დაგროვება? 100 %-ით უნდა დავიხარჯოთ მანამ სანამ მათემატიკურადაც კი არ ექნება მეტოქეს შანსი. დღეს, ყველანი დიდი იუვეს ხილვის მომსწრენი გახდნენ, რომელიც იდეალურად იცავდა თავს და მეტოქის თავისუფალ სივრცეებს მაქსიმალურად პროდუქტიულად იყენებდა”. გატანილი გოლის აღნიშვნას, დამატებითი აზრი ჰქონდა :”ეს ჟესტი განკუთვნილია ჩემი მეგობრებისადმი და სხვათაშორის ერთ-ერთი მათგანი ლაციალეა, ამიტომ მას დამატებითი დატვირთვა და სიამოვნება მიენიჭა”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka tsagareishvili
9 years ago

კარგია გუშინდელი მოგება მაგრამ 22 რიცხვი მესიზმრება ნახევარფინალი რა ახლოაა მიდით ბიჭებო. პოგბა არ გვეყოლება? იცით ვინმემ დაზუსტებით? :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

vakhtang karchava
9 years ago

მართლაც ბრავო ალეგრის! მნიშვნელოვან თამაშებს ფანტასტიურად ატარებს,დორტმუნდი თითქოს აზრზე მოვიდა მაგ პერიოდში და გადაუარეს,ფიორენტინა მაგარ ფორმაში იყო და უშანსოდ მოუგო,აგერ ლაციოც მაგარ ბრძლას გვპირდებოდა ვითომ,მაგრამ კარამდე არ მიუშვეს,1-2 მომენტი ჰქონდათ,ისიც კიელინის რომ არ დაედო კი-ზე ))) ვერ ნახავდნენ! გილოცავთ ჩემპიონობას( თუმცა რაღა დროს მილოცვაა,ესეც ხომ შარშან გადაწყვიტეს)) ) :forza: :forza: :forza:

mishka berianidze
9 years ago

სულ რაღაც 10 ქულა გვაშორებს სკუდეტომდე
თუ წელს რეალმა ჩემპიონატი ვერ მოიგო მაშინ დიდი 4 ჩემპიონატებში გავლიდერდებით
იუვე – 33
რეალი – 32
ბაიერნი – 24
მანჩესტერი – 20
ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ რომ იუვე ძალიან დიდი გრანდია და საჭიროა ყველამ პატივი სცეს.

MAXSIMUS
9 years ago

ბრავო მაქს!

bua
bua
9 years ago

ისე ფორმას თუ დააკვირდით ჯიპის მაგივრად სხვა რაღაც ეწერა

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x