ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიოლი :”ტურინელებმა იდეალურად გამოიყენეს ჩვენი შეცდომები”

წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე სტეფანო პიოლი საუბრობდა ამაზე.. “იუვე არ არის ის გუნდი, რომელთანაც თამაშის დროს ფრეზე არ უნდა ფიქრობდე”.. მატჩის შემდგომ კომენტარში ლაციალეს თავკაცი ზუსტად იმ მაღალ კლასსზე საუბრობს, რომლის დახმარებითაც ბიანკონერიმ სამი ქულის მოპოვება მოახერხა პრინციპულ დაპირისპირებაში :“უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ როდესაც შენს წინააღმდეგ აბსულუტური ჩემპიონია, ეს ალბათ ბუნებრივიც არის. უნდა აღინიშნოს, რომ საწყის წუთებში ინიციატივას ვფლობდით და აქტიურად ვუტევდით, რის გამოც დავისაჯეთ. ალეგრის მობილური გუნდი ჰყავს, რომელიც შეცდომებს არავის აპატიებს და ეს მათ მაღალ კლასსზე მიუთითებს”.

“პირველივე ტაიმში მიროსლავ კლოზეს ჰქონდა არავეულებრივი მომენტი, თუმცა ჩვენდა საუბედუროთ მათ კარში ბუფონი ჰყავთ, რომელიც ყოველ მომდევნო შეხვედრაში მინიმუმ ერთ სასწაულს მაინც სჩადის. პრობლემა იყო ასევე ბურთის კონტროლშიდაც.. ტიპიური ლაციო აკონტროლებს ბურთს, მაგრამ დღეს ჩვენ იუვემ არ მოგვცა ამის საშუალება და ძირითადათ გაუაზრებელი ჩაწოდებები ხორციელდებოდა, რომელიც შედეგს არ გვაძლევდა”.

“მერწმუნეთ ადვილი არ არის, როდესაც 2-0-ს აგებ ასეთ კლუბთან, მაგრამ ვთვლი თავი არ დაგვიღუნავს და სათანადო დონეზე გავუმართეთ ბრძოლა ტურინელებს. დიახ, საკადრო პრობლემები მართლაც გვქონდა. სხვადასხვა დაზიანებების გამო რადუ და სტეფან დე ვრი მოვისაკლისეთ. შედეგად არჩევანი მწირი მქონდა. 2-3 საკვანძო შეცდომამ, გადაწყვიტა დღევანდელი მატჩის ბედი. ჩემი მიზანი იყო, შეტევის-შეტევითვე პასუხი, მაგრამ სხვა მატჩებთან შედარებით, დღეს ამის გაკეთება არ მოხერხდა”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

იუვენტუსთან თამაშის დროს ჩანს რას წარმაოდგენს მწვრთვნელი, გუშინ პიოლი გამოჩნდა რო შტერი ყოფილა :chuvak: ჯერჯერობით დაბალი დონეა, იცის რო იუვე 100%ით არ დაიხარჯება ამ თამაშისთვის, ანუ მეტი შანსი აქ რო სასურველი შედეგით წავიდეს, ხოდა გამოიყვანე 10 მცველი და დადექი კარში, თამაშს რო მიხსნი და შეტევაზე რო გადმოდიხარ მაგი უნდა ზუსტად იუვეს, დადგება ნახევარი ძალაბით თავს დაიცვას, ტაქტიკაც შესაბამისი გვყავდა 3 მცველით ვთამაშობდით და ერთ ორ კონტრშეტევაზე უეჭველი დავიჭერდით. ლაციო რო ჩამჯდარიყო გუშინ დაცვაში ალბათ ვერ გავუტანდით გოლს, ყოველშემთხვევაში მეტი შანსი ექნებოდათ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x