ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები..

მატჩის წინ ისეთი განცხადებები კეთდებოდა ორივე მხრიდან, რომ გვეგონა ლაციო სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა მეტოქეს, თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა და იუვემ ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის ხარჯზე იზეიმა გამარჯვება. სხვათაშორის, რომ არა კიელინი ალბათ ლაციალეს ის მომენტებიც არ ექნებოდა რაც ჰქონდა. ჯერ მატჩის საწყის წუთებში და შემდგომ ბოლოს ისეთი საჩუქარი გაუკეთა ჯორჯონემ მეტოქეს, რომ რო არა ჯიჯი ყველაფერი სავალალოდ დასრულდებოდა. ბუფონის სეივების ხილვა ვის არ სიამოვნებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ასეთი სახის შეცდომების დაშვება უპატიებელია და არც არავინ გვაპატიებს და რამდენჯერ მოიგერიებს ბუფონი? იგი “სუპერმენია”, მაგრამ დაცვაც რომ კედელვით იდგეს და ასეთი სახის შეცდომები არ გვქონდეს, კარგი იქნება.. თან ბოლო პერიოდში კიელინიმ აშკარად მოუმატა და ეს საგანგაშო ზარია. სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ დეტალური შეფასებები..

ბუფონი – 6.5 – ძირითადი ხიფათი შეუქმნა კიელინიმ, ხოლო ლაციომ ერთი ხეირიანი ეპიზოდი მაშინ შექმნა, როდესაც მოედანზე მეორე ტაიმში კანდრევა გამოვიდა. მისი დარტყმული ბუფონმა კუთხურზე მოიგერია.. ეს მიუთითებს თუ რაოდენ შემტევი იყო ლაციო ამ მატჩში..

ბარძალი – 6.5 – ხშირ შემთხვევაში კლოზეს წინააღმდეგ ასპარეზობდა, რადგან პიოლის გერმანელისთვის სწორედ მარცხენა ფლანგზე ჰქონდა თამაში დავალებული. ბარძალი ანეიტრალებდა მას მცირე დაგვიანებებით, რადგან ლულიჩისგანაც ექცეოდა პრესინგის ქვეშ.. მიუხედავად ყველაფრისა, ანდრეას ეს ფაქტი არ აშინებდა. როდესაც იუვეს დაცვა სამი მცველით იცავს თავს, ბარძალი ყველაზე საიმედო ფიგურაა უკანა ხაზში!

ბონუჩი – 7.5 – ბიანკონერის მცველები, ყველაზე კომფორტულად თავს ამ ტაქტიკურ მოდულში გრძნობენ და განსაკუთრებით აქტიური ბონუჩია. იგი გაეტანო შირეას სტილში მოქმედებს, არ ერიდება წინ წასვლებს, გოლების გატანას და გადაცემების განაწილებას. მეორე გოლი სწორედ მან შექმნა, მეტოქე კი გარდა ყურებისა ვერაფერს ახერხებს.. ბეკენ-ბონუჩი!

კიელინი – 5.5 – ბოლო დროს თავის თავს არ ჰგავს. თითოეულ მატჩში უშვებს პოტენციურად საგოლე შეცდომას საკუთარი გუნდისთვის. ამ მატჩში ასეთი იყო ორი, როდესაც პირველ 45 წუთში, საკუთარი საჯარიმოში იდეალურ პოზიციაში მყოფი კლოზე იპოვნა, ხოლო მატჩის მიწურულს ფელიპე ანდერსონს ანდო ჯიჯის კარის აღება. ჯორჯო, ჩემპიონთა ლიგაა..

პადოინი – 5.5 – დავაბრალოთ, რომ ლიხტშტაინერია ალბათ ჩვენი მხრიდან ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა. სტრანდარტული, საბაზისო ქმედება: დაცვაში საიმედოა, ხოლო შეტევაში შენებლებული კადრი.

მარკიზიო – 6.5 – დაბრუნდა. მონაკოსთან შეხვედრაში კონდოგბიას პრესინგის ქვეშ იყო, ხოლო ლაციოსთან კვლავ გაიბრწყინა. ორჯერ უხეშად დაარღვია თამაშის წესები. პირველად ყვითელი ბარათით დააჯილდოვა რიცოლიმ, ხოლო მეორე შემთხვევაში დაინდო. რაც არ უნდა იყოს, თუ ამავეს სტილში ითამაშებს მონაკოში, მაშინ იუვეს უდიდეს სარგებელს მოუტანს და ბევრ პრობლემას გადაუჭრის.

პირლო – 6 – ეტაპობრივად იბრუნებს ფორმას და თან დაჩქარებული ტემპით. ისევე როგორც მონაკოსთან დაბალ ტემპში მოქმედებს. აძლევს დამუხტვის საშუალებას ბონუჩის, რომელიც 2-0-ს ხდის ანგარიშს. როგორი გადაცემა? იოლი? მოდით, მაშინ თქვენ თავად ცადეთ და მერე ვისაუბროთ. პირლო, პირლოა და ამას ზედმეტი საუბარი აღარ სჭირდება.

ვიდალი – 7 – ეს არის “ბლოკპოსტი”, რომელსაც ვერც გვერდს აუვლი და არც არავინ გაგატარებს. სწორედ მის ანგარიშზეა პირველი საგოლე გადაცემა, რომელიც ტევესმა აქცია გოლად. ვიდალი ბრუნდება!

ევრა – 6.5 – ეს შეფასება დაიმსახურა იმით, რასაც მისგან ელოდნენ. ძნელია ევრას ასაკში ისევე გადაადგილება და ფრენა ფლანგზე, როგორც ახალგაზრდობისას, მაგრამ მოდით ნუ დავუკარგავთ ფრანგს დაცვაში საიმედო ასპარეზობას. ტაქტიკურად აბალანსებს ფლანგს. ეფექტურია მანევრირებებში.

მატრი – 6 – ფუნიკულიორის სტოლბის როლს ასრულებს, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ხაზებს (ბურთი) და კაბინას (გუნდი). ფიზიკურად შეუძლია ასეთ ტაქტიკურ მონახაზში, იმ საგოლე ალღოს ჩვენება, რაც მას გააჩნია. კლასიკური ასპარეზობა, რომელიც სათანადოთ დაუფასეს პარტნიორებმა და ნაკლებად კრიტიკოსებმა.

ტევესი – 7 – არავის არ შეუძლია მისი შეჩერება, როდესაც აქვს ბურთი და თავისუფალი სივრცე. ბასტა იმ ფეხბურთელებს ნამდვილად არ ეკუთვნის, ვისაც ძილი უყვარს, მაგრამ ტევესი, ერთი მეტრით წინ ბურთიანად უკვე მომაკვდინებელი დარტყმაა. ასეთი სიტუაცია თუ იქნა ჩემპიონთა ლიგაშიც, მაშინ იუვე სრული სვლით გააგრძელებს მოძრაობას.

მორატა – 6.5 – ნახევარ საათიანი ბრძოლა თავსხმა წვიმის ქვეშ. აშკარაა, რომ ბუნებამ მასსზე ნეგატიურად იმოქმედა, უფრო სწორედ მის ტექნიკურ არსენალზე. იყო რამდენიმე სპრინტერული ჩართვა, ფინტები.. წვიმას რო არ შეეშალა ხელი მესამე გოლსაც გაიტანდა.

პერეირა – 6 – მოედანზე გამოდის, რათა პირლო დაასვენოს. გამომდინარე ანგარიშიდან, უბრალოდ ბურთს აკონტროლებს. მთავარია, რომ ტონუსში იყოს მონაკოსთან მატჩში.

სტურარო – შეფასების გარეშე – ვიდალის ნაცვლად რამდენიმე წუთით შედის მინდორზე. თითქოს იმ რამდენიმე წუთშიც კი ჩანს, რომ ალეგრისთან სწრაფად პროგრესირებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითი არ იყო.. შევხედოთ რა იქნება მონაკოში.

ალეგრი – 7 – ევროპაში ასპარეზობს ოთხი მცველით, შინაურ ასპარეზზე უბრუნდება სამ მცველიან ტაქტიკას. არ ამბობს უარს კონტეს მიერ შექმნილ სქემაზე, ოღონდ ყველაფერს სათავისოდ იყენებს და შელამაზებული შტრიხებით. გუნდს ამატებს იმას, რაც საბოლოო ჯამში წარმატების გარანტი ხდება. საჭიროებისამებრ შეუძლია ტრანსფორმაცია. გუშინ, სკუდეტოს ბედი იდო სასწორზე..

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

კიელინის შეცდომები თანაბრად რო გადაინაწილოს ბარძალიმ და ბნუჩიმ ვერ ვიტყვით რო სუსტი დაცვა გვყავსო, ნებისმიერი გუნდის დაცვა ცდება, უბრალოდ კიელინი ბოლო დროს მარტო თვითონ ცდება და მაგიტო ჩანს ცუდად. დორტმუნდთან შეცდომის მეტი მე ლიგაზე სხვა არ მახსენდება კიელინის უხეში შეცდომა, რავიცი მე მაინც კიელინის მჯერა ყველაზე მეტად, რეალს და ბარსას რო შევხვდებით არავის არაფერს არ დაუთმობს

forza bianconeri
9 years ago

ბრუნდება ძველი არტურო :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

კიელინის ასე გამოყოფა და გაპარტახება არ მგონია სამართლიანი იყო შეცდომას 90 წუთის მანძილზე ყველა რგოლი უშევბს, კი შეტევას 1 გოლი გააქვს მარა რამდენჯერ თამაშობენ ცუდად? მარა შეტევის ცუდ თამაშზე ხო არავინ არ ამახვილებს ყურადღებას? შეცდოომა რო არ დაუშვან მაშინ ყველა შეტევა გოლით უნდა დაამთავარონ მარა მასე არ ხდება. იგივე ნახევარდაცვაც უშვებს შეცდემოებს და ხშირად ნახევარდაცვის შეცდომაა წინაპირობა დაცვის შეცდომის. ლაციოსთან ბუფონიც სეცდა ბურთი რო გამოუვარდა წინ, იქ რო მცველი არ მდგარიყო პირველი ხო შეაგდებდა ლაციო ბურთს? ასევე სეცდა დაცვის რგოლიც და რა მნიშვნელობა აქ კონკრეტულად ვინ? ისე ალბათ ბონუჩის რო ვკითხოთ ურჩევნია კიელინი ედგად გვრდით და ზოგჯერ მისი შეცდომებიც გამოასწოროს… Read more »

Vega
9 years ago

3-5-2 ამ სქემას რატომ ეძახიან კონტეს სქემას ვერ გავიგე? კონტემ გამოიგონა ეს? ამას კონტემდე ბევრი იყენებს სხვა გუნდებში. კონტე დააყენებდა ამ სქემით გუნდს და მთელი 90 წუთი კატანაჩოს თამაშობდა!

simoni chigladze
9 years ago

ise padoini rom shemoushvan ch ligaze da gadamwyveti goli gaitanos?mainc chvenia rogorc icis ise tamashobs jiji rom wava mekaris zamenazec sheidzleba dajdes imedia tevezis magivrad ar datoveben :chuvak:

giorgi nefaridz
9 years ago

რაზე ვღადაობ იცი, პასს რომ მიცევენ შეტევაში რომ ერთვება თავიდან აპირებს კაცის მოტყუებას მერე ჩერდდება, მერე ისევ ცდილობს მოტყუებას ამასობაში მეტოქე კონტრშეტევას გვიკეთებს

giorgi nefaridz
9 years ago

barZalის ცოტა მეტი ეკუთნის პადოინს და ანდერსონ კლოზეს ერთად აჩერებდა :forza: :forza: :lool: :lool:

giorgi nefaridz
9 years ago

პადოინიიიიიიიიიიიიიიი :lool: :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x