ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პსჟ იხდის 45 მილიონს დიბალაში..

ძამპარინი იმ ადამიანთა რიცხვშია, რომლებიც მინიმუმისგან მაქსიმუმის გამოწურვას ცდილობენ. ასეა პაულო დიბალას შემთხვევაშიც.. როგორც ჩანს მთელი სიცილია და არგენტინელი ფეხბურთელის საფეხბურთო გარემოცვა, მისი რაც შეიძლება დიდ თანხად გასხვისებაზეა ორიენტირებული. თუნდაც ერთი ევროთი მეტი შესთავაზოს რომელიმემ, მაშინ სწორედ იგი ხდება ფავორიტი. ფრანგული პრესა ავრცელებს ახალ ინფორმაციას, რომელიც ძამპარინის უსაზღვროდ გაახარებს. ფრანგებმა ოფიციალური შეთავაზება გააკეთეს 45 მილიონი ევროს სახით. პარალელურად დიბალას აგენტი გამოდის და იძახის, რომ 40 მილიონს ჩელსიც გვაძლევდაო და აწი 50 მილიონზე ნაკლებად ეს ტრანსფერი არ მოგვარდებაო.. როგორც ჩანს ძამპარინი მაინც თავისას გაიტანს, მაგრამ რა სურს თავად ფეხბურთელს? აგენტმა თქვა, ჩემი კლიენტი მშვიდად გრძნობს თავს და გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებსო.. იუვე რომ აუქციონში არ ჩაებმება, ფაქტია და პრინციპში, ასეთი მიდგომის შემდეგ ტურინელები 100%-ით იქნებიან მართალნი. ფეხბურთელი, რომელსაც ჯეროვნად არაფერი დაუმტკიცებია, მარტო იმიტომ არ უნდა ღირდეს 50 მილიონი, რომ კლუბს სათავეში იმპულსური პრეზიდენტი უდგას..

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

მე ბლეფი მგონია.. არაფერსაც არ იხდის პსჯ. პიარია ერთგვარი

9 years ago

ეგრე მეც ვიტყვი გრაფ პადოინს ვყიდი 70 მილიონად თქო.. მაგრამ ვინ იყიდის

9 years ago

25 მილიონად თუ მოგვცეს კაია.. თუ არადა მაგაზე ძვირად რა ჯანდაბად გვინდა!

Di Francesco # 1
9 years ago

Berlin2015
პირადი რეკორდი 590 წუთი აქ მემგონი ან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები

svani
9 years ago

ამაში იხდიან 25ს და სანჩესში 21 არ გადაიხადეს ? გაიკარით ჯიბეზე ხელი ბომჟებო. წნევები აქვს ევრას უკვე ერთი ფლანგელი გვინდა და 2 თავდამსხმელი. გაიკარით ჯიბეზე ხელი დროა უკვე. რაც არ უნდა იძახონ კრიზისიაო ეგ იუვეს არ ეხება. ჯერ იყო და ბაიერნმა რომ მოგვიგო ჯერ კიდე მაშინ გამოვიმუშავეთ ყველაზე ბევრი. შარშან საშუალო დონე იყო შემოსავლების მხრივ. ეხლა უკვე 70 ლიმონი აქვთ გამომუშავებული და ჯერ კიდე ყველაფერი წინაა. გაიკარით ჯიბეზე ხელი ბიძია. წავიდა უფასო ფეხბურთელების დრო. მოგიყვანეს აქამდე მაგათმა და ეხლა დროა თქვენც გაანძრიოთ ტრაკები.

dito chanturia
9 years ago

გაიკეთონ ერთ ადგილას ეს მინდა ვუთხრა 45 მილიონს ვინც იხდის იამსაც და ძამპარინისაც

Tornike Iosava
9 years ago

რაის 45 და რაის 50 მილიონი მაქსიმუმ 25 მილიონი გირს ეგ ფეხბურთელი რა აქვს ამისთანა გაკეთებული ისედაც მოუკლო თამაშს და ეს პრესა ვაფშე აგიჟებს

Samtrediel90
9 years ago

დიბალა კიარა რა მაინტერესებს
ბუფონს უკვე ზედიზედ 6 თამაშია გოლი არ გაუშვია სერია ა და ლიგაზე და ვინმემ ხო არ იცით პირადი რეკორდი რამდენი წუთი აქვს?
1juve??????? გეცოდინება შენ :modee:

zura chkheidze
9 years ago
Reply to  Samtrediel90

პარმასთან გაუშვა იუვემ, მაგრა მაშინ სტორარი იდგა, არა?

lasha naxucrishvili
9 years ago

ვინც ლიგაზე მაგრად დაგვეხმარება არის კავანი.არ გაგვიმართლებს ყოველთვის ასე როგორც პოგბა უფასოდ მოვიყვანეთ ვიდალში არცისე დიდი თანხა გადავიხადეთ და ასე შემდეგ:| მოკლედ მოუწევთ კაი ფულის გადახდა ნორმალური ფეხბურთელის მოსაყვანად.ჩვენ გვჭირდება ისეთი ფეხბურთელი ვისაც ჩემპიონთა და ევროპალიგებზე აქ გამოცდილება ძლივს გუნდი ხოდზე მოვიდა თითქმის არავის არ ქონდა ლიგაზე გამოცდილება და ძლივს რაღაც აზრზე მოვიდნენ ეხლა კიდევ დავიმატოთ ისეთები რომლებსაც სერია ა-ს გარდა არსად უთამაშიათ ეს უკვე არასწორი სვლა იქნება ველოდოთ მერე როდის აიღებენ რაზგონს ლიგაზე.ჩვენ საკმარისად ბევრი ფეხბურთელი დავიმატეთ რომლებსაც ლიგაზე კი არა დიდ გუნდში რო არ აქვთ ნათამაშები საკმარისია! დიბალა მომწონს მაგრამ ამხელა თანხას რო პალერმო მოგთხოვს ტფუუ.

giorgi nefaridz
9 years ago

45 მილიონი არა 65 კიდე მოიყვანონ ზაზა ბერერდი და ეგაა

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x