ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა :”მომავალში მწვრთნელობა მსურს”

მონაკოსთან დაპირისპირება ყველასთვის გამორჩეულია, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი ასეთი პატრის ევრაა, რომელიც წარსულში იცავდა ფრანგული კლუბის ღირსებას :”კარგი მატჩი გამართეს. იმდენად კარგი, რომ გაგვიჭირდა მატჩის სადავეების საკუთარ ხელში აღება. ჩემი აზრით, რამდენიმე ჩემს თანაგუნდელზე იმ ფაქტორმა, რომ ფავორიტები ვიყავით მონაკოსთან, ნეგატიურად იმოქმედა. ასეთი რამ მეორე შეხვედრაში აღარ განმეორდება.თავს ვგრძნობ მშვენივრად და აქვე დავამატებ, რომ ასე ინტენსიურად არასოდეს მივარჯიშია. ყოფილი თანაგუნდელების წარმატებით მოხარული ვარ. მათ მართლაც საოცრად იასპარეზეს ლონდონში და დამსახურებულად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. წარმომიდგენია, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ. სასიამოვნოა შინ დაბრუნება, თან პრინცთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. კარიერის შემდეგ? ფერგიუსონმა ერთ-ერთი ვარჯიშისას მითხრა, რომ ვინც კი გაუწვრთნია, გიგსში და ჩემში ხედავდა მხოლოდ მომავალ მწვრთნელს. არ დავმალავ ამის სურვილი თავადაც მაქვს.”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x