ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამპარინის უშედეგო სვლები..

დიბალას და იუვეს გზები სულ უფრო და უფრო უკავშირდება ერთმანეთს. იტალო/არგენტინელის კარიერა მალე ახალ ეტაპზე უნდა ავიდეს და როგორც ჩანს, პროგრესირება ტურინში გაგრძელდება. სატრანსფერო ბაზარზე, ჯერჯერობით ყველაზე მომგებიან სიტუაციაში რჩება იუვენტუსი და ამას ხელს თავად ფეხბურთელიც უწყობს. სურვილი, რომ დარჩეს იტალიაში, რადგან აქ თავს მშვენივრად გრძნობს, პლიუს იასპარეზოს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ალეგრის გუნდი ფანტასტიურად ასპარეზობს და საერთოდაც იყოს ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ კლუბში – ამ პარამეტრებს ბებერი ქალბატონი მშვენივრად აკმაყოფილებს. მაგრამ კარგ მხარეს, ცუდი მხარეც აქვს და საფეხბურთო სამყაროში, ყოველთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. ასეთად დიბალას შემთხვევაში არის ძამპარინი. პალერმოს პრეზიდენტი ყოველ მხრივ ცდილობს მის გასხვისებას ევროპულ კლუბებში, მაგრამ ვერც ლონდონში ვიზიტმა და ვერც პარიზში სურათი ვერ შეცვალა. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო იგებს იუვე, რადგან მსურველი მის გარდა არავინ ჩანს, ხოლო იტალიაში ინტერთან და რომასთან კონკურირება არ უჭირს სპორტული უპირატესობით. დიბალას სურვილი კი როგორც ჩანს ზუსტად ესაა, საუკეთესო საუკეთესოთა შორის!

წყარო: TuttoSport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ის რომ დიბალა ამ ეტაპზე არ არის იუვენტუსის დონის ეგ გასაგებია..
მაგრამ ეგ სტატისტიკა რას გეუბნება ძმურად?? იქნება 16 გოლტან ერთად 50 საგოლე აქვს გაკეტებული.. და სხვა პიუსებიც აქვს. მაგალითად ბურთს იჭერს კარგად. მოკლედ ფეხბურთელის დონის მაჩვენებელი მარტო გოლი არ არის

Doc Doc
9 years ago

არა რა ძმაო უეჭველი უნდა დავითრიოთ რა ეს კაცი..მაგარი ნიჭიერია..მე პირადად კავანის 10 თავით მირჩევნია, ვაფშე სულ სხვა კალიბრის ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, რომ იუვეში ძაან მაგრად გაიხსნება..

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მშვენიერი მაროტა მიდი მიაწექი ეს ბიჩი იუვეს მაისურით დამანახეთ :forza: :juvee: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x