ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა :”მქონდა შანსი მეთამაშა აძურიში”

პაულო დიბალა, მხოლოდ საკლუბო დონეზე როდია მოთხოვნადი. პოტენციურად მას იტალიის და პოლონეთის ნაკრებებშიც შეუძლია ასპარეზობა. ჟურნალისტებთან საუბაში მან დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კონტემ თავად დაურეკა პალერმოს ფორვარდს:“დიახ, აძურის რიგებში ასპარეზობის შანსი მართლაც მქონდა. ხშირი კონსულტაციები მიმდინარეობდა ამ საკითხზე და ბოლოს ანტონიო კონტე დამიკავშირდა, მაგრამ ჩემი პასუხი უცვლელია.. თავს არგენტინელად მივიჩნევ და სწორედ ამ მაისურით მსურს ქვეყნის ღირსების დაცვა. ძამპარინი? თუ იგი ამბობს, რომ სეზონის ბოლოს ვტოვებ სიცილიას, მაშინ მსურს დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად დავეხმარო კლუბს. ბარსა თუ რეალი? ადრეულ პერიოდში უპირატესობას ბარსას ვანიჭებდი, რადგან კატალონიელთა რიგებში ყოველთვის ასპარეზობდა უფრო მეტი არგენტინელი. სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ იქ მესი თამაშობს რომელიც სრულიად არგენტინის კუმირია”.

წყარო: TuttoSport

2 thoughts on “დიბალა :”მქონდა შანსი მეთამაშა აძურიში”

  1. ბევრი უნახიათ შენნაირები რომლებმაც იუვე უარყვეს და არიან დღეს უტიტულოთ და უთამაშებლად და გაგახსენებ ამ სიტყვებს თუ ვყოფილვარ კაცი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.