ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერბატოვი :”შეგვწევს ძალა გადავლახოთ ტურინული ბარიერი”

საკუთარი პროფესიონალური კარიერის მანძილზე დიმიტარ ბერბატოვი სამჯერ იყო ახლოს ჩემპიონთა ლიგის თასთან. თავდაპირველად ლევერკუზენში ასპარეზობისას, ხოლო შემდგომ მანჩესტერული თავგადასავლის პერიოდში. ხვალ, მის კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა იქნება ბერლინის ფინალამდე მისვლა. თავდამსხმელი იმედიანად არის განწყობილი და მოტივირებას უკეთებს საკუთარ კლუბს. მისი მოსაზრებით მონაკოს ძალუძს ტურინელთა დამარცხება და ნახევარფინალში ასპარეზობა :”ვფიქრობ, შეგვიძლია მორიგი ნაბიჯის გადადგმა. არსენალთან მიღწეული წარმატება არ იყო შემთხვევითი, რისი დემონსტრირებაც შემდგომ მატჩშიც მოვახდინეთ აპენინებზე. ბიანკონერის ტოლსწორად ვეთამაშეთ და რომ არა შეცდომით დანიშნული პენალტი, არავინ იცის თუ როგორ დასრულდებოდა ეს მატჩი. ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს 90 წუთი და სწორი მოტივაცია მიზნის მისაღწევად. ხვალ, ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე ჩვენი რიგებიდან იგი მაქსიმალურად არის მომზადებული ამ დაპირისპირებისთვის”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nino gvimradze
9 years ago

ოე, ბერბატოვ…რას ლაპარაკობ ბიჭო..:lol: ცოტა ფრთხილად, წინ დაჯექი მალე მიხვალ ბერლინში. :-)

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x