ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა :”იუვე, ჩვენ ამას შევძლებთ!”

რვა თვის წინ მოსული ესპანელი ფორვარდი ცხოვრობს და სუნთქავს ტურინული ატმოსფეროთი. როდესაც სხვა ქვეყანაში და სხვა ჩემპიონატში აგრძელებ პროფესიონალურ კარიერას, ეს ბუნებრივია დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ალეგრის და გუნდის დახმარებით ესპანელმა უმოკლეს პერიოდში გაიარა ადაპტაცია და მზად არის ყველაფერი გაიღოს ახალი კლუბისთვის მინდორზე. მორატას ასეთი სიყვარული იუვეს მიმართ ბუნებრივია ტიფოზებს სიამაყის საბაბს აძლევს :“ვერც კი წარმოვიდგენდი, როდესაც აქ მოვდიოდი რომ ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც არიან პირლო და ბუფონი დამეხმარებოდნენ ადაპტირებაში. მათ და ალეგრიმ მშვიდი ატმოსფერო შემიქმნეს და მერწმუნეთ წარმატებისთვის სწორედ ეს არის აუცილებელი. პროფესიონალური კარიერის განმავლობაში პირველად ვიხილე გუნდი, რომელიც მუშაობს, ცხოვრობს და ერთობა როგორც ერთი დიდი ოჯახი. ძლიერი და ერთიანი ოჯახი კი მის თითოეულ წევრზე ზრუნავს. ბერლინი? მწამს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. უაღრესად რთული მისაღწევი იქნება იმ კლუბების გამო, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიწამოთ რომ შევძლებთ სანუკვარი მიზნის რეალიზებას”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka tsagareishvili
9 years ago

მთავარია სწრაპი გოლი არ უნდა მივიღოთ და მერე ყველაპერი კარგად წავა :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

giorgi nefaridz
9 years ago

Swored gundurobaa iuves mtavari warmatebis saidumlo :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

ეს თამაში 0-1 0-2ია და ორევე ვერ გაიტანს! ნახავთ.ვიდალი თუ არ დაგვაკლდება ასე მოხდება.

vakhtang karchava
9 years ago

ეგრე იქნება კიელინიმ თუ არ დადო ორივეს გატანაზე :lool: :lool: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

ერთ საიტზე ვნახე ანგარიშის გამოცნობაზე იძლევა 1-0ზე 8.50 და 0-2ზე 8.50 ვინ გავა ? ეს იგიევა რაც 1+1 რამდენია :lool: და კიდევ ძალიან ბევრი რამის გამო მგონია რო გავალთ უფრო თავისუფლად ვითამაშებთ იმიტო რო გოლი იმათ აქვთ გასატანი და ვინც არ უნდა მიიღოს გაფრთხილება ნახევარფინალს არ გამოტოვებს.ნუ ეგეც არის რასაც შენ ამბობ ფუგურულ სრიალზე თუ არ აქ დადებული კიელინის :lool: :lool:

nino gvimradze
9 years ago

რა ჯიგარი ხარ მორა!..თუ დაკვირვებიხართ ასე ეძახის ხოლმე ალეგრი თამაშს დორს:”მორა, მორა..”
კარგია რომ ასეთი სულისკვეთებითაა.მონდომებული..წარმატებები მას და იუვეს…ფორცა… :love:

nika gogoberidze
9 years ago

მორატა დღეს გაიტანს ერთ გოლს. ფორცა იუვე :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x