The Sun: სტერლინგი იუვეში..
The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაროტა და კომპანია სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ლივერპულის ნიჭიერი თავდამსხმელით რაჰიმ სტერლინგით. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები იტყობინებიან აპენინელებს ეს ტრანსფერი არც მეტი არც ნაკლები მინიმუმ 50 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ. მის საშემსრულებლო დონეში ეჭვის შეტანა არ გვსურს, მაგრამ მეორეა რამდენად ჯდება იგი კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტში. პოგბას წასვლის საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი და საერთოდაც, ნაკლებად მოსალოდნელია რომ ფრანგის სანაცვლოდ აღებული თანხის უდიდესი ნაწილი სტერლინგის ტრანსფერს მოხმარდეს. სხვათაშორის ლივერპულში დარწმუნებულნი არიან, რომ იგი ახალ სეზონს სხვა კლუბის მაისურით დაიწყებს, მაგრამ სავარაუდოდ ეს მაინც პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ბინადარი იქნება. იუვეს გარდა ფორვარდით დაინტერესებული არის ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.
წყარო: TuttoSport
მაგარია მარა 50 ბევრია ძაან.. იმობილე დააბრუნონ იტალიაში და ვნახოტე რთი რა შეუძლია
ვერ დავიჯერებ რო 50 მილიონის გადახდა უღირს ვინმეს სტერლინგში… მიუხედავად ყველაფრისა .. 50 .. თან ჩვენთვის.. სასაცილოდ მეჩვენება
50 მილიონი ფუნტ სტერლინგი, სტერლინგში???

sterlingi ara evro kide
