ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამპარინი :”დიბალა ახალი მესია!”

“პალერმოს” არაორდინალური პრეზიდენტის მაურისიო ძამპარინის სიტყვებით პაულო დიბალა ახალი მესია. იგი ასევე იუვეს და არსენალის დაინტერესებაზეც საუბრობს არგენტინელის მიმართ :“დიბალა ნამდვილად არ ჰგავს სერხიო აგუეროს, თუმცა იგი ახალი მესია. ისევე როგორც მესი არც დიბალა გამოკვეთილი ფორვარდი და მოედნის ნებისმიერ პერიმეტრზე შეუძლია პროდუქტიულად თამაში. დარჩება თუ არა სიცილიაზე? რა თქმა უნდა, რადგან მისი აგენტი ყოველმხვრივ ცდილობს კლიენტისთვის ახალი, უფრო ავტორიტეტული გუნდის მოძიებას. დღეისათვის სულ მცირე ოთხი მსუყე წინადადება მაქვს მიღებული. ორი მათგანი სერია ა-ს კლუბებიდან იყო, ხოლო დანარჩენები საზღვარგარეთიდან. ვადასტურებ, რომ არსენალი და იუვე შედიან მათ რიცხვში. ისტორია ადასტურებს ერთ საკმაოდ საგულისხმო ფაქტს! საუკეთესო ფორვარდები წარმოშობით არგენტინიდან არიან.მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ.. შესაძლოა სიღარიბის გამო ისევ ქუჩაში უწევთ ფეხბურთის თამაში. თავის დროზე ტევესი შემომთავაზეს, მაგრამ სახსრები არ გამაჩნდა. მერე იყო აგუერო და ვიხდიდი 15 მილიონს, თუმცა გამოჩნდა ატლეტიკო და 20-დ წაიყვანა”.

წყარო: TuttoSport

17 thoughts on “ძამპარინი :”დიბალა ახალი მესია!”

  1. კაროჩე მაროტა ვინც ამაში 20ზე მეტი გადაიხადოს იმის დედას დაეცა ალექსის სანჩესი ! პროსტა თავმოყვარეობის თემაა რომ სანჩესზე მეტი ამაში არ უნდა გადაიხადონ მეტი არაფერი. მე თუ მკითხავ ძაძა ბევრად ჯობია და ბერარდი ხომ 3 წლით უმცროსია და ჯიბეში ჩაისვამს

  2. ხო, მასხარა ვეძახოთ, მარა კი ყიდის ამ ფეხბურთელებს კაი ფასად და ტენის ხან ვის და ხან ვის :lool:

  3. არაა ცუდი ბიჭი ..პირიქით ხელიდან გასაშვები არა…მაგრამ 50მილიონი მათლა არგირს მაროტამ კაი შეთავაზება გააკეთა 25მეტი არუნდა გადაიხადონ…თუვინმეა 45-50 გადამხდელი მშვიდობაში მოახმაროს…

  4. ეხლა კიდევ ერთხელ ვუყურებ დიბალას ყველაზე საუკეთესო მომენტებს და გასაოცარს ვერაფერს ვხედავ.. განა ასე ბნელა, დაუნდობლად რო გვატყუებს ეს კაცი )))

  5. ამაურის თითო გოლი 1.5 მილიონი ევრო დაგვიჯდა! არა მგონია ერთ სეზონიანი გამობრწყინება მასე ძვირად ფასობდეს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.