ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”გრძელი და მძიმე 90 წუთი გველის”

“გრძელი და დამღლელი მატჩი გველის”– ასე დაიწყო ტრადიციული წინასამატჩო პრესსკონფერენცია მასიმილიანო ალეგრიმ, რომლის მოსაზრებითაც:“დაძაბული და უაღრესად მძიმე 90 წუთი, რომლის ბედი შესაძლოა მცირე დეტალებმა გადაწყვიტოს. ფაქტია, რომ კვალიფიკაცია ჯერ არ გაგვილია და თუ მართლაც გვსურს მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაშინ გოლის გატანა გვმართებს. მათი სათამაში მახასიათებლების შესახებ კარგად ვართ ინფორმირებულნი. მათთან ჭიდილი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან მეტოქე ტაქტიკურადაც და ფიზიკურად იდეალურად არის მომზადებული”..

ვიდალი თავს მშვენივრად გრძნობს. მან უკანასკნელ ვარჯიშზეც მიიღო მონაწილეობა და მზად არის მოედანზე გამოსასვლელად, თუმცა ალეგრი არ ჩქარობს კარტების გახსნას:

“საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია და ვფიქრობ, ფუნდამენტალური იქნება სათადარიგო ფეხბურთელებს შორის გაკეთებული არჩევანი. ეს ყოველივე თამაშის პერიპეტიებზე და ჩემს შეხედულებებზე იქნება დამოკიდებული”.

ნახევარფინალი ძალზედ ახლოს არის და შემდეგ ეტაპზე გასვლა მიმდინარე სეზონის მნიშვნელოვანი მიღწევაა:

“დიახ, მაგრამ იქ ჯერ არ გავსულვართ. ჩემს გუნდს ნამდვილად შეუძლია ამ მიზნის მიღწევა. ზემოთხსენებული შეხვედრა სიამაყის საბაბია ფეხბურთელებისთვის. მათ მაჩუქეს გამარჯვება დორტმუნდში, შემდგომ ფლორენციაში – რითიც იტალიის თასის ფინალში მოვიპოვეთ ადგილი. ვიმედოვნებ ხვალაც, ყველაფერი ზუსტად ისე განვითარდება როგორც ყოველ ჩვენთაგანს სურს. დარწმუნებული ვარ ძლიერ მატჩს გავმართავთ და მოვახერხებთ კვალიფიკაციას მომდევნო ეტაპზე “.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

დორტმუნდში უფრო რთულად იყო სიტაცია 1-0 გვერხეოდა აქ კი სულ სხვა ამბავია 1 გოლი თუ შევაგდეთ საერთოდ გატყდებიან ფსიქოლოგიურად.წარმომიდგენია ამნაირი მშიშარა გუნდი თამაშს თუ გახსნის რა მოუვათ.რამდენჯერაც ბურთს ვფლობდით იმდენჯერ 2 ან 3 კაცი გვეხვეოდა ტურინში.ისე მონაკოს თამაშის დაკეტვა ყოველთვის არ გამოსდის არსენალთან კარში იდგნენ და გადაახიეს ბურთი თავზე! ზოგ მომენტში არსენალის კარში დარტყმული მონაკოს წაქცეულ ფეხბურთეკლს ხვდებოდა სრულიად შემთხვევით ნახეთ მიმოხილვა loool :givi:

Di Francesco # 1
9 years ago

ისე ლიგა რო მოვიგოთ მერე შეიძლება ლაციოს აჩუქონ თასი

შოთა ცინაძე

alegri sheni mjera miaweqi dzm naxevarpinali minaa uechvli da iq mere an reali an baiernii :forza: :forza: :forza: :forza: forca juve :juvee:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x