ჟარდიმი :”ჩვენ არავისი არ გვეშინია”
“სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია ორგანიზებულად ასპარეზობა: დაცვაში უშეცდომოდ უნდა ვიმოქმედოთ, ხოლო შეტევაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბოძებული შანსები. მერწმუნეთ ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვნად განსხვავებული ტურნირია ვიდრე ფრანგული პირველობა და ამიტომაც არ უნდა მივცეთ მეტოქეს გოლის გატანის საშუალება. ტურინელებს დიდი გამოცდილება აქვთ ამ ტურნირზე ასპარეზობის და შედეგად ცივ სისხლინები უნდა ვიყოთ მთელი 90 წუთის მანძილზე. ტევესი? მართალია იგი ტურინელთა მთავარი დამრტყმელი ძალაა თავდასხმაში, მათ რიგებში თითოეულ პოზიციაზე ასპარეზობს უმაღლესი კლასის შემსრულებელი. შედეგად ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით და თუ რამდენად ორგანიზებულები უნდა ვიყოთ მათ წინააღმდეგ”- განაცხადა მონაკოს თავკაცმა ლეონარდო ჟარდიმიმ.
წყარო: Juventus.com