ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონის “ოცნების გუნდი”

ბიანკონერის პირველმა ნომერმა ჟურნალისტებთან საუბარში საკუთარი “ოცნების” გუნდი დაასახელა, რომელშიც შევიდნენ რობერტო ბაჯო, ლიონელ მესი და ანდრეა პირლო. ტურინელთა კაპიტანს არჩევანის გაკეთება იმ მოთამაშეებისგან სთხოვეს ვის გვერდითაც ან წინააღმდეგაც უასპარეზია :”თომას ნ’კოლო იყო მეკარე ვისი თამაშითაც ვიყავი მოხიბლული, ხოლო ჩემი პერიოდიდან იკერ კასილიას გამოვარჩევ. ესპანელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესი კარის დარაჯია, რომელთანაც ყოველთვის ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა. თითოეული მოზარდი, რომელსაც მომავალში მცველობა სურს კარგი იქნება თუ მალდინის ძველ ჩანაწერებს უყურებს. ჩემი ხმა ერგო ასევე ფაბიო კანავაროს, მიუხედავად იმისა რომ 2006 წელს რამდენიმე ქულით გადამასწრო საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე.. ვხუმრობ რა თქმა უნდა. ფაბიო იმ წელს ნამდვილად იმსახურებდა ამ ჯილდოს”..

“გუნდში მე და ლილიან ტურამი ერთად მოვედით. მას ისეთი ფიზიკური სიძლიერე და აგრესია გააჩნდა თამაშისას რაც არასოდეს მენახა, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებდა ელეგანტურობას. პირლო კი ფეხბურთის გენიაა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს თუ როგორ ცდილობს მეტოქე ანდრეას თამაშიდან გათიშვას, ხოლო იგი ამ დროს რა იოლად ლახავს მათ ბარიერებს”.

ასეთ სუპერ ვარსვკლავებში ალბათ უცნაურია ჯენარტო გატუზოს ხილვაც..

“ჯენარო კარგი მეგობარია და ბრწყინვალე ფეხბურთელი. მისი დაუღალავი ასპარეზობა ნებისმიერ კლუბს დაამშვენებდა. ნედვედი ძალზედ ლოიალური იყო იუვესთან მაშინ როდესაც კლუბი სერია ბ-ში დააქვეითეს. მიმაჩნია, რომ იმ პერიოდში იგი ნებისმიერ ტოპ კლუბს გააძლიერებდა”.

საუკეთესოებზე ვსაუბრობთ და საოცარია, მაგრამ ამ სიაში არ მოხვდა ჯიჯის ყოფილი პარტნიორი და იუვეს ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო..

“როდესაც მესი ფორმის პიკზეა მისი გაჩერება შეუძლებელია. 17 წლის ვიყავი, როდესაც რობერტო ბაჯოს წინააღმდეგ მომიწია ასპარეზობა და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შიშის გრძნობა, რომელიც საფეხბურთო მინდორზე გამომიცდია. ბაჯო უკანასკნელი 30 წლის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია. რონალდო კი ვის წინააღმდეგაც მითამაშია არის საუკეთესო. რომ არა გაუთავებელი ტრავმები ჩვენ ეხლა პელეს და მარადონას დონის ფეხბურთელზე ვისაუბრებდით”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

Forzajuve.ge N1 ჩემთვის!!!!! წარმატებები ბრატცი :forza:

jek17
9 years ago

:juvee: :forza: :italy:

vakhtang karchava
9 years ago

FORZA JUVE!!! :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

paata17
9 years ago

saiti ar vici me xalxooo movigot unda dgeeees :-)
aucileblaaad,

irakli28
9 years ago

ადმინებს მივმართავ_____ კაი ქენით რო ცოტა განაახლეთ და გამოაცოცხლეთ საიტი, თორე მართლა ყველა გვჯობდა ქართული საიტებიდან :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  Dutch

მსოფლიო სპორტი გვჯობია თავის უნიკალური იუზერებით :D

saba tsertsvadze
9 years ago

პირიქით, ყველაზე კარგი საიტია. სხვა გუნდების ფანკლუბების საიტებზე ვენესუელური სერიალიდან მოტანილი სათაურები, ჟარგონებით ნათარგმნი სტატიებია და კომენტარებში ხო ჩახედვა არ მოგინდება. ეს საიტი ყველაზე აკადემიური და დახვეწილია მაგ მხრივ, თუნდაც გულშემატკივრებით, იშვიათად რომ არალოგიკური შეფასებები იყოს. მოკლედ ისეთი საიტია გუნდს რო შეეფერება :3 :juvee: :modee:

lasha naxucrishvili
9 years ago

ხოდა მაგრე ვფიქრობ მეც გაუმარჯოს FORZAJUVE.GE-ს :davliot:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x