ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი :”საოცრად მსურს ეს თასი”

ბიანკონერის პირველ ნომერს ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვების იმედი აქვს :“სჯობს ადრე, ვიდრე გვიან”.. მას შემდეგ რაც ტურინში გუნდმა 1-0 დაამარცხა მონაკო, იტალიელები ოპტიმისტურ ნოტაზე გაემგზავრნენ საპასუხო მატჩის გასამართათ :”ბუნებრივია თითოეულ ჩვენთაგანს კარგად აქვს გათავისებული ამ დაპირისპირების მნიშვნელობა. ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბევრ ადამიანს დავუმტკიცებთ საკუთარ ძალას და რაც მთავარია ფაქტს, რომ იუვე დაუბრუნდა ევროპულ ელიტას. ეს ფაქტორი ყოველთვის დადებითად მოქმედებს გუნდზე და ფეხბურთელებზე. იგი კარგ სამსახურს გაგვიწევს ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ”..

“გამარჯვება? რა თქმა უნდა ძალიან მსურს. ეს არის ჯილდო, რომელიც არ მომიპოვებია და მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დავიხევ. თუმცა, იმის თქმა თუ როდის მოვახერხებთ შეუძლებელია. იმედი მაქვს რაც შეიძლება მალე, რადგან დრო სწრაფად გადის (იცინის).

ევროპაში მიმდინარე სეზონი არცთუ შთამბეჭდავად დავიწყეთ. დიახ, უფრო მეტად გავათცნობიერეთ საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ ალბათ შარშანდელი იმედგაცრუება გვახსენებდა თავს. საბედნიეროდ ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადავლახეთ, ისევე როგორც 1/8 ფინალური ბარიერა. დღეს კი მონაკოში ვიმყოფებით და წინ მძიმე 90 წუთი გველის, რომელიც 1/2 ფინალისტის ვინაობას გაარკვევს. ფაქტია, რომ იღბალი ამ ტურნირზე თავის როლს თამაშობს, რადგან ერთი შეხედვით შეიძლება იდეალურად მომზადებულად გრძნობდე , მაგრამ ეს იყოს საკმაირისი..

სტატისტიკის მიხედვით, მეტოქე უფრო შთამბეჭდავად სტუმრად ასპარეზობს..

“ვფიქრობ, ეს ისეთი პერიოდია, როცა ასეთი სახის სტატისტიკას დიდი ყურადღება არ უნდა ეთმობოდეს. მონაკომ დაამტკიცა საკუთარი ქმედითუნარიანობა და მათ სათანადო დონეზე უნდა შევხედოთ. ფრანგებს ყველა ის რესურსი აქვთ, რომლითაც შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქისთვის პრობლემების შექმნა.

პენალტი? მერწმუნეთ ასეთი დინამიური ეპიზოდების მინდორზე განსჯა არის ურთულესი. მსაჯი ჩვეულებრივი ადამიანია და იგი რეალურ დროში იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ფეხბურთში არცერთი მხარე არ არის ბოლომდე დაზღვეული”.

“გრძელი და დამღლელი მატჩი გველის”– ასე დაიწყო ტრადიციული წინასამატჩო პრესსკონფერენცია მასიმილიანო ალეგრიმ, რომლის მოსაზრებითაც:“დაძაბული და უაღრესად მძიმე 90 წუთი, რომლის ბედი შესაძლოა მცირე დეტალებმა გადაწყვიტოს. ფაქტია, რომ კვალიფიკაცია ჯერ არ გაგვილია და თუ მართლაც გვსურს მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაშინ გოლის გატანა გვმართებს. მათი სათამაში მახასიათებლების შესახებ კარგად ვართ ინფორმირებულნი. მათთან ჭიდილი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან მეტოქე ტაქტიკურადაც და ფიზიკურად იდეალურად არის მომზადებული”..

ვიდალი თავს მშვენივრად გრძნობს. მან უკანასკნელ ვარჯიშზეც მიიღო მონაწილეობა და მზად არის მოედანზე გამოსასვლელად, თუმცა ალეგრი არ ჩქარობს კარტების გახსნას:

“საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია და ვფიქრობ, ფუნდამენტალური იქნება სათადარიგო ფეხბურთელებს შორის გაკეთებული არჩევანი. ეს ყოველივე თამაშის პერიპეტიებზე და ჩემს შეხედულებებზე იქნება დამოკიდებული”.

ნახევარფინალი ძალზედ ახლოს არის და შემდეგ ეტაპზე გასვლა მიმდინარე სეზონის მნიშვნელოვანი მიღწევაა:

“დიახ, მაგრამ იქ ჯერ არ გავსულვართ. ჩემს გუნდს ნამდვილად შეუძლია ამ მიზნის მიღწევა. ზემოთხსენებული შეხვედრა სიამაყის საბაბია ფეხბურთელებისთვის. მათ მაჩუქეს გამარჯვება დორტმუნდში, შემდგომ ფლორენციაში – რითიც იტალიის თასის ფინალში მოვიპოვეთ ადგილი. ვიმედოვნებ ხვალაც, ყველაფერი ზუსტად ისე განვითარდება როგორც ყოველ ჩვენთაგანს სურს. დარწმუნებული ვარ ძლიერ მატჩს გავმართავთ და მოვახერხებთ კვალიფიკაციას მომდევნო ეტაპზე “.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
DRUGHI
9 years ago

ეკუთვნის ამ კაცს :forza: :forza:

MAXSIMUS
9 years ago

გაგვახარეთ ლომებო! :forza: :juvee: :juventus: :italy: :kenwvla: :love:

tornike tatarashvili
9 years ago

რო მოიგოს იუვემ ბუფონი უეჭველი დაამთავრებს :D

lasha naxucrishvili
9 years ago

ძალიან უინტერესო გამოდგა დღევანდელი ჩემპიონთა ლიგა აღარ ვუყურებ ბავარიას :lool:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x