ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”ბოლომდე ვიბრძოლებთ”

ტურინელთა წარმატების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე ბიანკონერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა წარსდგა, რომელმაც იუვეს წარმატებაზე ისაუბრა :“ურთულესი მატჩი იყო, მაგრამ კლუბი სათანადო დონეზე შეხვდა ამ გამოწვევაზე. ნამდვილად არ ვიცი პროცენტულად თუ რამდენია ალეგრის დამსახურება, მაგრამ სეზონის წინ ჩვენ შევუქმენით მას ისეთი გარემო რითიც აგრძელებს წარმატებულ სვლას. დღევანდელმა გამარჯვებამ განაგრძო ჩვენი სრულყოფილება. რთულია ამ შეხვედრას ლამაზი უწოდო, მაგრამ მთავარი იყო ნახევარფინალში გასვლა ხოლო ფეხბურთელებს პროგრესირება მოუწევთ. ეხლა კი ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ და დავარწმუნოთ. გუნდმა აუცილებლად უნდა განაგრძოს განვითარება”.

“ბუნებრივია ნახევარფინალში გასვლა სპორტული მიზნებისთვის გვსურდა პირველ რიგში და არა ფინანსურად, თუმცა ეს უკანასკნელი დადებითად აისახება გუნდის ბიუჯეტზე და მის სატრანსფერო საქმიანობაზე. გუნდი წლიდან წლამდე უმატებდა ხარისხს და მერწმუნეთ გზის გაგრძელებას მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც მოვახდენთ. ვინარჩუნებთ ერთიანობას და გვსურს ევროპულ ასპარეზზე რაც შეიძლება მყარად მოვიკიდოთ ფეხი”.

“ნახევარფინალურ სტადიაზე სამივე დარჩენილი მეტოქე არის ტოპ სამყაროდან, მაგრამ ბრძოლას ნებისმიერს ბოლომდე გავუჩაღებთ. გასათვალისწინებელია უბრალოდ მათი ფინანსური და ტექნიკური ნიუანსები. ამ პარამეტრებით ჯერჯერობით მეოთხე პოზიციაზე ვიმყოფებით, მაგრამ ფეხბურთი არაპროგნოზირებადი რამეა. სკუდეტო და იტალიის თასი არის უმთავრესი მიზნები. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კი უნდა შევინარჩუნოთ რეალისტურობა და სათანადო დონეზე ვაფასებდეთ საკუთარ შესაძლებლობებს. მეორეს მხრივ, მცირე იღბალი არავის აწყენდა”.

“პოგბა? მისი დაბრუნება მოხდება 20 დღეში. საბოლოო ვერდიქტი მედ პერსონალის ხელშია, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე სარეაბილიტაციო პერიოდმა შესაძლოა უფრო მცირე დრო მოიცვას”.

მაროტას ასევე სატრანსფერო თემაზეც მოუწია პასუხის გაცემა..

“დიბალა? არ დაგიმალავთ ძამპარინისთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ფეხბურთელი ძალზედ გვესიმპატიურება, მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო დონეზე ნაკლები გამოცდილება აქვს. არ ვართ წინააღმდეგი არგენტინელის გაფორმების, მაგრამ მოლაპარაკებებს უამრავი კლუბის დაინტერესება ართულებს. კავანი? ისევე როგორც ჩვენ, ნახევარ საფეხბურთო სამყაროს მოსწონს ურუგვაელი, თუმცა სატრანსფერო ბაზარი საკუთარ თამაშის წესებს კარნახობს ყველას. ფალკაო? მისი ანაზღაურება და სატრანსფერო ღირებულება იუვესთვის საკმაოდ მაღალია.

ძალიან სასიამოვნოა რესტორანში 100 ევროდ ყოფნა და აცნობიერებდე თუ რა დიდი სამუშაო გასწიე ამ პერიოდის მანძილზე. იმედი მაქვს ეს ყველაფერი ძალზედ გემრიელი იქნება. ახალი კონტრაქტი ალეგრისთან? უახლოეს პერიოდში მივუხსდებით მოლაპარაკებების მაგიდას”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
9 years ago

ეს ჩვენი წელია მჯერა მე მაგის

jek17
9 years ago

ეგ კაი ამბავია :forza:

nika chigladze
9 years ago

UEFA-ს ახალი წესების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ყველა ყვითელი ბარათი, რომელიც ადრე მიიღეს ფეხბურთელებმა, ძალას კარგავს.

შეგახსენებთ, რომ ეს წესი UEFA-მ ხელახლა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მიიღო, რაც იმისთვის გაკეთდა, რომ ყვითელი ბარათების გამო ფეხბურთელებს ფინალური მატჩის გამოტოვების საშიშროება არ ჰქონოდათ.
ეხლა გავიგე არ ვიცოდი :juvee:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x