ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი :”ჩვენ არავისი არ გვეშინია”

არტურო ვიდალის მოსაზრებით გუნდმა არნახული პროგრესი განიცადა ბოლო ხანებში და არავის არ უნდა ეშინოდეს ჩემპიონთა 1/2 ფინალში. გუშინ, ბებერმა ქალბატონმა ორ რაუნდიანი ბრძოლის შედეგად ფრანგული “მონაკოს” ბარიერი გადალახა და 2003 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს ევროპის უპრესტიჟულესი გათამაშების ნახევარფინალში:“ცივ სისხლიანი იუვე იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა თუ როგორ უნდა მიეღწია წარმატებისთვის და რა უნდა მოემოქმედა კონკრეტულ ეტაპზე. ხისტი ფეხბურთი ვითამაშეთ და შედეგად დამსახურებულად ვაგრძელებთ წინსვლას”. ბარსელონა, ბაიერნი, რეალი.. “სიმართლე გითხრათ არავისი არ მეშინია. ოთხივე გუნდს აქვს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. დაველოდოთ პარასკევს და ვნახოთ თუ რომელი მათგანი დაგვიპირისპირდება, თუმცა ამ ეტაპზევე შემიძლია განვაცხადო, რომ ერთ დონეზე ვიმყოფებით მათთან. ბოლო პერიოდში შევიძინეთ სტაბილურობა რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. ეხლა კი შეგვიძლია კონცენტრაცია მოახლოებულ დერბიზე მოვახდინოთ”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
9 years ago

საუკეთესო თამაშები წინ გველის იუვეს ჯერ ტურინში ლიგაზე კაი თამაში არ ჩაუტარებია და იმედი ეს აწი იქნება და ვიდალი მაგარი კაცია სულით ჩემპიონია :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

ერთ ნაბიჯია ფინალამდე ცოტა უნდა გაგვიმართლოს მიუღწეველი არაფერია მითუმეტეს დირკა დაცვა ყავთ დარჩენილ გუნდებს და ყველა 1 ნომრად თამაშობს :forza:

forza bianconeri
9 years ago

რეალი ყველაზე ხელსაყრელი მეტოქეა ამ 3-დან

vakhtang karchava
9 years ago

მთავარი მიზანი,ოთხეულში მოხვედრა მიღწეულია! იყო გარკვეული დაძაბულობა ამასთან დაკავშირებით,რაც ხარისხზეც აისახა და გასაგებია. დიდი ნაბიჯი გადაიდგა ფინანსურადაც და ფსიქოლოგიურადაც. აწი უკვე ზეწოლა ნაკლები იქნება და უფრო თავისუფლად ითამაშებენ. არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ვის შევხვდებით,მთავარია აწი უკვე შინ მოგვიწიოს მეორე თამაშმა! და კიდევ პოგბა გვჭირდება ძალიან,იმედია განმეორებითში დაგვეხმარება… :forza: :forza: :forza:

AKAKI nozadze
9 years ago

წელს რატომღაც აღარ მაქ იმედი ლიგის მოგების ღმერთმა ქნას მოვიგოთ მარა თურამეა იმედია ღირსეულად გამოვეთიშებით. მაინც ბაიერნი არ მინდა ფინალამდე რა

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x