ტევესი :”ბოკა? ბოლო პერიოდში დაიწერა და ითქვა უამრავი სიცრუე “
ბიანკონერის არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ მას არანაირი კონტაქტი არ ჰქონია ბოკა ხუნიორსთან. საუბარი, რომ იგი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს ტურინს და სამშობლოს მიაშურებს არის ჭორი:“ბოკა? ბოლო პერიოდში პრესის ფურცლებზე დაბეჭდილი ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე. მათ არცერთ წარმომადგენელთან არ მისაუბრია კარიერის სამშობლოში გაგრძელებაზე. უმჯობესია ფოკუსირება მოხდეს დღევანდელ შედეგზე. ჩვენ მოხარულნი ვართ 1/2 ფინალში გასვლით, მაგრამ სიმართლე ითქვას ჯერჯერობით რეალურად არაფრისთვის მიგვიღწევია. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი დაგვრჩა სეზონში, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს”.
წყარო: Tuttosport
ტევესი ერთი სეზონიც გამოგვადგება კიდე ჯერ ადრეა მაგისტვის ევროპის დატოვება
გილოცავთ ყველას წინ დიდი გამარჯვებისკენ ..
