ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იტალიელი ტაქტიკოსისთვის დამახასიათებელი მატჩი. სიზუსტე ყველა მოქმედებაში. ყველა ფეხბურთელმა იცოდა თუ როგორ უნდა შეეჩერებინა მეტოქის იერიშები. და მაინც რატომ აირჩია ერთი შეხედვით ასეთი სარისკო გეგმა ალეგრიმ? ალბათ იმიტომ რომ მონაკო არის გუნდი, რომელიც იცავს თავს რიცხობრივი უპირატესობით, ხოლო შეტევაში კონტრიერიშების იმედად არის. პოზიციური შეტევა ფრანგების ძლიერი მხარე ნამდვილად არარის და ამიტომაც არ გარისკა მაქსმა.. მან საკუთარ ნახევარზე დაავალა ფეხბურთელებს პრესინგი.. საჯარიმოს მისადგომებთან კი ტურინელებს ისეთი ზღუდეები ჰქონდათ აღმართული რასაც მონაკომ ვერაფერი გაუგო.. ერთადერთი ხიფათი პირველ ნახევარში ისევ კიელინიმ შეუქმნა საკუთარ გუნდს.. საბედნიეროდ ეპიზოდმა მშვიდობიანად ჩაიარა, ხოლო მეორე ტაიმში ჯორჯონეც მოეგო გონს..

ბუფონი – 6.5 – ფანტასტიური სეივები არ გაუკეთებია, მაგრამ ბერბატოვს რომ დაასწრო ბურთზე სწორედ ეს გახდა მეტოქის ზეწოლის პიკი. თითქის უწყინარი სიტუაცია კინაღამ მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენით დასრულდა.. მაგრამ ისევე როგორც ლაციოსთან შეხვედრაში აქაც ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ერთი სეივი, 9 გამოტანა და ორი საჰაერო ბურთი მოიპოვა.

ბარძალი – 7 – ოფიციალურად: ანდრეა კედელი ბარძალი დაბრუნდა! ყველამ ის მცველი იხილა, რომელიც ტრავმამდე გასაქანს არ აძლევდა მეტოქეს. იმედი ვიქონიოთ, რომ მას აწი ძველი ტრავმა აღარ შეახსენებს თავს.

ბონუჩო – 7 (მატჩის საუკეთესო მოთამაშე) – პარადოქსულია, მაგრამ სამ მცველიან სქემაში ბონუჩი სრულად ამჟღავნებს პოტენციალს, მაგრამ თავად გუნდი განიცდის პრესინგის გამო დისკომფორტს. სამი მცველიდან ლეო ყველაზე აქტიურია და ფაქტიურად ყველგან ჩნდება სადაც გუნდს სჭირდება.

კიელინი – 5 – მცურავი და სახიფათო. ხელით თამაშის გამო იღებს ყვითელ ბარათს და შემდგომ მსაჯი ინდობს, რომ არ აძევებს მინდვრიდან. ბერნარდო სილვა მოსვენებას არ აძლევს. საბედნიეროდ მეორე ნახევარში გამოფხიზლდა და ეტაპობრივად ხდება გაუვალი.

ლიხტშტაინერი – 5.5 – სამ მცველიან ტაქტიკაში იდეაში ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელებმა ზეწოლა უნდა გაზარდონ მეტოქეზე, მაგრამ იუვეს შემთხვევაში რატომღაც ეს ასე არ ხდება. და საინტერესოა რატომ? იმის მაგივრად, რომ შვეიცარიელს სისწრაფე ჩაერთო და ფლანგი აეკლო, ძირითადათ მარჯვენა მცველის როლს არ გასცდენია..

მარკიზიო – 6 – მსხვერპლშეწირვის მატჩი. პირლოს დაბრუნებით იგი ძირითადათ შავი სამუშაოთია დაკავებული. სამწუხაროა, მაგრამ ნამდვილი რეჯისტა გუნდს დამატებით კრეატიულობას ართმევს. შედეგად დარჩა მხოლოდ ბრძოლა.

პირლო – 6.5 – კონდოგბია საკუთარ თამაშის წესებს კარნახობს და შედეგად მაესტროს რიგ ეპიზოდებში ან უფრო ღრმად უწევს თამაში ან უხეშად. თუმცა, მისი გადაცემები მაინც ჰქმნის სივრცეებს და აკარგვინებს მეტოქეს ასე საჭირო წუთებს.

ვიდალი – 5.5 – თამაშობს.. იმიტომ რომ მებრძოლია და იმიტომ რომ პირველ მატჩში სული და გული იყო გუნდის. თუმცა, ტონზილიტმა დაღი დაასვა მის შესაძლებლობებს. სამწუხაროდ ხშირად თმობდა პოზიციებს.

ევრა – 5.5 – მთელი პირველი ნახევრის მანძილზე იუვესთვის მარცხენა ფლანგი ყველაზე პრობლემატურ პოზიციად რჩებოდა. საინტერესოა, მაგრამ ჟარდიმმა მეორე ნახევარში ფაბინიო – ბერნანდოს წყვილიდან უკანასკნელს ფლანგიდან ცენტრში შეწევა დაავალა და შედეგად ტურინელთა დუეტმა კიელინი – ევრამ ოდნავ ამოისუნთქეს.

ტევესი – 5 (ყველაზე სუსტი) – ეს უფრო კარლინო იყო ვიდრე კარლიტოსი. საინტერესოა სად გაქრა იგი ამ საღამოს? რადგან მინდორზე აშკარად მისი უნიჭო დუბლიორი იმყოფებოდა.

მორატა – 5 – ასევე ძალიან სუსტია ან შესაძლოა გარკვირვებული დარჩა ტევესის ასპარეზობით. სხვათაშორის მოედნიდან გასვლის შემდეგ მორატამ თავი საკმაოდ ცუდად იგრძნო და გული აერია.. იგივე რამ ალეგრიმ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზეც განაცხადა .. მისი თქმით ტევესი ინფექციის გამო ორი დღე იტანჯებოდა..

ალეგრი – 6 – და რატომ სამი მცველი? ტაქტიკა რომელიც მუშაობს იტალიაში, მაგრამ არა ევროპაში? მის გამო გუნდი იკეტება საკუთარ ნახევარზე და მოქმედებს ნეგატიურად შეტევაში. ერთდერთი ნათელი მხარე იყო ბონუჩის და პირლოს ასპარეზობა. ეს არის თემა, რომელიც ფართო მასებშია განსახილველი.

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
9 years ago

ყველაზე მაგრად ბარძალიმ და ბონუჩიმ ითამაშეს ასევე დიდი სამუშაო შეასრულა მარკიზიომ და ვიდალმა იმედია კიელინის შეცდომები აღარ ექნება და ტუ სწორად ვიტამაშეტ დაცვაში ნებისმიერს გავაგდებთ :forza:

sak10
9 years ago

რო არ დავცერო არ სჰემიდზლია, დგეს დავრეგისტრირდი და მახიმალურად მინდა გაგიზიაროტ ცჰემი სჰეზხედულება იკნებ ვინმესტვის საინტერესოც იკოს, ბონუცის ააკვს ხელპასი მილიონ სჰვიდასიატასი ანალოგიური ხელპასი აკვტ ცასარესს და ოგბონას ეს უსამარტლოდ არ მიგაცჰნიატ? მე პატივს ვცემ კვემოტ მოკვნილ ორივე მცველს და კასრესი დზალიანაც მომცონს მაგრამ ასჰკარაა რომ ბონუცის მეტი ეკუტვნის ისევე როგორც მარკიზიოს 3 მილიონიაკვს რაც ნაკლებია ვიდალის ხელპასსზე ეს უსამარტლო მდგომარეობა უნდა გამოსცორდეს ცჰემი აზრიტ, ვიდალიც დზალიან მომცონს არ იპიკროტ რომ მისი ხელპასი დიდად მეცჰვენება.

svani
9 years ago
Reply to  sak10

გეთანხმები ბრატ პროსტა ან ინგლისურ კლავიატურაზე გადართე ან რამე ქენი თორე რებუსებით გველაპარაკები :))) :forza: :forza: :juvee:

sak10
9 years ago

მე ვერ გავიგე რა იტამასჰა კარგი პირლომ, ერტი პსი ეს არაპერია, და საერტოდაც ასჰკარაა რო ცენტრი ვეგარ უცჰირავს, სისცრაპე არაკ პიზიკურადაც აგებს და ეხლაც და ცინა ტამასსიც ცჰავვარდიტ საყრდენის ზონასჰი, იკნებ ეცადატ მარციზიოს მად დაკენება რომელიც მარტლა კბილებიტ უცჰირავს ეგ ზონა როცა დგას და პირლო აეციატ ზემოტ გამტამასჰებელზე, ტავდამსხმელების კვესჰ იკ ნაკლებად სარისკოა ბურტის კონტროლი დიდი ხანი და პასებიტაც სჰეიდზლება გაკვანა პორვარდების ვპიკრობ კარგად გამოუვიდოდა.

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  Dutch

აცრილი არ ყოფილა ბავშვობაში და აიკიდა რამე :chuvak: :chuvak:

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  Dutch

ხო მართლა,ბარსა თუ შეგვხვდა სუარესს ნამორდნიკებით მოუწევს კიელინის წინააღმდეგ თამაში? :chuvak:

vakhtang karchava
9 years ago

ალეგრის მეტი ეკუთვნის,მოცემულ სიტუაციაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო! კარგად დააკვირდით რა მდგომარეობა იყო გუნდში,პირლომ ჯერ სრულად ვერ აღადგინა კონდიციები,ვიდალის თამაში საერთოდ საეჭვო იყო,ტევესი ცუდად ყოფილა თამაშამდე და აგერ მორატაც ვერ ყოფილა მთლად ჯანზე,პოგბა ხომ არ გვყავდა საერთოდ! ისე კიელინის არ აწყენდა ერთი კაი გამოკვლევა :lool: :lool:

besiki777
9 years ago

პირლომ და მორატამ ყველაზე ცუდათ ითამაშეს ნუ მორატამ იმ ეპიზოდში ტევესს პასი რო არ მისცა. კიელინიმ ყვითელი კი მიიღო მაგრამ ცუდად არ უთამაშია. ჯორჯო ლომია რა 5 უწერთ სხვა თამაშს უყურეთ????

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x