ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი :” 12 წლის შემდეგ მიღწეული წარმატება”

მძიმე მატჩი გამოდგა და პრინციპში ეს ბუნებრივია, რადგან ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი 2003 წლის შემდეგ არ ღირსებიათ სხვადასხვა მიზეზის გამო. ბუფონი სწორედ ამაზე საუბრობდა ჟურნალისტებთან მატჩის დასრულების შემდეგ. ფეხბურთელები ასრულებდნენ მწვრთნელის მითითებებს, თუმცა მათ თამაშში სწორედ ზემოთხსენებული დაძაბულობა იგრძნობოდა..

“რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს 12 წლის უკან ვფიქრობდი, რომ მალევე მოვახერხებდი ნახევარფინალში გასვლას, თუმცა ყველაფერი ისე არ განვითარდა როგორც ვგეგმავდი.. დღევანდელი მიზნის მისაღწევად გრძელი გზის გავლა მომიწია, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მოპოვებული შედეგით”.

“ნებისმიერ ფასად გვსურდა ნახევარფინალში გასვლა, რადგან იუვენტუსი უკვე დიდი ხანია ამ სტადიაზე არ ყოფილა. ჩვენ კი ახალი ფურცლის ჩაწერა გვსურს მის ისტორიაში. გერმანული მატჩისგან განსხვავებით ფრანგების წინააღმდეგ ასპარეზობა მეტად დაძაბული აღმოჩნდა. მეტოქე კარგად იყო მომზადებული ტაქტიკურად და ფიზიკურად. ბევრი რამ იდო სასწორზე და ელემენტარული შეცდომა შესაძლოა ძვირად დაგვჯდომოდა. ამიტომაც იყო, რომ არ მივდიოდით დიდ რისკზე. დაძაბულმა ატმოსფერომ ფეხბურთის ხარისხზეც იქონია ზეგავლენა”.

ტურინელები 2003 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, სადაც მათ გარდა ასევე მოხვდნენ მადრიდის რეალი, მიუნჰენის ბაიერნი და კატალონიური ბარსელონა.

მატჩის დასრულებისთანავე უამრავმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი მასიმილიანო ალეგრი-ს ირგვლივ და იგიც ეტაპობრივად სცემდა პასუხებს მათ კითხვებს. თავდაპირველად მწვრთნელმა საუბარი იმ ტაქტიკურ მონახაზზე ისაუბრა, რომელიც მონაკოს წინააღმდეგ აირჩია. მისი სიტყვებით ეს დიდწილად განპირობებული იყო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის ცუდი ფიზიკური კონდიციებიდან :“უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ტევესი საშინლად გრძნობდა თავს, მაშინ როცა ვიდალი მაღალი ტემპერატურით ვარჯიშობდა, ხოლო პირლო ეს-ესაა რაც სრულფასოვნად დაუბრუნდა გუნდს. ამიტომაც მატჩის წინ არჩვევანი სხვა ტაქტიკურ მოდულზე და გეგმაზე გავაკეთე. მესმის, რომ საფეხბურთო კუთხით თამაში იდეალურისგან ძალზედ შორის იდგა, მაგრამ უპირატესობა კონკრეტული შედეგის მიღწევას მივანიჭე. მეტოქეს ფაქტობრივად არ მივეცით რეალური შანსი, ხოლო თავად პირველ 45 წუთში გვქონდა 1-2 ეპიზოდი, რომლიდანაც მაქსიმუმი უნდა ამოგვეღო”..

“ნამდვილად ბედნიერი ვარ ჩემი შეგირდების გამო, რადგან მათ ეს მართლაც დაიმსახურეს! ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში ორი მარცხი ვიწვნიეთ ერთნაირი შედეგით 1-0 და არცერთ მათგანში არ ვიმსახურებდით დამარცხებას. 1/2 ფინალისტები? დღეისათვის ყველაზე ძლიერი კლუბები არიან თავმოყრილნი.

მონაკოს მატჩისგან განსხვავებით, ფაქტია რომ ჩემი შეგირდები რადიკალურად განსხვავებულ სტილში იასპარეზებენ ნახევარფინალში. განურჩევლად იმისა თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. საერთოდაც, წილისყრა უბრალო ფორმალობაა რადგან იგი ნამდვილად ტოპ დონის იქნება.

გადმოვიბირე თუ არა კონტეს ფანები? ამაზე მე ვერაფერს გიპასუხებთ, უბრალოდ დავძენ რომ რთულია შეეგუო წყნარად იმ ფაქტს, რომ ერთ დღეს შენს უსაყვარლეს კლუბს ტოვებს მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ სამი სკუდეტო მოიგო. ამიტომ მშვენივერად მესმოდა ტიფოზერიის. საერთოდაც მილანიდან იუვეში ცოტა მწვრთნელი თუ გადასულა სამუშაოდ. ნამდვილად მწამს ჩემი შეგირდების და ვიცი, რომ მათ უფრო შეუძლიათ. გუნდმა აუცილებლად უნდა განაგრძოს პროგრესირება. დღეისათვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, იტალიის თასის ფინალში და სკუდეტოსთან ერთ ნაბიჯში ვიმყოფებით, რაც უსაზღვროდ ბედნიერს მხდის ჯერჯერობით”.

პატრივს ევრას დიდი იმედი აქვს, რომ საკუთარი გამოცდილებით დაეხმარება გუნდს ნახევარფინალური სტადიის წარმატებით დაძლევაში :“ეს ჩემი პირველი სეზონია კლუბში და როდესაც კონტრაქტს ვაფორმებდი დირექტორმა მითხრა, რომ იუვეს მიზანი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული ასპარეზობა იყო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მასიმილიანო ალეგრის და ფაბიო პარატიჩის, რომელთა დახმარებითაც დღეს აქ ვიმყოფები. ყველა ღონეს ვიხმარ რათა საკუთარ გუნდს დავეხმარო სანუკვარი მიზნის მიღწევაში. პატივი უნდა ვცეთ კლუბის ისტორიას და იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც წარსულში არაფერი დაიშურეს დიდი გამარჯვებებისთვის. იტალიური ფეხბურთი? უმრავლესობას ჩამოყალიბებული აქვს მცდარი წარმოდგენა. უბრალოდ აქ განსხვავებული ფილოსოფია სუფევს. ფსიქოლოგიური კუთხით კარგად უნდა იყოთ მომზადებულნი. არ მსურს რაიმე კუთხით თავი გავიმართლო, მაგრამ თავდაპირველად საოცრად გამიჭირდა. საბედნიეროდ პარტნიორების დახმარებით მალევე გადავლახე ეს პერიოდი. იტალიაში თამაში ადვილი არავისთვის არის”.

არტურო ვიდალის მოსაზრებით გუნდმა არნახული პროგრესი განიცადა ბოლო ხანებში და არავის არ უნდა ეშინოდეს ჩემპიონთა 1/2 ფინალში. გუშინ, ბებერმა ქალბატონმა ორ რაუნდიანი ბრძოლის შედეგად ფრანგული “მონაკოს” ბარიერი გადალახა და 2003 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს ევროპის უპრესტიჟულესი გათამაშების ნახევარფინალში:“ცივ სისხლიანი იუვე იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა თუ როგორ უნდა მიეღწია წარმატებისთვის და რა უნდა მოემოქმედა კონკრეტულ ეტაპზე. ხისტი ფეხბურთი ვითამაშეთ და შედეგად დამსახურებულად ვაგრძელებთ წინსვლას”. ბარსელონა, ბაიერნი, რეალი.. “სიმართლე გითხრათ არავისი არ მეშინია. ოთხივე გუნდს აქვს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. დაველოდოთ პარასკევს და ვნახოთ თუ რომელი მათგანი დაგვიპირისპირდება, თუმცა ამ ეტაპზევე შემიძლია განვაცხადო, რომ ერთ დონეზე ვიმყოფებით მათთან. ბოლო პერიოდში შევიძინეთ სტაბილურობა რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. ეხლა კი შეგვიძლია კონცენტრაცია მოახლოებულ დერბიზე მოვახდინოთ”.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
0
Would love your thoughts, please comment.x