ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი :”ტაქტიკა? ამას მწვრთნელი წყვეტს”

მადრიდის რეალი ნამდვილად არ არის უცხო გუნდი იუვენტუსისთვის. ბოლოს ეს ორი კლუბი ერთმანეთს გასულ სეზონში შეხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე. მაშინ ტურინელებმა სტუმრად მარცხი იწვნიეს, ხოლო შინ ფრედ დაასრულეს შეხვედრა. ანდრეა ბარძალიმ ჟურნალისტებთან საუბარში საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და ამ თემასაც შეეხო:“ნახევარფინალში იოლი მეტოქე არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს წინააღმდეგ ტოპ კლუბი წარსდგებოდა. თუმცა, არანაირი დაძაბულობა და შიში არ იქნება ჩვენს ასპარეზობაში. გასული სეზონი? იმ პერიოდში გარკვეულ სირთულეებს განვიცდიდით და საერთოდაც ჯგუფური ეტაპის შედარება ნახევარფინალთან რთულია. გვაქვს დრო, რათა შესაბამის დონეზე მოვემზადოთ დაპირისპირებისთვის”..

“სამეფო კლუბი ზედმეტ რეკლამას არ საჭიროებს. ესპანელებს ფანტასტიური შემადგენლობა ჰყავთ, რომელთაც ძალუძთ ნებისმიერი მიზნის მიღწევა”.

“ტაქტიკური სქემა? სამი მცველით ვითამაშებთ თუ ოთხით ამას მწვრთნელი წყვეტს. მერწმუნეთ დაცვაში თამაში არ განისაზღვრება რაიმე ციფრებისგან. აქამდეც და მომავალშიც ჩვენი უკანა ხაზის საიმედოობას განაპირობებს ერთიანი მექანიზმი. ჩვენ მთელი გუნდით ვიცავთ და ვუტევთ. თითოეული ელემენტია ტაქტიკურად ჩართული როგორც მეტოქის შეტევისას, ისევე საპირისპირო მხარეს განხორციელებულ მანევრირებებში. ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს, რაც მეტად კომფორტულს ხდის თამაშს ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ”.

და მაინც, ხომ არ ფიქრობთ რომ სამ მცველიან ტაქტიკაში უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს?

“3-5-2-ს ვთამაშობდით წლების მანძილზე და იგი ზეპირად გვაქვს შესწავლილი. თუმცა, მეორეს მხრივ 4 მცველიან ტაქტიკაზე ადაპტირება კარგად მოვახდინეთ მიმდინარე სეზონში. გადაწყვეტილებას იღებს მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ ალეგრი ზუსტად იმ წყობას აირჩევს, რომელიც საუკეთესო იქნება ამ მატჩისთვის”.

ბერლინის ფინალი..

“დღევანდელ დღეს ბერლინზე ფიქრი რთულია. ბუნებრივია ეს ის ადგილია სადაც მეც და პარტნიორებს, იღბალმა დაუვიწყარი წამები გვაჩუქა. წინ დიდი და გრძელი გზა გველის, თუმცა სასურველი კონცენტრაციით და სულისკვეთებით შეგვიძლია მიზნის მიღწევა”.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zebra
9 years ago

4-4-2 ტაქტიკა უფრო მისაგები იქნება პირველ ტამაშში: ლიხა ბონუცჰი ბარზალი ევრა ვიდალ მარკიზიო პირლო პერეირა ტევეს მორატა.. ტუ კი მოვიგეთ მეორე გასვლაზე 3-5-2 ,,უფრო დაცვითი
კონტრსჰეტევაზე .. :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

Iuvem tamashi damala monakoshi, 10% vitamashet shesazleblobebis, dges xo autsaiderat vitvlebit? Xoda pirveli turinuli tamashis mere yvela mtavar favoritad sheracxavs iuves

Di Francesco # 1
9 years ago

Piriqit evras gauwirdeba swraf motamasheebtan tamashi, barzali da kielini Kide AR ayveba siswrafeshi shemtevebs da zalis da poziciurad swori tamashis xarjze sheachereben. 3 mcvelit tamashi aucilebelia darchenil tamashebshi

User234
9 years ago

ერთიც მინდა ავღნიშნო ის, რომ იუვენტუსი მონაკოსთან გადაღლილი იყო – ეგ აშკარად ეტყობოდა. ძაან “არა-სვეჟად” ჩანდა გუნდი. მე პირადად სკუდეტო დიდად არ მანაღვლებს ეხლა, ლიგის თამაშების წინ საჭიროა მთელმა გუნდმა დაისვენოს, თუნდაც რომ წააგონ ის თამაშები.

User234
9 years ago

კი ბაქიბუქობდნენ სხვა კლუბების გულშემატკივრები იუვენტუსზე,მარა გულის სიღრმეში ბარე-ორს “ემჟავა” ჩვენი ნახევარფინალში გასვლა.

giorgi nefaridz
9 years ago

არანაირი 3-5-2 რეალი ფლანგებით თამაშობს კარგად, ბარძალის და ჯორჯოს გაუჭირდებათ სწრაფ გარემარბებთან თამაში ჯობია ევრა ლიხშტამ ითამაშონ და მაქსიმალურად ეცადონ წინ არ წავიდნენ :forza:

Samtrediel90
9 years ago

გავალთ,ისე მჯერა როგორც არასდროს
ამ ბოლო დროს ნახევარფინალებიდან სულ ის გადის ფინალში ვისაც ყველაზე ნაკლებად ელიან და განწირულად მიაჩნიათ,ჩელსი,ბორუსია,ატლეტიკო,იმედია ჩვენც გავაგრძელებთ ამ პატარა ტრადიციას :D
თან ეს კარგიცაა რეალისგან რო ელის მთელი მსოფლიო გასვლას,ყველანაირი ნაგრუზკის გარეშე ითამაშებენ ბიჭები
:forza: :forza: :forza:

valeri tokhadze
9 years ago

ყველაფერი არის ფსიქოლოგია მთავარია ჯეროდეტ ფეხბურტელებს და აუცილებლად გავალთ

DRUGHI
9 years ago

პოგბაზე ხომ არ არის რამე ახალი? :forza:

forza bianconeri
9 years ago

შარშან ძაან სასაცილო თამაში იყო მსაჯრიდთან გასვლა. მსაჯმა არაფერზე რო დადო პენალტი და რო გააძევა კიელო მყივნთავუ რონალდოს გამო. რამდენიმე წუთში კი ვიდალს არ დაუდეს აშკარა პენალტი :blin:

Gio Darja
9 years ago

შარშან ტურინში კონტეს იდიოტური გადაწყვეტილება რომ არა, იმ თამაშს მოვიგებდით, მაგრამ როგორც სჩვევია 1-0 ანგარიშზე დაცვაში ჩაჯდომა გადაწყვიტა და მთელი უპირატესობა რეალს გადასცა, არადა პირველ ტაიმში ვდომინირებდით )) ალეგრის იგივე შეცდომები საბედნიეროდ, არ მოსდის ჯერ-ჯერობით

jek17
9 years ago
Reply to  Gio Darja

მართალია,თან კონტე მაგ დაცვაში ჩაჯდომას მარტო რეალთან კიარა ვისაც ერთ გოლს გაუტანდა ყველასთან ეგრე იქცეოდა და შენარჩუნებაც არ იცოდა,ძირითადათ გვიტანდნენ ხოლმე მაგ შემთხვევაში,ალეგრიმ აჩვენა რო არამარტო შეტევა არამედ დაცვაც და ანგარიშის შენარჩუნებაც კარგად შეუძლია:-|

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  jek17

გეთანხმებით უბრალოდ არ შეიძლება არ დაეთანხმოს ვინმე ამ ყველაფერს !

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x