ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მძიმე ევროპული გამოცდა და ტურინული დაცვის ხაზი..

რამდენიმე საათში ჩვენი მეტოქის ვინაობა გახდება ცნობილი.. გუნდის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში დაგვიპირისპირდება. ფაქტია, რომ რეალსაც, ბაიერნსაც და ბარსელონასაც ჩვენთან სურთ შეხვედრა და ამისი მიზეზი ყველასათვის ნათელია. ზემოთ ჩამოთვლილ სამივე გუნდს უფრო უკეთესი შანსი აქვს ტურნირში გამარჯვების და საერთოდაც სათამაშო მახასიათებლებიდან გამომდინარე ექსპერტებისგან ბევრად უფრო მაღალი შეფასებები აქვთ ვიდრე ჩვენ. სხვათაშორის დორტმუნდის დამარცხების შემდეგ არც ჩვენი შესაძლებლობები ფასდება ასე ცუდად, მაგრამ მონაკოში ნაჩვენებმა შედეგმა სავარაუდოდ იქონია თავისი ნეგატიური ზეგავლენა.

და მაინც რა მოხდა ლუი 2-ეს სახელობის არენაზე? ასეთი ბიანკონერი, რომელიც არ უტევს, არ ცდილობს ბურთის დაჭერას და უშუალოდ საკუთარ ნახევარზე ხვდება 11-ივე ფეხბურთელით არის უიშვიათესი. უიშვიათესი კი არა კონტეს მოსვლის წამიდან და ალეგრის პერიოდის ჩათვლით ეს იყო პირველი შემთხვევა. ბუნებრივია ესტეთიური მხრიდან რომ შევხედოთ ეს იყო ყველაზე საშინელი 1/4, მაგრამ ტაქტიკური გადმოსახედიდან ბრავო ალეგრის! მისმა სქემამ სრულად გაამართლა და მეტოქეს ერთი შანსიც კი არ მისცა. მაგრამ .. კიელინის არასტაბილური თამაში 3-5-2 -ს გარკვეულ ეჭქვეშ აყენებს. ერთადერთი ალბათ რეალური ხიფათი იქმნებოდა მაშინ როდესაც ჯორჯოს ფეხი დაუცდა. მსაჯმა აშკარად დაგვინდო, რადგან კიელინი ამ ეპიზოდშიც და მის შემდგომშიც იმსახურებდა მეორე ყვითელს და შესაბამისად წითელ ბარათს. წინ კი ის გუნდი შეგხვდება, რომელიც მცირე ფეხის დაცდენასაც კი არავის აპატიებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ლეონარდო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი! მისი ასპარეზობა საერთოდ გამოსარჩევია იმიტომ რომ იტალიელს რვა თვე გაუცდა!

აქ დგას დიდი დილემის წინაშე ალეგრი. არის 3-5-2 სადაც საიმედოდ მოთამაშე დაცვის ხაზი ჰყავს და არის 4-3-1-2 სადაც სასტრატოში კიელინია და მის გვერდით ბონუჩი.. ლეო უფრო უკეთ თავს პირველ ტაქტიკურ მონახაზში გრძნობს, ხოლო გუნდი უფრო პროდუქტიული, სანახაობრივი და შემტევი არის 4-3-1-2 ში.. სხვათაშორის კონტრ იერიშებზე გადასვლაც უფრო სწრაფად ამ ციფრებზე გამოსდის.. ეს დიდწილად პერეირაზეც არის დამოკიდებული, რომელმაც იუვეს სისწრაფე და აგრესია შესძინა თავდასხმის ხაზში..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sak10
9 years ago

mapatie megobaro magram exla ogbonas dro namdvilad ar aris, evraze getanxmebi rom siscrape dakarguli akvs, dacvis lideri cels ashkaraa rom bonuccia da moedanzec etyoba mititebebsac ki adzzlvs sxvebs, bonuchi chkviani mcvelia, pirlo dzalian vapaseb magram ar meimedeba is sayrdenze artmevaze ver tamashobs da advilad atyueben, vpikrob aucileblad marchizio unda daayenos mand da gverdze dauyenos vidali danarcheni gaanacilos, centrs vagebt 2 tamashia shuagul sayrdenis pozicias rac ashkarad pirlos susti pormis bralia..(((

DRUGHI
9 years ago

მალე დაიწყონ რა ლიგის კენჭისყრაც

svani
9 years ago

მარტივი თემაა რა: სახლში ვთამშობთ 4-3-1-2ს (ანუ მოსაგები თამაში რომელიცაა) და გასვლას 3-5-2 (თავდაცვითი ტაქტიკა, რომ გოლი არ გავუშვათ). ეს არის მარტივი თეორია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.

vakhtang karchava
9 years ago

სწორი აქცენტია,მართლაც დილემაა სქემის არჩევა. ერთის მხრივ 3-5-2 უფრო საიმედოა დაცვის კუთხით,მაგრამ წინ ნაკლებად პროდუქტიული და პირლოს გენიაზე და ტევესი-მორატას განსაკუთრებულ თამაშზეა ბევრი დამოკიდებული. მეორე მხრივ 4-3-1-2 მრავალფეროვანი და გაცილებით სახიფათოა შეტევაში,თუმცა დაცვაში არც ისე საიმედო. მეთოქეების შემტევ პოტენციალს თუ გავითვალისწინებთ,წესით პირველს უნდა მიმართოს ალეგრიმ,მყარად დადგეს დაცვაში და მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ კონტრშეტევაზე შანსები,რაც ტევესსაც და მორატასაც მშვენივრად შეუძლიათ. თუმცა არ გამოვრიცხავ ალეგრი ავანტიურაზე წავიდეს და სიურპრიზი შემოგვთავაზოს,მითუმეტეს თუ პოგბა მწყობრში იქნება,თვითონაც აღნიშნა რომ აწი უკვე სხვა იუვეს ვიხილავთ! :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

იუვეს ძირითადი ტაქტიკა თუ გახდება 3-5-2 დაგვერხევა მაგრად.
ძალიან ძლიერი დაცვა გვაყვს უბრალოდ კიელინიმ უნდა შეეშვას ფიგურულ სრიალს.ჩემი აზრით ეს არაა უბრალო დამთხვევა აშკარად ნერვიულობს ან კიდევ ბევრს რო ელოდება ყველა მისგან მაგაზე იგრუზება ან კიდევ 2ივე ერთად არადა რა კარგი მცველია.

კონტე რო კონტეა მაგანაც კი შეცვალა ტაქტიკა რეალს რო შევხვდით.

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  Dutch

ალეგრის 3-5-2 ნამდვილად ჯობია კონტეს 3-5-2-ს :) ეს უფრო მინიმალური ანგარიშით მოგების ტაქტიკაა და ანგარიშის შენარჩუნების ლიგაზე.სანახაობრივად 4-3-1-2-ს ნაღდად ვერ შეედრება ამ ტაქტიკით ბევრად უფრო სწრაფად ვახერხებთ თავდასხმაში ასვლას.

lasha naxucrishvili
9 years ago

ანუ იმის თქმა მინდა რო მოედანზე გოლის გასატანადაც ხო უნდა გახვიდე არა.

DRUGHI
9 years ago

ინტერნეტ სივრცემ სუ გაუბერა მართლა ასე არ დაფასება ნახევარფინალისტი გუნდისა არ მახსოვს მონაკო რო გასულიყო რაღას იტყოდნენ. კოსტა რიკაზეც ეგრე იძახდნენ და კი გააპო სამივე :D

Di Francesco # 1
9 years ago

3-5-2 უეჭველი უნდა იყოს, თუ მანდამაინც სეტევა უნდა მეორე ტაიმში პერეირა გამოიყვანოს ლიხშტაინერის მაგივრად, ერთი ორჯერ ხო ათამაშა ფლანგზე?
ევრა 3-5-2ში ყველაზე სუსტია, სისწრაფე არააქ და უკან მოსვლას აგვიანებს, ოგბონა დააყენოს ერთხელ მაინც

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x