ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბლანი არ გამორიცხავს კავანის ტრანსფერს ტურინში

პსჟ დიდი ცვლილებების მოლოდინშია და როგორც პარიზული პრესა იუწყება შესაძლოა გარკვეული სახის რევოლუციაც მოხდეს. კლუბის შიდა სამზარეულოში არაჯანსაღი ატმოსფერო სუფევს და შედეგად მთელ რიგ ფეხბურთელებს წასვლა აქვთ გადაწყვეტილი. ერთ-ერთი პირველი კანდიდატი და მსურველი არის ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი. სხვათაშორის პარიზელთა თავკაც ლორან ბლანს არ უკვირს საქმის ასეთი განვითარება :“იუვე და კავანი? ვფიქრობ ეს ნორმალურია, რადგან თუ გავითვალისწინებთ ურუგვაელის სათამაშო მახასიათებლებს მისი ხელში ჩაგდება მრავალ კლუბს სურს. შესაძლოა ამ ჭორებმა მასსზე დადებითად იმოქმედოს, მოტივაცია გაუზარდოს და სეზონის ფინიში ოპტიმალურ ფორმაში ჩაატარებინოს. ყველა ფორვარდს სურს ცენტრში ასპარეზობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მთელ რიგ სათამაშო ოპერაციებში იბრა მოქმედებს, დანარჩენ შემტევებს ფლანგზე უწევთ გადანაცვლება. შესაბამისად მათი მარგი ქმედება იმდენად ეფექტურად აღარ ისახება ციფრებში. კავანის იუვე სურს, ხოლო იუვეს კავანი. მაგრამ გასათვალისწინებელია კლუბის ფინანსური მხარეც და მოქმედი კონტრაქტი. გადავა თუ არ იგი ტურინში? ასე რომც მოხდეს ნამდვილად არ გამიკვირდება”.

წყარო: tuttosport

6 thoughts on “ბლანი არ გამორიცხავს კავანის ტრანსფერს ტურინში

  1. mainc unda davcero)) meramdened cert rom cavides pepe, arada sakmaod roli itamasha gundis pexze dadgomashi d sheucvleli iko travamde, exlac shecvlebze sheudzlia sargeblis motana da unda daupasdes imitom rom juventinoa tyoba. mtris nacvlad dzadza tu mova cudi ar ikneba.

  2. პოგბას გაყიდვის გარეშე ეს ხალხი მინდა რომ მოვიდეს
    კავანი, ვერატი, დე ბრუენი, დარმიანი, დრაგოვიჩი, ფლორენცი, დიბალა, რომანიოლი + ზაძა, ბერარდი, რუგანი და გამოისყიდონ პერეირა
    გუნდიდან გაუშვან
    რუბინიო, პადოინი, დე ჩელიე, რომულო, მატრი, მარონე, პეპე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.