ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა :”მოვა დრო, როდესაც ავიღებ რევანშს”

კლუბმა გასულ ზაფხულში ნაყოფიერი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა და შედეგად გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოიწვია. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ნაბიჯი არის ახალგაზრდა ესპანელი ფორვარდის – ალვარო მორატას შეძენა. ფეხბურთელის, რომელიც სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდიდა მადრიდში. იგი აგრძელებდა მულჩაუხრელად შრომას და როდესაც ეძლეოდა მინდორზე გამოსვლის საშუალება არაფერს თმობდა საკუთარი გუნდისთვის, მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათად ხდებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა მან კლუბის გამოცვა და კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელება. საქმე იმაშია, რომ პერესი იმ პერიოდში არაერთ დიდ შეთავაზებას იღებდა მის სანაცვლოდ. იყო მითითებები, რჩევა და მცირე წნეხიც კი, რომ კარიერა ვოლფსბურგში ან არსელაში გაეგრძელებინა..

“ვოლფსბურგი? არა გმადლობთ მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება და ტურინში მსურს თამაში. “არსენალი”? არა გმადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია ტურინის სასარგებლოდ და იგი არ ექვემდებარება გასაჩივრებას”. მას არასოდეს შეშინებია პერესის და ანჩელოტის წინააღმდეგ წასვლა და საკუთარი სურვილი ყველას ღიად დაუფიქსირა. იმდენად უნდოდა იუვენტუსში თამაში, რომ ხელფასის გარკვეული კუთხით შემცირებასაც დათანახმდა. მისი სიტყვა აღარ შეიცვლებოდა, ნიჭიერ ფორვარდის გული იტალიისკენ მიეშურებოდა.. ახალი თავგადასავლისკენ. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მისმა ერთ-ერთმა აგენტმა ჯუზეპე ბოცომაც შეიტანა. მას თავიდანვე სწამდა, რომ იუვეს რიგებში მოიპოვებდა ნდობას რაც ასე მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ექს მადრიდელმა სრულად გაამართლა გაცემული ავანსები. რამდენიმე დღეში კი იგი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ წარსდგება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. ერთ-ერთ ინტერვიუში, მან შემდეგ რამ განაცხადა :“მოვა დრო როდესაც ავიღებ რევანშს”..

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
madrid5
9 years ago

მორატა შეილება იუვესთვის კაია და იტალისს ჩემპიონატში გამოუდის თამაში მაგრამ რეალისთვის არ ვარგოდა არ დაფასება არაფერ შუაშია.. ისე მორიენტესამდე ბევრი უკლია ძან და არამგონია მისი დონე გაქაჩოს.. რავი თუ ვინმე გაიტანს იუვედან გოლს რეალთან ისევ ამან გაიტანოს ჯობია გაუსწორდება:D:D

R24
R24
9 years ago

მორიენტესს მაგრად ევასება მორატა და იქნებ რეალს მოევლინოს მეორე მორიენტესად და გამოთიშოს გადამწყვეტი გოლით ფლეიოფიდან :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

რეალმა ვერც მორატა და ვერც იგუაინი ვერ დააფასა ვერც რობენი ვერც სნეიდერი ვერც ვან დერ ვარტი და ასე შემდეგ ყავდეთ ეხლა ძროხა ბენზემა ზიდანის ნაქები.

lasha tsasidze
9 years ago

ისე ესე გასხვისებული ფეხბურთელები თავიანთ ყოფილ კლუბებს სულ უტანენ გადამწყვეტ გოლებს და ვნახოთ ჩვენს შემთხვევაში რა იქნება :D :D

vakhtang karchava
9 years ago

მაგარი მოტივაცია აქვს ალვაროს. აბა შენ იცი დაადუმე სანტიაგო ბერნაბეუ)) :forza: :forza: :forza:

giorgi-10
9 years ago

:juvee:

შოთა ცინაძე

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x