ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”არ უნდა ვუშვებდეთ ასეთი სახის შეცდომებს”

20 წლიანი პაუზის შემდეგ ტორინომ, როგორც იქნა მიაღწია წარმატებას დერბიში. აპენინებზე ცოტა ვინმე თუ დაიტრაბახებს იუვეს დამარცხებას, თუმცა ტურინელთა შეუპოვარმა ხასიათმა თანაქალაქელებთან მატჩში თავისი გაიტანა. ალეგრი იმედგაცრუებული ჩანდა და აცხადებდა, რომ ბოლო პერიოდში ეს იყო მეტ ნაკლებად კარგი თამაში მისი გუნდის შესრულებით, რომელშიც სამწუხაროდ დამარცხდა..

“უკანასკნელ დაპირისპირებებს, რომ შევხედოთ ტორინოსთან მეტად შემტევი ტაქტიკა გვქონდა და მაღალ ტემპსაც ვინარჩუნებდით. სამწუხაროა, რომ მასში მინიმუმ ერთი ქულა მაინც ვერ მოვიპოვეთ. გარკეულ ეტაპზე გუნდმა გამარჯვებისთვის გაიწია და მეტოქემ იდეალურად გამოიყენა თავისუფალი ზონები. ალბათ უკეთესი იქნებოდა ბურთი მეტად დაგვეჭირა”.

“პარადოქსულია, მაგრამ ამ მარცხით მეტოქემ მაინც და მაინც ვერ ისარგებლა რადგან კიევოსთან მატჩში ლაციოსაც დაუცდა ფეხი.

მეტოქეს კონტრიერიშების განხორციელების საშუალება მივეცით. მიუხედავად ამისა საკმაო რაოდენობის მომენტები თავადაც შევქმენით და მომავალში აუცილებლად მოგვიწევს რეალიზაციაზე მუშაობა.

იყო თუ არა მარცხის მიზეზი როტაცია? რა თქმა უნდა არა. უბრალოდ, როდესაც ანგარიშში დავწინაურდით შემდგომ ტაქტიკურად უნდა გვეთამაშა და წინ აგრესიულად აღარ უნდა გადავსულიყავით. ამ დროს მეტოქეს უნდა დაელოდო და იასპარეზო ცივ სისხლიანად. მატჩის სურათიდან გამომდინარე კონტრშეტევების მეტი შანსი გვექნებოდა.

როდესაც ყოველ მესამე დღეს თამაშობ, აუცილებელია ბურთის შენარჩუნება და ენერგის დაზოგვა. ბურთის დაკარგვა კი დიდ პრობლემებს ქიგადის.

ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ ორი ბურთი გავუშვით, რომელიც ბოლოს როდის იყო აღარც კი მახსოვს. მარცხს არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ამიტომაც არის საოცარი.. წინა დერბიში გამარჯვებას 91 წუთზე მივაღწიეთ, აქ კი სხვაგვარად განვითარდა მოვლენები..

ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ეპიზოდი იყო უშუალოდ გულშემატკივრების აგრესია. ასეთი რამ დაუშვებელია სპორტსმენთა წინააღმდეგ. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გარკვეული ძვრები შეინიშნება და იმედს გამოვთქვამ გავაგრძელებთ სწორი კურსით სიარულს”.

სერია ა-ში, პირველად მოხდა მიმდინარე სეზონში როდესაც ბურთი სამჯერ მოხვდა ძელს. ეს ფაქტი ტურინულ დერბიში დაფიქსირდა და ჩვენდა სამწუხაროდ იუვენტუსს ზურგი აქცია იღბალმა:“ნამდვილად არ გაგვიმართლა და არც კი მახსენდება თუ როდის დაგვმართნია თავს ასეთი შემთხვევა. თუმცა, მეტოქე ქების ღირსია, რადგან მან მაქსიმალურად გამოიყენა ბოძებული შანსი. თავადაც ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ დავისაჯეთ.. ანდრეას გოლის შემდეგ ვაგრძელებდით სარისკო მანევრირებებს, რამაც ნეგატიური შედეგი მოგვიტანა. ჩვენ, რომ ბურთი უკეთ გაგვეკონტროლებინა მეტოქე ვერ მოახერხებდა მიზნის მიღწევას”..

კითხვაზე იყო თუ არა ეს გამოწვეული სასტარტო შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებებით ბონუჩი შემდეგს პასუხობს:

“როდესაც იუვეს ღირსებას იცავ როტაცია და ცვლილებები სრულიად ბუნებრივი პროცესია ასეთი ძლიერი შემადგენლობის ფონზე. დღეს ადგილი ჰქონდა ელემენტარულ უიღბლობას, რომელმაც ჯერ ჩვენ კარში მოიტანა გოლები, ხოლო შემდგომ განაგრძო მათ კართან”.

“აუცილებლად უნდა დავაგროვოთ ოთხი ქულა და ვეცდებით ეს რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ”– დაასრულა ჟურნალისტებთან საუბარი ლეომ, რომელმაც ფლორენციელებთან მოახლოებული დაპირისპირება იგულისხმა.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

ლევერკუზენმა მართლა არ მოიგო,ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება,კომენტატორმაც კი თქვა ლევრკუზენმა არაფერი არ იღონა მოსაგებათო,ეს მრავალმნიშვნელოვნად თქვა და აშკარა იყო ეს

lasha naxucrishvili
9 years ago

რა არ იყო როტაციის ბრალი კაი რა მაქს ეს თამაში ოგბონამ წააგო მაგრამ სწორი გადაწყვეტილება კი იყო როტაცია.ლიგის შემდეგ მოგვიწია ამათან თამაში თან გასვლაზე და თან ამ სასტავით და მინიმუმ ნიჩიას ვიმსახურებდით მაგრამ რაც იყო იყო არაფერი ტრაგედია არ მომხდარა.ტევესი არ ჩაერთო კარგად 0 იყო.ვაფშე და დღეს ძაან ცუდი სუნი აუვიდა ბევრ თამაშს იტალიაშიც და სხვა ქვეყნის ჩემპიონატებშიც.ლაციომ ვერ გამოიყენა რომას ფეხის დაცდენა, მანჩესტერმა საერთოდ რა იკისრა პირველივე ტაიმში მოადეს და ზამენაზე დი მარია ფალკაო ესვათ ტიპებს სასაცილოა რა ეხლა კიდე ფიორე აგებს ვნახოთ აბა ნაპოლი სამპაზეც თუ ვიცინებთ.ერთი ლევერკუზენი იყო კიდე გუშინ :givi: მარსელი დამავიწყდა პროფესიონალურად დადგმული თეატრი.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x