ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”ძალადობა უნდა აღიკვეცოს”

მატჩის დაწყებამდე ტურინში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. მანამ სანამ ბიანკონერის ავტობუსი სტადიონზე შევიოდა მას გზად ტორინოს ქომაგებმა ქვები დაუშინეს. ჟურნალისტებმა ამ ფაქტის გამო იუვეს გენერალურ დირექტორს სთხოვეს კომენტარის გაკეთება..

“საშინელი ძალადობის თვითმხილველნი გავხდით. ამაში გარკვეული წვლილი ჟურნალისტებმაც შეიტანეს, რომლებიც არ ჩერდებიან და მატჩის წინ ისეთი სათაურებით და სტატიებით გამოდიან, რომელიც ორივე მხარეს ნეგატიური ქმედებებისკენ უბიძგებს.

რაც შეეხება უშუალოდ მარცხს ფეხბურთელები რობოტები არ არიან და შესაბამისად არც შეცდომებისგან დაგვაზღვია ვინმემ. რთულია ყოველ სამ დღეში ერთხელ ასპარეზობა. როტაცია? მოვისმინე და თითქოს მარცხის მიზეზი ეს არისო, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც გეგმავ. ამიტომაც არის ფეხბურთი საოცარი. საერთოდაც, ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის გაასმაგებული ენერგიით ასპარეზობენ. საუკეთესოს დამარცხება ნებისმიერის სურვილია და მითუმთეს როცა ეს “ნებისმიერი” შენივე ქალაქის ტორინოა”..

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x