ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”სეზონი წარმატებულად ვითარდება”

ბიანკონერის თავკაცი ოთხი ქულის მოპოვებაზეა ორინტირებული, რომელიც მორიგი სკუდეტოს ოფიციალურად გაფორმებაში დაეხმარება. დღეისათვის ტურინელები 14 ქულით უსწრებენ მეორე ადგილოსან ლაციოს და მომდევნო მატჩს ფლორენციულ ფიორენტინასთან გამართავენ შინ :“სიმართლე გითხრათ ამ მარცხს ვერა და ვერ ვეგუები, რადგან ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით. თუმცა, მეორეს მხრივ ასეთი ტიპის შეხვედრები სასიკეთოდ წაგვადგება და განსაკუთრებით მათ ვინც პირველ სეზონს ატარებს გუნდში. მათ უნდა გაითავისონ თუ რას ნიშნავს დიდ გუნდში ასპარეზობა და რომ იგი მუდამ გამარჯვებისთის გადის მინდორზე..”

“მატჩამდე ვუთხარი შეგირდებს, რომ ფეხის დაცდენის უფლება არ გვქონდა. თუმცა, სამწუხაროდ მეტოქემ ორჯერ დაგვამწუხრა. ამ მატჩამდე სკუდეტოსთვის ორი გამარჯვება გვესაჭიროებოდა, ეხლა კი ოთხი ქულა გვაშორებს მიზანს.

გუშინ, უსაზღვროდ ვიყავით დამწუხრებულნი. დასანანი მარცხი ვიწვნიეთ და საკუთარი შეცდომების გამო იმედგაცრუებულნი ვართ.

სხვათაშორის უკანასკნელ 10 შეხვედრაში, რომლებშიც შედის ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და სერია ა, მხოლოდ ერთი გოლი გვქონდა გაშვებული. ამ ფონზე ორი გოლის გაშვება და თან ასეთი შეცდომებით დაუშვებელია. ბიჭებისთვის სეზონი კარგად ვითარდება, მაგრამ ჯერჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია. პირველ რიგში აუცილებელია იმ ოთხი ქულისთვის თავის მოყრა, რომელიც სკუდეტოს მოგვიტანს. დაუყონებლივ მათი მოგროვება რთულია, რადგან ერთ შეხვედრაში მაქსიმუმ 3 ქულა ავიღოთ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ფიორენტინა წარსდგება, რომელმაც გასული ორი მატჩი დათმო შინაურ კედლებში”.

წყარო: football-italia

4 thoughts on “ალეგრი :”სეზონი წარმატებულად ვითარდება”

  1. ფიორეს იმ შეთხვევაში ვერ მოვუგებთ თუ მაგრად გაუმართლათ ნახავთ გადავახევთ ბურთს და სამპასთან შესაძლოა ნიჩია გაგორდეს მიზეზები ადვილი გამოსაცნობია თუ რატო აი ამ 4 ქულაზე ამბობს ალეგრი :) ნეტა პირველივე ტაიმში შეუგდოთ ფიორეს და მეორე ტაიმი იქნება სეირნობა მოედანზე როგორც ლაციოსთან :forza: იუვეს ეს თამაში უფრო აინტერესებს ვიდრე სამპასთან იქ გადაზამენებულ გუნდს ვიხილავთ მაგრამ ტევეს და მორატას დასვენებები რაღაც არ მოუხდათ :| მორატამ აშკარად აურია ამ ბოლო დროს.

  2. ცხადია, რომ სამპდორია მთელი ძალით იბრძოლებს საკუთარ მოედანზე და ძალიან დიდ ძალას დაგვახარჯვინებს თუკი მაგ თამაშს არ დავთმობთ ასე ვთქვათ, რადგან სამპდორიას გათამაშების ცხრილში გაქანებული კონკურენცია აქვს სხვა გუნდებთან ევროპა ლიგის საგზურისთვის და ბოლომდე იბრძოლებს

  3. ალბათ ჯობია ახლა ფიორენტინასთან კარგათ დაიხარჯოს გუნდი და მოიგოს, და მერე ლიგის თამაშის წინ სამპდორიასთან საერთოდ დაისვენოს ძირითადმა გუნდა თუნდაც რომ წააგონ თამაში. ჯობია არ დახამდეს გუნდი – მაინცდამაინც სამპდორიასთან სკუდეტოს გაფორმებაზე… მე ვფიქრობ ასე იქნება უკეთესი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.