ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი :”ალეგრიმ საერთაშორისო გამოცდილება შემატა გუნდს”

ყოველთვის საინტერესოა მარჩელო ლიპის მოსაზრებების მოსმენა. მაესტრომ ალეგრის და კონტეს მუშაობაზე ისაუბრა:“კონტემ ფანტასტიური სამუშაო გასწია პირველსავე სეზონში, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას ამაში იუვეს სულისკვეთება დაეხმარა. მან თავინდავე კარგად იცოდა თუ რას ნიშნავს იყო იუვენტინო. ფეხბურთელებს დაკარგული ჰქონდათ გამარჯვების მენტალიტეტი და ეს მათ ანტონიომ დაუბრუნა. მეორეს მხრივ იყო გარკვეული ხარვეზები ევრიპულ ასპარეზზე”..

“ალეგრიმ კი ის სხვა მახასიათებლები დახვეწა და საერთაშორისო გამოცდილება შემატა გუნდს, რომელმაც აგერ უკვე ნახევარფინალამდე მიაღწია და ვინ იცის რა ელის უახლოეს მომავალში იუვენტუსს. ისინი ერთ ნაბიჯში არიან ფინალთან, სკუდეტოსთან და იტალიის თასთან. დერბი? ვენტურას წარმატებული საქმიანობა ქებას იმსახურებს. მახსოვს ჩემს პერიოდში გამართული დერბი, მაშინ დავმარცხდით, თუმცა მეტოქე გადარჩენისთვის იბრძოდა. ბოლო შეხვედრაში იუვეს ცუდად არ უასპარეზია და ფაქტია, რომ ალეგრის გუნდი ძალებს ზოგავს. ისინი დომინირებენ იტალიაში და ემზადებიან დიდი გამარჯვებისთვის ევროპაში”– განაცხადა მარჩელო ლიპი.
წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

კონტეს რა ხარვეზი ქონდა? მეოთხედფინალშე შეხვედროდა მონაკო და მერე გვენახა გავიდოდა თუ არა ნახევარფინალში. მეორე წელს კიდე, მაგარი უიღბლობები იყო, ჯერ ერთი მადრიდში ძალით წაგვაგებიეს, არასწორად გააგდეს კიელინი და საჯარიმოს გარეთ დარღვევაზე პენალტი დადეს? კონტეს ბრალია? მერე კიდე ტურინში 2-1ს ვუგებდით რეალს და კასერესმა ბელის საგოლე პასი გაუკეთა? ეს კონტეს ბრალია? კი კონტე უძახოდა უკან გააკეთე პასიო მარა კონტე მასე 300 დავალებას იძლევა თამაშის პროცესში მარა ყველას კი არ ასრულებენ, ფეხბურთელი თვითონ წყვეტს რა უკეთესია კონკრეტულ სიტოაციაში და კასერესმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მერე მესამე წაგებული თამაში შემოატრიალა კონტემ და მისმა ცვლილებაზე შემოსულმა კვალიარელამ გალასთან მარა 1 წუთი ვერ შეინარჩუნა გუნდმა… Read more »

9 years ago

კასერესის პასი ბეილზე ზუსტადაც რომ კონტეს ბრალია :) ნახო შეგიძლია ეგ ვიდეო . უკარნახა უკან დააბრუნე ბურთიო და მერე თავში ხელი შემოირტყა რო მიხვდა რაც ქნა.

1-0 ს ვიგებდით მაგ დროს .

წინა წლის კოლაფსი მთლიანად კონტეს ბრალია . არ ვუკარგავ იმას რომ დაგვაბრუნა მაგრამ აგერ ალეგრი იმავე შემადგენლობით
(დაჟე დორტმუნდთან პირლოს და პოგბას გარეშე)
ნახევაფრინალშია და ლიგის მოსაგებად იბრძვის ტრიპლეტზე აღარაფერს ვამბობ

simoni chigladze
9 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x