ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალური განცხადება: “კლუბი გმობს ტიფოზების საქციელს”

ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. ფეხბურთი არის სპორტი, აზარტი და სწრაფვა სრულყოფილებისკენ.. გამარჯვებებისკენ და ბედნიერებისკენ, თუმცა.. იტალიაში გულშემატკივრებს საკუთარი შეხედულება აქვთ. მათთვის ეს არის იდეალური საშუალება მოახდინონ ერთმანეთის მიმართ ანგარიშსწორება. სამწუხაროდ აპენინურ არენებზე არსებული ძალადობა და ნამდვილი “ომი” ტურინსაც შეეხო. დაძაბულობა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ბიანკონერის ავტობუსი სტადიო ოლიმპიკოს მიუახლოვდა. ტოროს ქომაგები რასაც ხელთ იგდებდნენ ყველაფერს ესროდნენ.. ფეიერვეკიც კი.. შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა ფეხბურთელებიდან, თუმცა ავტობუსის ფანჯრები რბილად, რომ ვთქვათ “შელახულ” მდგომარეობაში იყო. დაპირისპირება გაგრძელდა არენაზეც, სადაც ჯერ ჩვენი გუნდის ტიფოზებმა “ივაჟკაცეს” და ანთებული პედარტები “უფრინეს” ტოროს ფანებს, ხოლო პასუხმა ბუნებრივია არც საპირისპირო მიმართულებითაც დააყოვნა. საქმეში სპეც დანიშნულების რაზმი ჩერთო, რადგან სიტუაცია აღარ ექვემდებარებოდა კონტროლს. სამართალდამცავებმა რამდენიმე ტიფოზი დააპატიმრეს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრება მომხდარის გამო და მონაწილეები უმკაცრესად დაისჯებიან. კლუბი კი საკუთარი ვებ გვერდის დახმარებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას საფეხბურთო არენაზე. ეს ეხება როგორც ჩვენ მხარეს ასევე მოწინააღმდეგე გუნდისას. აუცილებელია ჩატარდეს ძირეული გამოძიება, რადგან ერთხელ და სამუდამოდ იქნა აღკვეცილი ძალადობა სტადიონებზე. იქ სადაც ადამიანები ოჯახებით დადიან რათა ჯანსაღ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. სტადიონზე თითოეული ადამიანი უნდა გრძნობდეს მშვიდად თავს. ასევე მოვუწოდებთ მასმედიის წყაროებს მეტად თავშეკავებულნი იყვნენ მთელი რიგი განცხადებების და სტატიების გამოქვეყნებისას, რადგან მათი გაუზრებელი ქმედებები იწვევს ზუსტად ასეთ აჟიოტაჟს მატჩის წინ. თუ რეალურად გვსურს სიმშვიდე, ამაში მარტო იფფ და კლუბები ვერაფერს გახდებიან. აუცილებელია მასმედიის და სამართალდამცავების მკვეთრი და მყისიერი მოქმედებები”.

სხვათაშორის მატჩის წინ მაროტა საუბრობდა ამ საკითხზე და ჟურნალისტების მოსაზრებით ბიანკონერის გენერალური დირექტორი La Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტებს ადანაშაულებდა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x