ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

ჩემპიოანტის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი, ხოლო მასიმილიანო ალეგრის შეგირდები 14 ქულიანი უპირატესობით უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. გუშინდელი მარცხი ბუნებრივია წარმატებულ სეზონზე ნეგატიურ ზეგავლენას ვერ იქონიებს. ბიანკონერი აგრძელებს ფიქრს მადრიდზე, ხოლო ტორომ 20 წლიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა გატეხა ნავსი და დაამარცხა თანაქალაქელები. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ტურინელებმა ფაქტია, რომ მადრიდი და ნახევარფინალური სერია მათთვის ეხლა “ცხოვრების გამოწვევასავით” არის. ისინი ცხოვრობენ ამ წამებით. მათთზე წნეხი აღარ არის, რადგან 1/2 ფინალში გასვლით იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ამ ეტაპზე ზედმიწნევნით კარგად შეასრულა სეზონის წინ მიცემულ დავალება. არადა გეგმა იყო საუკეთესო რვა კლუბს შორის მოხვედრა.. ეხლა კიდევ ფინალამდე სულ ცოტა არის დარჩენილი.. სულ ცოტა ან უფრო მეტი რეალის სახით.. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კონცენტრირება არის ურთულესი რამ, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში მინიმუმ ფრის მიღწევა არ წარმოადგენდა პრობლემას.. სამი ძელი, მეკარის საოცარი თამაში და უიღბლობაც მზად არის.. იმედი ვიქონიოთ შემდეგ მატჩებში იღბალი უკვე ჩვენს მხარეს იქნება და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

ბუფონი – 6 – იუვეს დაცვამ მოულოდენლად პირისპირ აღმოაჩინა დარმიანისთან. ერთ ეპიზოდში აცლის ბურთს კუალიარელას, ხოლო სხვა მხრივ მოწყენილია.

ლიხტშტაინერი – 5.5 – შვეიცარიული ძრავი აშკარად სარემონტოა. გადაღლილი და არაეფექტური იყო შეტევაში, ხოლო დაცვაში არასაიმედო.

ბონუჩი – 5 – სამართლიანად აღიარა დარმიანის ეპიზოდში საკუთარი ბრალეულობა. თავდაპირველად ვერ აჩერებს კუალირელას, შემდგომ საჯარიმოში აგვიანებს. საერთოდაც ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ თამაში ფაქტობრივად დათმო.

ოგბონა – 6 – რამდენიც არ უნდა უსტვინოთ, არ მესმის. ანჟელო საიმედოა! ლოპეს ფაქტობრივად შანს არ აძლევს და ერთ ეპიზოდში ვარდნაში ანეტრიალებს მდგომარეობას. დარმიანის ეპიზოდში ისიც გაურკვევლობაში ჩააგდეს.

პადოინი – 5.5 – კინაღამ გმირი გახდა, როდესაც მისი გადაცემის შემდეგ მატრი ასრულებდა ეპიზოდს.. მისდა საუბედუროდ ბურთი ძელს მოხვდა. სხვა მხრივ უჭირს პერესთან და კიდევ კარგი, რომ ბრუნო ხშირად არ ერთვებოდა შეტევებში.

ვიდალი – 5 – გასულ მატჩებთან შედარებით ორი ნაბიჯი გადადგა უკან. მარცხდება ელ კადურისთან ბრძოლაში და საერთოდაც, გარკვეულ ეპიზოდებში საერთოდ ქრებოდა მინდვრიდან. მატჩის მიწურულს ოდნავ გამოცოცხლდა.

პირლო – 6.5 (საუკეთესო მოთამაშე) – მშვენიერი ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგის წინ! პირლო დაბრუნდა და მისი ახალი იდეები ნამდვილად დიდი დახმარებაა გუნდისთვის. საჯარიმოებს ასრულებს ბრწყინვალედ, ისევე როგორც ჩაწოდებებს რომლებსაც ვერ იყენებენ პარტნიორები.

პერეირა – 5 (იმედგაცრუება) – ეს იყო მისი ალბათ ყველაზე ცუდი თამაში მიმდინარე სეზონში. არანაირი ფანტაზია და დრიბლინგი. ერთადერთი ალბათ გრძელ გადაცემას თუ გამოვარჩევთ კონტრშეტევისას.

სტურარო – 5.5 – მარცხდება თანატოლ ბენასისთან ბრძოლაში. ნაკლებად სახიფათო და სტატისტურია. უშვებს გოლის გატანის კარგ შესაძლებლობას.

მატრი – 6 – აქტიური ფორვარდი, რომელიც იუვეს ყველა შემტევ ოპერაციაში იღებს მონაწილეობას. ეხსნება პარტნიორებს და გადაადგილდება პროდუქტიულად. სამწუხაროდ ამ დღეს მას იღბალმა უღალატა რაც ბურთის ძელზე მოხვედრით ისახება..

მორატა – 5.5 – ალესანდროს ანტი-ვარიანტი. ფაქტობრივად არაფერი გამოსდიოდა, რადგან მის წინააღმდეგ მჭიდროდ ასპარეზობდნენ. ნეგატიური დღე ესპანელი თავდამსხმელისთვის.

ტევესი – 5.5 – მოედანზე გამოსვლით კლუბს არ უხეირია. ვერაფრით იპოვა საკუთარი თავი. ეხმარება თითქოს გუნდს შტურმისას, მაგრამ ნაკლებ ფანტაზიურია.

პეპე – 6 – ზრდის ტემპს და ფლანგზე დატვირთვას. ჩაჭრებიც იმატებს, თუმცა საბოლოო დარტყმამდე საქმე ვერა და ვერ მივიდა.

ალეგრი 5.5 – გარკვეული როტაცია აუცილებელი იყო, მაგრამ იშვიათად თუ გავხდებით მომსწრენი იუვეს უკანა ხაზის ამდენ შეცდომას ერთ 90 წუთში.

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sak10
9 years ago

getanxmebit yvelas titkmis, kvaliarela bevrad jobia lorentes da matris, da bevrad upro magali done akvs natamashebi, klasic etyoba, da ai misi gashveba ver gavige da amati mokvana kvaliarela tevesi kargi agresiuli cyvili ikneboda xome(((

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  Dutch

პადოც დავამატოთ)) მაგრამ ალეგრი არ იზამს მაგას))

vakhtang karchava
9 years ago

დარმიანი როგორ მოგეწონათ? მგონი დროა უფრო დიდ მიზნებზე იფიქროს)) მაროტა გაინძერი))

giorgi nefaridz
9 years ago

ჩემპიონები მაიც ვხდებით და ჯობია კომანს მიეცეს შანსი პრაქტიკას მაინც მიიღებს

giorgi nefaridz
9 years ago

მატრის ვინ დაუწერა 6 რაც მაგან მაზა გელაშვილი გაიტანდა რომელიმეს იქედან, ვაფშე რისთვის მოათრიეს ყოფილიყო სება სეზონის ბოლომდე, ან კომანს მიეცეს შანსი

Di Francesco # 1
9 years ago

მატრი ლორენტეს კი ჯობია, გუშინ ტევესმა შეისვენა და ითამაშა მატრიმ, ლიგის ფინალში კი არ დააყენებს მატრის, როცა საჭირო იქნება მაშინ ათამაშებს

zura chkheidze
9 years ago

ლორენტეს ჯობია ნამდვილად, მაგრამ ჯოვინკოს გაშვება და მაგისი მოყვანა ვერ გავიგე, კი ბატონო, არ შეუშალეს ხელი ჭიანჭველას ახალ გუნდში გადასვლაში, მოტივაციის პრობლემაც ექნებოდა, უკვე ჩემოდნებზე იჯდა კაცი… მაგათ სამივეს კვალიარელა ჯობია, მაგარი მებრძოლი და აგრესიული ფორვარდია

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  zura chkheidze

კვალი 5 წუთითაც რო შეუშვა მოედანზე მაშინაც შეუძლია გოლი შეაგდოს, მაგნაირი ფორვარდის სკამზე ყოფნა დიდი პლიუსია გუნდისთვის, დღეს მაგალითად იუვეს არ ყავს სკამზე ფორვარდი რომელიც თამაშს გააძლიერებს, 5 წუთში თამაშის მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია

zura chkheidze
9 years ago

მატრი კი იყო აქტიური, მაგრამ უხარისხო… რა ვქნა მე მაგ კაცის ნიჭს ვერ ვხედავ და მომკალით, რა… ამ ალეგრისაც ჩახვეული აქვს მაგაზე, ერთი კონტეს და ვუჩინიჩის ამბავი ვერ გავიგე და ამათი კიდევ. ალბათ ყველა მწვრთნელს ყავს თავისი ახირება :)

Di Francesco # 1
9 years ago

ისე კონტემ კვალი ხო დააბრუნა ნაკრებში? 2 კაციდან ერთერთი უნდა დანიშნულიყო ტრეინერად რო კვალი ნაკრებში დაბრუნებულიყო, ერთი კონტე და მეორე თვითონ კვალი, სხვა არავინ არ გამოიძახებდა მაგას ნაკრებში :chuvak:
კონტე კვალის ცენტრფორვარდად ათამაშებდა უფრო ხშირად და კვალი იმ სტილის არაა რო ბურთი მიიღოს და მერე ვიღაცას პასი დაუგოროს, თუ მიიღებს თვითონვე ამთავრებს მომენტს, ეს არ მოწონდა ალბათ კონტეს

Di Francesco # 1
9 years ago

დიაბალა რაშვება? იუვეში გადმოვიდა უკვე და პალერმოში გოლებს არ ხარჯავს? :lool: 13 გოლი კვალისაც კი აქ უკვე შეგდებული, მატრი რო დარჩენილიყო ჯენოაში მაგას უკვე უფრო მეტიც ექნებოდა.

Di Francesco # 1
9 years ago

ბონუჩიმ კი არ წააგო კვალიმ მოუგო, კვალიარელა დღეს ერთერთი საუკეთესო იტალიელი თავდამსმხელია თუ საუკეთესო არა. ბარძალი უფრო შეაჩერებდა კვალის ვიდრე ბონუჩი, ბონუჩის სუსტი წერტილები კვალიმ კარგად იცის, 4 წელი ერთად იყვნენ.

jek17
9 years ago

კვალიარელა კი ჯობია მატრის და ლორენტეს,თუ მატრის აბრუნებდნენ დაეტოვებინათ კვალი არ ჯობდა :loool:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

კონტეს რატო? კონტრაქტი როდის უმთავრდებოდა კვალის? კონტე მემგონი უკვე წასული იყო კვალი რო გაიყიდა

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

ხო ერთხელ თქვა არ მომწონს მისი თამაშის სტილიო, თუმცა ერთი პერიოდი კი ათამაშა კაი ხანი, სანამ ალესიოს აგინებდა :chuvak:
კვალიარელა საჭირო კაცი იყო, ზამენიდან მააგზე კარგად ვერავინ ვერ შემოდის დღევანდელ გუნდში

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x