ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი :”ეს იყო ელემენტარული უიღბლობა”

სერია ა-ში, პირველად მოხდა მიმდინარე სეზონში როდესაც ბურთი სამჯერ მოხვდა ძელს. ეს ფაქტი ტურინულ დერბიში დაფიქსირდა და ჩვენდა სამწუხაროდ იუვენტუსს ზურგი აქცია იღბალმა:“ნამდვილად არ გაგვიმართლა და არც კი მახსენდება თუ როდის დაგვმართნია თავს ასეთი შემთხვევა. თუმცა, მეტოქე ქების ღირსია, რადგან მან მაქსიმალურად გამოიყენა ბოძებული შანსი. თავადაც ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ დავისაჯეთ.. ანდრეას გოლის შემდეგ ვაგრძელებდით სარისკო მანევრირებებს, რამაც ნეგატიური შედეგი მოგვიტანა. ჩვენ, რომ ბურთი უკეთ გაგვეკონტროლებინა მეტოქე ვერ მოახერხებდა მიზნის მიღწევას”..

კითხვაზე იყო თუ არა ეს გამოწვეული სასტარტო შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებებით ბონუჩი შემდეგს პასუხობს:

“როდესაც იუვეს ღირსებას იცავ როტაცია და ცვლილებები სრულიად ბუნებრივი პროცესია ასეთი ძლიერი შემადგენლობის ფონზე. დღეს ადგილი ჰქონდა ელემენტარულ უიღბლობას, რომელმაც ჯერ ჩვენ კარში მოიტანა გოლები, ხოლო შემდგომ განაგრძო მათ კართან”.

“აუცილებლად უნდა დავაგროვოთ ოთხი ქულა და ვეცდებით ეს რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ”– დაასრულა ჟურნალისტებთან საუბარი ლეომ, რომელმაც ფლორენციელებთან მოახლოებული დაპირისპირება იგულისხმა.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x